რას გვთავაზობს სამშენებლო კომპანია PepArt?

რას გვთავაზობს სამშენებლო კომპანია PepArt?

თბილისში სხვენების საცხოვრებელ ფართად გადაკეთების ბუმია. რატომაც არა, თუკი თქვენს მფლობელობაში არსებულმა, დავიწყებულმა, ხშირად უსარგებლო ნივთებით გამოტენილმა სივრცემ შესაძლოა საცხოვრებელი პირობები გაგიუმჯობესოთ, ან ააშენოთ, გაყიდოთ და აღებული ფულით სურვილისამებრ ისარგებლოთ?

სამშენებლოკომპანია "PepArt"-ის დამფუძნებელი და დირექტორის, გიორგი ოქროპირიძის განცხადებით, სხვენების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია.

გიორგი ოქროპირიძე: "პეპარტი", პროფესიონალი არქიტექტორებით, დიზაინერებით, მშენებლებით, დაკომპლექტებული გუნდია და ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სხვენების თემით დავკავდით, მიუხედავად იმისა, რეკლამას არ ვაკეთებთ, ძალიან მალე გაჟონა. მთავარი რეკლამა მაინც კმაყოფილი დამკვეთია.

- თუმცა, ბევრმა დღემდე არიცის, საიდან დაიწყოს ბინის თავზე არსებული სივრცის ათვისება.

- ჩვენ დაინტერესებულები ვართ სხვენების შეძენით და ნებისმიერს, ვისაც აქვს სხვენი ქალაქის ცენტრალურ უბნებში, დაგვიკავშირდნენ. რაც შეეხება სხვა შესაძლებლობებს: ორი გზა არსებობს. ერთი შედარებით ადვილია, თუ ფართი თქვენს მფლობელობაშია, ხუთი სამუშაო დღე სჭირდება ნებართვას და პროექტის სირთულიდან გამომდინარე უმოკლესი ვადები, რომ გამზადდეს არქიტექტურული ნაწილი.

- და რა ხდება მაშინ, როცა სრული სართულის დაშენების მსურველი მოგმართავთ?

- რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, მაგრამ სამერცხლულებისგან განსხვავებით, სრული სართულის დაშენება არ ხდება ე.წ "ხრუშოვკებზე"...

- და რა ნებართვებია საჭირო?

- პირველ ეტაპზე, საჭიროა არსებულ ნაგებობას ჩაუტარდეს კონსტრუქციული კვლევა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ჩვენმა არქიტექტორებმა დაიწყონ პროექტის მომზადება. დამკვეთისა და მერიის მოთხოვნების გათვალისწინებით მომზადებული პროექტი იტვირთება თბილისის მერიის ვებგვერდზე. თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან დადებითი პასუხის შემდეგ, გადავდივართ სამშენებლო მოედანზე. აქ უკვე "პეპარტი" პასუხისმგებლობას იღებს, პროექტის წარმატებით შესრულებასა და სამშენებლო პროეცესის ხარისხიანად, ლოგიკურ ვადებში შესრულებაზე. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ დამკვეთს უნდა ჰქონდეს კრების ოქმი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და პროექტის ფართობი უნდა მოიცავდეს არსებული სახურავის ფართის მინიმუმ 50%-ს.

- რა ეტაპზე მოგმართავენ დამკვეთები?

- ყველა ეტაპზე ვეხმარებით, იქნება ეს საბუთების მოწესრიგება, გეოლოგია, პროექტირება, დიზაინი, კონსტრუქცია. პირველადი კონსულტაცია უფასოა. არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ პრივატიზებული სხვენი იყიდონ. მოგვმართავენ ისეთებიც, რომლებსაც უკვე აქვთ პრივატიზებული ფართი და სურვილი აქვთ დააპროექტონ და ააშენონ.

- სხვა რა სერვისები გაქვთ "პეპარტში"?

- დაშენების გარდა ვაკეთებთ სადარბაზოების რესტავრირებას, სარემონტო სამუშაოებს, დაზიანებული ფასადების განახლებას, ასევე ვახდენთ საძირკველის რესტავრაციას... გვყავს საპროექტო ჯგუფი, არქიტექტორები, ინტერიერის და ლანდშაფტის დიზაინერები... მსურველებს შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს ოფისში საბურთალოს ქუჩის 43ბ-ში (ყოფილი ცინცაძის 43) ასევე, მათ თან შუძლიათ სოციალური ქსელში გვიპოვონ www.facebook.com/PepArt.ge ან დაგვიკავშირდნენ 2 421114

- მოკლედ, ყველაფერს აკეთებთ?

- კი, ცოტა ხანში ახალი კორპუსის მშენებლობის დაწყებაც იგეგმება, მაგრამ ამაზე მოგვიანებით..

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი