TBILISI FALLFEST 2014

TBILISI FALLFEST 2014

7- 8 ნოემბერს კლუბ Under Wheel-ში სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ივენთი TBILISI FALLFEST-ი ჩატარდება.

TBILISI FALLFEST უკვე მეორედ იმართება და წელს უფრო მასშტაბური სახე მიიღო - ორ დღიანი გახდა. ივენთზე შესაძლებელი იქნება მოვუსმინოთ ექსპერიმენტალური მუსიკის და ტექნო სცენის აქტუალურ მუსიკოსებს, ასევე Massive Attack-ის წევრის, Daddy G-ს დიჯეი სეტს.

LINE  UP: 7 ნოემბერი:

1. Vako T- 23:00

2. Throwing Snow - 01:00

3. Daddy G - Massive Attack DJ Set - 03:00 

4. Vako Key- 05:00

8 ნოემბერი:

1. NEWA -23:00

2. Sandrien- 01:00

3. Par Grindvik - 03:00

4. The Forest - 05:00

VJ: ჯარა მამალაძე

Artists Info:

• Daddy G -იგივე Grant Marshall, ლეგენდალური ბრიტანული მუსიკალური პროექტის, Massive Attack-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრია. 1988 წელს Daddy G, Robert Del Naja (3D) და Andrew Vowles-მა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Massive Attack, რომელშიც დღემდე რჩება Robert Del Naja-სთან ერთად. ჯგუფმა ხუთი წარამტებული ალბომი გამოუშვა და დღესაც მილიონობით ტირაჟით იყიდება.

ჯგუფის ორივე წევრი გამოირჩევა აქტიური სოციალური ცხოვრებით, რაც გამოიხატება მათ მუსიკასა და ლაივ შოუები. Massive Attac-ის ლაივები გაჯერებულია სხვადასხვა სოციალური თემებით, ისინი აკეთებენ აქცენტს გეოპოლიტიკურ ვითარებასა და სოციალურ პრობლემებზე. მხარდამჭერი აქციებით Massive Attack ხშირად მოგზაურობს კონფლიქტის ზონებში.

2004 წელს Daddy G-იმ, ჯგუფის პარალელურად, გამოუშვა სოლო CD კომპილაციისთვის DJ Kicks. Studio ! K7-ზე გამოსულ დისკზე მან აქტიურად გამოიყენა Massive Attack-ის კომპოზიციების სხვადასხვა ინტერპრეტაცია და რემიქსი.

• Throwing Snow - ლონდონელი მუსიკოსის Ross Tones მიერ შექმნილი პროექტია. dubstep, UK funky, house და post-rock გავლენებით Throwing Snow-მ აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წლიდან დაიწყო და მალევე აღმოჩნდა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არის Domino და Ninja Tune. დღესდღეისობით იგი ერთ-ერთ საინტერესო არტისტად ითვლება ელექტრონულ მუსიკაში.

• Sandrien - ამსტერდამის ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი, რომელიც რამდენიმე წელია ცნობილი კლუბის, TrouwAmsterdam-ის რეზიდენტია. ამსტერდამის გარდა მას შეხვდებით ისეთ ცნობილ ვენიუებში როგორებიცაა Berghain, Nachtdigital, Machine, Concrete...

• Pär Grindvik - შვედეთის ტექნო სცენის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურა. 2002 წელს მან დაარსა ლეიბლი სახელწოდებით Stockholm LTD, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს საშუალებას აძლევდა საკუთარი მუსიკა გამოეცათ. გარდა საკუთარი ლეიბლისა, Pär Grindvik თანამშრომლობდა სხვადასხვა ლეიბლებთან: Marbacka, Sinister, Drumcode, Dystopian. დინამიური, ენერგიული და ხარისხიანი სეტების წყალობით იგი ტექნო სცენის ერთ-ერთ საინტერესო და პოპულარულ არტისტად იქცა.

ბილეთები:

ორდღიანი აბონემენტი: 40 ლარი

ერთდღიანი ბილეთი: 20 ლარი

ბილეთების შეძენა 4 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი საიტზე www.alltickets.ge

და ივენთის დღეს, კლუბის შესასვლელთან 20:00საათიდან.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი