ელეონორ რუზველტი - "ან უნდა დავიხოცოთ, ანდა ერთად ცხოვრება ვისწავლოთ...''

ელეონორ რუზველტი - "ან უნდა დავიხოცოთ, ანდა ერთად ცხოვრება ვისწავლოთ...''

გაზეთ "კვირის პალიტრასთან'' ერთად თვეში ორჯელ მსოფლიო ბესტსელერი გამოდის. ლეგენდარული ჟურნალის TIME-ს მიერ ცხელ კვალზე მოპოვებული ფატქები და მასალები წიგნებშია თავმოყრილი.

ამჯერად აშშ-ს პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის ქალიშვილის ელეონორ რუზველტის საინტერესო ცხოვრებას წარმოგიდგენთ.

დიპლომატი, ადამიანის უფლებათა დამცველი, მწერალი და მომხიბვლელი ქალბატონი ელეონორ რუზველტი (1884-1962), აშშ-ის პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის (1901-1909)

შვილიშვილი და პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლე იყო. იგი თავისი ეპოქის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალბატონადაა აღიარებული.

მეუღლის 12-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში, რომელიც მას ბიძაშვილად ეკუთვნოდა, ელეონორმა დიდი როლი შეასრულა პოლიტიკურ, ნაციონალურ და ინტერნაციონალურ საქმიანობაში.

დემოკრატმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 1945 წელს ფრანკლინ დელანო რუზველტის შემდეგ დაიკავა, საპრეზიდენტო მანდატის მიღებისთანავე შეაფასა ელეონორ რუზველტის პიროვნება და მას ''მსოფლიოს პირველი ქალბატონი'' უწოდა.

ელეონორ რუზველტი პირველი იყო, ვინც კასაბლანკაში ჟურნალისტი ქალებისთვის კონფერენციების გამართვის ტრადიცია დაამკვიდრა. ბევრს მოგზაურობდა ქვეყნის გარეთ და ''ყურები და თვალები'' იყო პრეზიდენტისა, რომელიც 1921 წელს პოლიომიელიტმა ეტლს მიაჯაჭვა.

აზრები, რომლებმაც ისტორიაში ნათელი კვალი დატოვეს

ელეონორ რუზველტის შეხედულებები საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობდა. ''ბედნიერი ვერ ვიქნები, ბუხართან თბილად ვიჯდე და იქიდან ვუყურო, რა ხდება ჩემ ირგვლივ. ცხოვრება უნდა შეიგრძნო და არასდროს შეაქციო მას ზურგი''. ამბობდა ელეონორი. ''თუ თავისუფალ დროს მხოლოდ ტელევიზორს ვუყურებთ, ეს დაგვაკნინებს. სინამდვილეს თვალებში უნდა შევხედოთ. ან უნდა დავიხოცოთ, ანდა ერთად ცხოვრება ვისწავლოთ''.

საგაზეთო სვეტში ''ჩემი დღე'', ელეონორ რუზველტი არასოდეს არიდებდა თავს საკამათო და პრობლემურ თემებზე საუბარს, მაგრამ ყველაზე მეტად თავისუფლების იდეას იცავდა.

''თავისუფლების მოსაპოვებლად მხოლოდ ომში არ ვიბრძვით. ვიღაც პირად ცხოვრებაში იბრძვის, ვიღაც - საზოგადოებრივ ასპარეზზე. საერთოდ კი, თავისუფლებისთვის ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ. ვიბრძოლოთ... აზრის, რელიგიური და ჩაგრულთა თავისუფლებისთვის...''

1945 წელს ჰარი ტრუმენის ხელშეწყობით ელეონორ რუზველტი ''გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში'' მიავლინეს. ელეონორი ამბობდა: ''არასოდეს უნდა შევწყვიტოთ მშვიდობაზე ლაპარაკი; უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობის შენარჩუნებას მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება''.

1946-1951 წლებში ელეონორ რუზველტი ''ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის'' პრეზიდენტი იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ''ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის'' მომზადებასა და მიღებაში.

გაგრძელება იხილეთ TIME-ის სერიის ტომში "დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე"

ამ ტომში ასევე იხილავთ:

• ინტერვიუ ალ კაპონესთან

• დიდი ომიდან დიდი დეპრესიამდე

• ცხენიდან ტანკამდე

• რადიოს განვითარება

• პრესა ამას ასე აშუქებდა 1929 წლის "უოლ სტრიტის" კრახი და სხვა.

წიგნის ფასი 11 ლარი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი