ეკოლოგიური, ეკონომიური და უსაფრთხო ალტერნატიული საწვავი!

ეკოლოგიური, ეკონომიური და უსაფრთხო ალტერნატიული საწვავი!

მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების მატებამ საქართველოშიც იქონია ზეგავლენა ბენზინის ფასზე. შესაბამისად, მოთხოვნადი გახდა ისეთი ალტერნატილი საწვავი საშუალება, როგორიცაა ბუნებრივი აირი.

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, ავტომობილების წილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში 71%-ს შეადგენს. ბენზინთან შედარებით ბუნებრივი აირი იწვის 100%-ით, რის გამოც გამონაბოლქვი საერთოდ არ აქვს. იგი მსოფლიოში ყველაზე სუფთა საწვავადაა მიჩნეული. არ აბინძურებს გარემოს და აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

5 წელზე მეტია ბევრ ქართველ მძღოლს ავტომანქანა ბუნებრივ აირზე გადაყავს, თუმცა საზოგადოებაში უამრავი განსხვავებული აზრი არსებობს მის უსაფრთხოებაზე.

ყველა არსებულ კითვაზე გვიპასუხებს Kaizen Automitve Group-ის წარმოადგენელი ბატონი მიხეილ ჩიქოვანი გაგვცემს

აღნიშნული კომპანია 4 წელია წარმატებით ფუნქციონირებს გაზის აპარატურის ბაზარზე მისი სერვისით სარგებლობს დაახლოებით 3000 ავტო მანქანა თბილისსა და რეგიონებში

საქართველოს ბაზარზე თურქული, ჩინური და იტალიური სისტემების ფართო არჩევანია. მათ შორის განსხვავება ფასსა და ხარისხშია. იტალიურ აპარატურას ცვეთის ვადა გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე თურქულსა და ჩინურს. ამასთანავე, გაზის სისტემების რეგულირების სიხშირე დამოკიდებულია ხარისხსზე.

შესაბამისად კომპანია ჩინურ სისტემებზე 6-თვიანი გარანტიას გასცემს, ხოლო იტალიურ სისტემებზე ორწლიან გარანტიას სთავაზობს მომხმარებელს.

ბატონო მიხეილ, რამდენად უსაფრთხოა ავტომობილი რომელიც ბუნებრივ აირზეა გადაყვანილი ?

ავტომანქანებში დამონტაჟებული გაზის სისტემების უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია დავაყენოთ ეჭვქვეშ, როდესაც მისი დამონტაჟება კუსტარული გზით და უსაფრთხოების წესების დარღვევით ხდება. ქარხნული წესით და ნორმების დაცვით დაყენებული სისტემა კი სრულიად უსაფრთხოა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბენზინზე მომუშავე ავტომობილი უფრო ფეთქებადი და საშიში ვიდრე ბუნებრივ აირიზე მომუშავე ავტომობილი, ბენზინის ავზის დაზიანების შემთხვევაში მასთან მდებარე არეალი იჟღინთება სასწვავით და ძალიან დიდია აფეთქების შანსი, ხოლო გაზი ჰაერში იფანტება ძალიან სწრაფად და აქედან გამომდინარე აფეთქების შანსი ნულამდეა დაყვანილი.

ბატონო მიხელ, ეკონომიურობის თვალსაზრისით რა განსხვავებაა ბუნებივ აირზე მომუშავე ავტომობილსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილს შორის?

მეოთხე და მეხუთე თაობის სისტემები უფრო მეტად უზრუნველყოფენ მაღალ ეკონომიას საწვავის მოხმარებაზე ვიდრე მესამე თაობის აპარატურა . თუ საშუალოდ, ავტომობილი 100 კილომეტრზე 30-32 ლარის ბენზინს მოიხმარს,ამ შემთხვევაში ბუნებრივი აირით 220-240 კმ-ს გავლაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ავტომობილი გაზზე 55-60%-ით ზოგავს თითოეული მომხმარებლის ბიუჯეტს.

კომპანია (KAG)-ი მომხმარებელს მესამე მეოთხე და მეხუთე თაობის გაზის აპარატურას, მონტაჟსა და შემდგომ სერვის სთავაზობს . დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის ძრავზე, მათ შორის დიზელის ძრავზეც. მე-4 და მე-5 თაობის გაზის აპარატურის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დაფუძნებულია ზუსტად იმავე სისტემაზე, რაზეც ბენზინზე მომუშავე ძრავი. ბოლო თაობის სისტემებს გააჩნიათ ინჟექტორული მუშაობის სქემა, შესაბამისად ყველა ცილინდრს აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ინჟექტორი, რომელიც ერთობლივად იმართება მანქანისა და გაზის კომპიუტერით და ზუსტად იმავე სისტემით აწვდის გაზს ავტომობილს. თუ სისტემა ტექნიკურად სწორად არის დამონტაჟებული, სრულიად გამორიცხულია გაზის გაჟონვა. ავტომობილი ფაქტობრივად, არ კარგავს გაზს და ძრავის სიმძლავრეს.

ასევე აუცილებელია მომხმარებელმა ძრავი უზრუნველყოს სპეციალური ზეთებით, რომელიც შექმნილია გაზზე მომუშავე ძრავებისთვის, გაზზე მომუშავე ძრავის ზეთის დუღილის ტემპერატურა 140 გრადუსზეა აწეული, რაც უზრუნველყოფს ძრავის გაგრილებას ტემპერატურის სწრაფად გაცემის ხარჯზე.

ამისათვის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გერმანულ ზეთებს, რომლებიც სპეციალურად გაზის აპარატურაზე მომუშავე ავტომობილებისთვისაა გამოშვებული.

აღნიშნული კომპანიის სერვისით სარგებლობს დაახლოებით 3000 მეტი ავტო მანქანა თბილისსა და რეგიონებში

რეკომენდაცია :

კომპანია KAG-ი მომხამრებელს ურჩევს, მიმართონ იმ კომპანიებს რომეთაც ჰყავთ გამოცდილი და ტრეინინგ გავლილ ინჯინრები, ტრეინინგი და სერთიფიკატი უნდა იყოს გაცემული როგორც საქართველოს ასევე უცხოელი პროფესიონალების მიერ. ხოლო აპარატურის შეძენისას ყურადღება მიაქციონ მის წარმომავლობას.

სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა კომპანიები თურქულ და ჩინურ სისტემებს იტალიურად ასაღებენ. მომხმარებელი განსხვავებას შეუიარაღებელი თვალით ვერ ამჩნევს. იმისთვის, რომ გაზის სისტემის შეძენისას არ მოტყუვდეთ, აუცილებლად მოითხოვეთ სათანადო დოკუმენტები.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი