პროდუქციის განთავსების წესები სუპერმარკეტში

პროდუქციის განთავსების წესები სუპერმარკეტში

მარკეტოლოგების მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევების თანახმად, მაღაზიაში შესული მყიდველების ორ მესამედს მტკიცე წარმოდგენა არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რისი ყიდვა სურს და გადაწყვეტილებას მხოლოდ თაროზე მიმზიდველად განლაგებული პროდუქციის დანახვის შემდეგ იღებს. ამიტომ სწორად განთავსებული პროდუქცია მომხმარებლის მიზიდვის ერთ-ერთი მთავარი და ეფექტური ინსტრუმენტია, რომელსაც მერჩენდაიზინგი ეწოდება.

გარდა პროდუქციის სწორად განლაგებისა, მერჩენდაიზინგი მაღაზიაში მიმზიდველი ატმოსფეროს შექმნას, ფასების სწორად განთავსებას და ისეთი ასორტიმენტის შერჩევას გულისხმობს, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს მომხმარებელთა მოთხოვნებს. მერჩენდაიზინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა მაღაზიაში პროდუქციის ისე გამოფენაა, რომ მომხმარებელი "აიძულოთ", რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს მაღაზიაში და დამოუკიდებლად, პრაქტიკულად გამყიდვლის გარეშე შეძლოს არჩევანის გაკეთება.

მარკეტოლოგების განცხადებით, ეფექტური მერჩენდაიზინგი ზრდის არა მხოლოდ გაყიდვებს, არამედ კომპანიისა თუ კონკრეტული სავაჭრო ობიქტის იმიჯსაც.

"უმთავრესი კრიტერიუმი, რომლითაც პროდუქციის განლაგებისას ვხელმძღვანელობთ, მომხმარებლისთვის არჩევანის მაქსიმალურად გამარტივება და სუპერმარკეტში ორიენტაციაა. აუცილებელია სასაქონლო კატეგორიები ლოგიკურად იყოს დაჯგუფებული. თვისობრივად ერთნაირი პროდუქტების განლაგება ერთად უნდა ხდებოდეს და სასურველია, იქვე იყოს წარმოდგენილი მათი თანაპროდუქტებიც. მაგალითად: ლუდი და ჩიპსი, სნეკი; სოსისი და მდოგვი და სხვა", - აცხადებს ჩვენთან საუბარში "ნიკორას" წარმომადგენელი.

მერჩენდაიზინგის ისტორია სათავეს პირველი მოვაჭრეებისა და მაღაზიების გამოჩენისთანავე იღებს. თუმცა, ოფიციალურად მერჩენდაიზინგი პირველად გასული საუკუნის 50-60-იან წლებში დაინერგა ამერიკაში. არსებობს რამდენიმე სახის მერჩენდაიზინგი - პრაქტიკული და ვიზუალური. პრაქტიკულ მერჩენდაიზინგს ძირითადად სუპერმარკეტებში მიმართავენ, ვიზუალურს კი ტანსაცმლის, სუვენირების, აქსესუარებისა და საიუვილერო მაღაზიებში. ვიზუალური მერჩენდაიზინგის მთავარი ფუნქციაა, მიმზიდველი და სასიამოვნო პროცესი გახადოს ტანსაცმლისა და აქსესუარების შერჩევა მომხმარებლისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში ყველა მაღაზია არ იცავს მერჩანდაიზინგის წესებს და ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით კი მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებში, როცა პროდუქცია არათუ მიმზიდველად განლაგებული გვხვდება, არამედ საკვები და ქიმიის პროდუქტები ერთად იყიდება ან სულაც გვერდიგვერდ თაროებზეა განლაგებული, რაც ყოვლად დაუშვებელია.

იხილეთ გაგრძელება

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი