დენტალური იმპლანტაცია - რა ახალი ტექნოლოგიებია მსოფლიოსა და საქართველოში

დენტალური იმპლანტაცია - რა ახალი ტექნოლოგიებია მსოფლიოსა და საქართველოში

ლამაზი და ჯანსაღი ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათია. ისიც ნათქვამია, რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამდე, სანამ კბილები აქვს ჯანმრთელი;

ხშირად სტომატოლოგთან დაგვიანებულ ვიზიტს ფატალურ შედეგამდეც მივყავართ, რაც კბილის დაკარგვაში გამოიხატება. კბილების უქონლობამ შეიძლება გამოიწვიოს სახის ასიმეტრია, კბილთა მწკრივის დარღვევა, თანკბილვის შეცვლა და ღეჭვითი ფუნქციის მოშლა, ყოველივე ამას კი ყბის, ღრძილების დაავადებები, ცვლილებები ქვედა ყბის სახსარში და მათთან დაკავშირებული ტკივილი მოჰყვეს. ამ დროს კბილის აღსადგენად იმპლანტაციას მიმართავენ.

რა საფრთხე შეიძლება მოყვეს იმპლანტის არასწორ ჩაყენებას და რა ახალი ტექნოლოგიები არსებობს თანამედროვე იმპლანტოლოგიაში? ამის გასარკვევად კლინიკა "მედის" სტომატოლოგიური განყოფილების ქირურგ- იმპლანტოლოგებს, მივმართეთ.

- რა უნდა ვიცოდით კბილის იმპლანტაციამდე? რა შეიძლება მოჰყვეს კბილის არასწორ იმპლანტაციას?

- აუცილებელია იმპლანტაციამდე ჩატარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა, რათა ზუსტად ვიცოდეთ კბილის ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობა. ხშირად კბილის იმპლანტაციას მხოლოდ პანორამული რენტგენის საფუძველზე აკეთებენ, რაც მიზანშეწონილი არ არის. უზუსტობები და იმპლანტაციასთან დაკავშირებული დაგეგმარების შეცდომები ხშირად იწვევენ არასასურველ შედეგებს. შესაძლებელია არასწორად იყოს შერჩეული იმპლანტის ზომა. სხვა ზომის იმპლანტის ჩასმით კი შესაძლოა დავაზიანოთ გარშემო მყოფი ქსოვილები. რის შედეგადაც შესაძლოა არ მოხდეს იპმლანტის შეხორცება ძვლოვან ქსოვილთან. რაც გამოიწვევს დამატებით სხვა უსიამოვნო პროცედურებს: იმპლანტის დაკარგვას, განმეორებით იმპლანტაციასა და პროთეზირებას.

- რაზეა დამოკიდებული იმპლანტის სწორად ჩასმა?

- იმპლანტაციის შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორად დაიგეგმება ორთოდონტის მიერ და ზუსტად ჩასვამს ქირურგი ძვლის ქსოვილში იმპლანტს. იდეალურ შემთხვევაში იმპლანტი ისე უნდა მოთავსდეს, რომ ყოველი მხრიდან ძვლის ქსოვილით იყოს გარშემორტყმული. იმპლანტი არ უნდა შეიჭრას ანატომიურ ღრუებში (კერძოდ, ჰაიმორის ღრუში) და ქვედა ალვეოლური ნერვის განლაგების ზონაში. იმპლანტს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური სიგრძე და დიამეტრი, რაც მას მექანიკური დატვირთვის გაძლების საშუალებას მისცემს.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შეგვიძლია, პაციენტს სწრაფად და ზუსტად შევურჩიოთ იმპლანტი. დღეს კბილების პროთეზირება ხანგრძლივი და მტანჯველი პროცესი აღარ არის.

- რას სთავაზობს პაციენტებს კლინიკა "მედი"?

- ჩვენი კლინიკა მუდმივად სთავაზობს პაციენტებს უახლეს და უნიკალურ მეთოდებს, რომლებიც ინერგება მსოფლიოში. დღეს კი გესაუბრებით უნიკალურ პროგრამაზე, გალილეოზე, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში დაინერგა. ეს არის პროგრამა, რომელიც გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ იმპლანტის ჩაყენების 100% სიზუსტეს წინასწარ, რაც გამორიცხავს ნებისმიერი სახის გართულებასა და უზუსტობას.

- დაწვრილებით მოგვიყევით როგორ ტარდება პროცედურა?

-  რეალურად კბილის იმპლანტაცია ჩვენთან რამდენიმე უახლესი ტექნოლოგიური პროგრამების კომბინაციით ხდება:

1. პირველ ეტაპზე პაციენტს უტარდება 3D კომპიუტერული ტომოგრამა, რომელიც პირის ღრუს ზუსტ სურათს გვაძლევს. მისი მიკრონული სიზუსტე საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის ყველა დეტალი.

2. შემდეგ ხდება პირის ღრუს სკანირება.

3. სკანირების შემდეგ, ხდება არარსებული კბილის ვირტუალური მოდელირება სტომატოლოგიური რობოტით, "ცერეკ-4"-ის პროგრამით. (CEREC- 4 არის სტომატოლოგიური რობოტი, რომელიც 15 წუთში ამზადებს ბიოთავსებად, ბუნებრივ, კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გვირგვინებს, ვინირებებს, ჩანართებს, ხიდისებრ პროტეზებს და ა.შ. მაღალხარისხიანი, უმეტალო, მყარი კერამიკისაგან, შუშის კერამიკასაგან ან ცირკონიუმის ოქსიდისაგან!).

4. CEREC - 4-ში მოდელირებული კბილების მონაცემები გადადის მსოფლიოში უნიკალურ პროგრამა - გალილეოში, სადაც უკვე ხდება ვირტუალურად მოდელირებული კბილებისა და პაციენტის რეალური ყბის 3D ტომოგრამის შეერთება,

საბოლოოდ იხატება ზუსტი სურათი, თუ სად და რა წერტილში უნდა მოხდეს იმპლანტაცია. განისაზღვრება იმპლანტის სისქე, მიმართულება, იმის მიხედვით, თუ როგორ მდგომარეობაშია ყბის ძვალი და როგორ დგას მომავალი კბილის გვირგვინი.

ამ პროცედურების შედეგად, აპარატი CEREC 4-ის ლაბორატორიულ ნაწილში ყველა პაციენტისათვის ინდივიდუალურად იჭრება კომპიუტერული სიზუსტის თარგი (შაბლონი).

რთულ შემთხვევაში თუ საჭიროა 4-5 კბილზე მეტი იმპლანტი, ეს მონაცემები იგზავნება კომპანია "sicat"- ში, საიდანაც ორი კვირის განმავლობაში ჩამოდის კომპიუტერული სიზუსტის თარგი (შაბლონი). (კომპანია სიკატი, არის ლიდერი კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია იმპლანტოლოგიური შაბლონების დამზადებაში).

- რა ჯდება ეს პროცედურა კლინიკა "მედიში"?

- კბილის იმპლანტაცია მედიში 600- 1000 ლარამდე ჯდება, თუმცა ჩვენს კლინიკაში, ისევე როგორც ყველა პროცედურაზე, კბილის იმპლანტაციაზეც მოქმედებს უპროცენტო განვადება, და თვეში იმპლანტაცია მხოლოდ 34 ლარი დაგიჯდებათ.

მედიცინა ზოგადად 100 %-იან გარანტიას არასდროს არ იძლევა, თუმცა კლინიკა "მედი" უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით იმპლანტაციის შედეგს და სიზუსტის გარანტიას პროცედურამდე გაძლევთ. ასე, რომ არ გააკეთოთ ეკონომია ჯანმრთელობასა და ხარისხზე და ენდეთ პროფესიონალებს. რაც მთავარია მედი- ში ყველა პროცედურა უპროცენტო განვადებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ.

კლინიკა "მედი", თბილისი, კოსტავას 52, ტელ: 291 0000

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი