"რონიკოს" ახალი ოპტიკური სალონი - მუდმივი სიახლე და ინოვაცია!

"რონიკოს" ახალი ოპტიკური სალონი - მუდმივი სიახლე და ინოვაცია!

პარასკევს, 12 სექტემბერს, დილის 11:00 სთ-ზე ოპტიკურმა კომპანია "რონიკომ" მედია-საშუალებები მიიპატიჟა ახალი მაღაზია-სალონის გახსნაზე. პრეზენტაცია გაიმართა მისამართზე, - ალ. ყაზბეგის 14ბ.

ახალი ოპტიკური სალონი ქსელის რიგით მე-17 ფილიალია, რომელიც "რონიკოს" ერთ-ერთ საიმიჯო მაღაზიას წარმოადგენს. მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლეს და საუკეთესო მოდელებთან ერთად, ექსკლუზიურად მხოლოდ ამ ფილიალშია Balenciaga-ს და Alain Mikli-ის 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები. აღნიშნული ბრენდები "რონიკოს" პორტფოლიოს 2014 წლის ზაფხულში შემოუერთდა.

მედიის წარმომდგენლებთან შეხვედრა ასევე მიეძღვნა 2014 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებს და მიღწევებს.

ახალი, უმაღლესი კატეგორიის ბრენდების მოპოვებასთან ერთად, 2014 წელს "რონიკო" გახდა ამერიკული Cooper Vision-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რითაც ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიმკვიდრა კონტაქტური ლინზების მიმართულებითაც.

12 სექტემბერს ასევე გაიმართა ბრენდ George Piralli -ს 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება. George Piralli წარმოადგენს სტილის, ხარისხის და ფასის საუკეთესო შერწყმას, რის გამოც იგი განსაკუთრებულად შეიყვარა ქართველმა მომხმარებელმა.

პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს წარუდგინეს Prada, Miu Miu, Bvlgari, Giorgio Armani, Dolce&Gabbana, Vogue-ს 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს. ეს წამყვანი ბრენდების ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა ექსკლუზიური დისტრიბუტორიცაა "რონიკო" საქართველოში.

პრეზენტაციას დაესწრნენ წამყვანი მედია საშუალებები, რომლებთანაც კომპანია აქტიურად თანამშრომლობს. შეხვედრის ბოლოს სტუმრებს ლანჩით უმასპინძლეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ანონსად მორიგი მნიშვნელოვანი სიახლე: მალე, 2014 წლის ბოლომდე, "რონიკოს" ოპტიკური სალონი ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაიხსნება.

საკონტაქტო ინფორმაცია: შპს "რონიკო", ლიახვის ქ. 9, ტელ.: 242 02 22, 224 14 41

პროექტების მენეჯერი - ლედი ანთიძე, მობ.: +995 577 277 277, ელ-ფოსტა: ledi@roniko.ge

www.facebooc.com/ronikooptics; www.roniko.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი