მხედველობის დიაგნოსტიკა სკოლაში წასვლის წინ!

მხედველობის დიაგნოსტიკა სკოლაში წასვლის წინ!

ოპტიკური კომპანია "რონიკო" ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 10 სექტემბრიდან-10 ოქტომბრის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეებისთვის ახორციელებს აქციას - "მხედველობის დიაგნოსტიკა სკოლაში წასვლის წინ"!

აქციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ გაიარონ მხედველობის დიაგნოსტიკა "რონიკოს" მითითებულ ოპტიკურ სალონებში განსაკუთრებული პირობებით - კერძოდ, 50%-იანი ფასდაკლებით. ასევე, საგანგებოდ ამ აქციაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის იმოქმედებს შემდეგი ფასდაკლება: საბავშვო ოპტიკური ჩარჩოები -20%, სასათვალე ლინზები -20%.

სკოლაში წასვლის წინ მხედველობის დიაგნოსტიკის ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან, კითხვისა და წერის გაძნელებას, ზოგადად, ახალი მასალის აღქმის გართულებას ძალიან ხშირად სწორედ მხედველობის პრობლემა იწვევს. ამგვარი ტენდენცია გამოვლენილი და შესწავლილია როგორც პროფესიონალი ოფთალმოლოგების, ასევე გამოცდილი პედაგოგების მიერ.

თვით ძალიან დაკვირვებულ მშობელსაც კი, შესაძლოა გამოეპაროს ბავშვის მხედველობის ხარვეზი. ბავშვი, რომელსაც აქვს მხედველობის პრობლემა, ძალიან ხშირად, თავადაც ვერ აცნობიერებს ამას.

რატომ უნდა შეექმნას ბავშვს დაბრკოლება განათლების მიღებისას, როდესაც შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ამგვარი გართულება ძალიან მარტივი, სულ რამოდენიმეწუთიანი პროცედურის გავლით?

ეს პროცედურა გახლავთ მხედველობის დიაგნოსტიკა, რომელიც შეგიძლიათ თქვენს შვილს ჩაუტაროთ "რონიკოს" ოპტიკურ სალონებში. კერძოდ, შემდეგ ფილიალებში:

თბილისი

• აღმაშენებლის გამზ. 107, ექიმი-ოფთალმოლოგი - სვეტა ავეტიკიანი (295 04 72)

• რუსთაველის გამზ. 19, ექიმი-ოფთალმოლოგი - ანუკი ჩაჩანიძე (299 61 00)

• ყაზბეგის გამზ. 26, ექიმი ოფთალმოლოგი - ირინა არუთინოვა (218 19 00)

• ვაჟა-ფშაველას გამზ. 20, ექიმი-ოფთალმოლოგი - ნანა აფხაზავა (239 93 64)

• წერეთლის გამზ. 110, ექიმი-ოფთალმოლოგი - ნატალია სიყმაშვილი (230 75 73)

ბათუმი

• კ. გამსახურდიას ქ. 41, ექიმი-ოფთალმოლოგები - მარინე ჩიტორელიძე, ლიკა მელიქაძე

(0 4222 7 04 61)

გადაამოწმეთ თქვენი შვილის მხედველობა სწორედ სკოლაში წასვლის წინ, რათა ბავშვმა შეუფერხებლად მიიღოს სრულფასოვანი განათლება. დარწმუნდით, რომ მას წერისა და კითხვის ათვისებაში, ასევე ახალი მასალის აღქმაში ხელს არ უშლის მხედველობის პრობლემა.

გადავამოწმოთ მხედველობა და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ერთად გამოვასწოროთ იგი!

"რონიკოსთან" ერთად უკეთესად ხედავთ და შესანიშნავად გამოიყურებთ!

ოპტიკური კომპანია "რონიკო"

ტელ.: 242 02 22, 224 14 41;

მის.: ლიახვის ქ. 9;

www.facebook.com/ronikooptics

www.roniko.ge

ელ-ფოსტა: Info@roniko.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი