კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაფინანსებით უკრაინიდან დევნილი ბავშვები ქ.ქობულეთში დაისვენებენ

კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაფინანსებით უკრაინიდან დევნილი ბავშვები ქ.ქობულეთში დაისვენებენ

კიევის ყოფილი მერის ინიციატივით და დაფინანსებით, უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს დევნილი 32 ბავშვი და მათი ოჯახები, 27 სექტემბრიდან ერთი თვის მანძილზე დაისვენებენ კომფორტულ სასტუმროში ქ. ქობულეთში.

"დღეს ჩემთან ჩამოვიდნენ უკრაინელი მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობდნენ საომარი მოქმედებების ზონაში. მათ გადაიტანეს უდიდესი ტკივილი, დაკარგეს ყველაფერი, რაც ამდენი წლის მანძილზე გააჩნდათ და ახლა ყველანაირი ქონების და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილნი. მათ ქობულეთში მოწვევით, მინდა გავუწიო პირველადი დახმარება.

ქობულეთში სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ბავშვებისთვის, რომლებმაც დაინახეს თუ როგორ ბომბავდნენ მათ საცხოვრებელ სახლებს, ქუჩებს, საბავშვო ბაღებს და სკოლებს, სადაც ისინი სწავლობდნენ. ეს მათთვის უდიდესი ტკივილი იყო.

მინდა მათ დაუვიწყარი დასვენება მოვუწყო ქობულეთში. ისინი მოინახულებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. მათთვის მოეწყობა გასართობი ღონისძიებები, ადგოლობრივი ანიმაციური ჯგუფების დახმარებით. მინდა მათ ვაჩვენო ქვეყანა, სადაც მე ვცხოვრობ და რომელიც ასე მიყვარს.

ეს ბავშვები გაიზრდებიან და აუცილებლად გაახსენდებათ ის პერიოდი, როცა მათ ოჯახებს ყველაზე მეტად უჭირდათ და სწორედ საქართველო გახდა მათთვის ის ადგილი, სადაც მათ მიიღეს პირველადი დახმარება. ისინი ყოველთვის პატივისცემით და სიყვარულით იქნებიან განწყობილნი საქართველოს და მათი ხალხის მიმართ.

მე, ისევე როგორც, ყოველი უკრაინელი მაქსიმალურად ვეცდები ვიზრუნო ამ ოჯახებზე, რადგან მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება", - განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, "სოციალური პარტნიორობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან.

მისი საქველმოქმედო ფონდ "სოციალური პარტიორობის" ცნობით, რომელიც აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას საქართველოში, შემდეგი კვირის მანძილზე იგეგმება კონფლიქტის ზონიდან დასასვენებლად კიდევ 50 ბავშვის ჩამოყვანა.

ამჯამად საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" ახორციელებს 3 მნიშვნელოვან პროექტს საქართველოში.

პროექტი " შინმოვლა" - ფონდი ყოველდღიურად ეხმარება 300 მარტოხელა და გაჭირვებაში მყოფ ხანდაზმულს. სრულიად უფასოდ უწევს სამედიცინო დახმარებას და უზრუნველყოფს მედიკამენტებით, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია.

"მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა" - ფონდი დახმარებას უწევს 12 მრავალშვილიან გაჭირვებულ ოჯახს, რომლებსაც 7 და მეტი შვილი ყავთ. თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე ფონდი ოჯახს ეხმარება 100 დოლარის ექვივალენტით ლარში. უზრუნველყოფს ოჯახს ტანსაცმლით, ტელევიზორით, კომპიუტერით და სხვა საჭირო ტექნიკით.

"მცირე საოჯახო ტიპის სახლი" - " სოციალური პარტიორობას" თბილისში აქვს გახსნილი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, აღჭურვილი ევროპული უმაღლესი სტანდარტებით. ეს სახლი ათი ბავშვისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იქცა ერთ დიდ ოჯახად, სადაც ბავშვებზე ზრუნავენ და აკეთებენ ყველაფერს მათი ნათელი და წარმატებული მომავლისთვის.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი