მაღაზიათა ქსელი ZOOMMER-ი ხუთი წლის გახდა

მაღაზიათა ქსელი ZOOMMER-ი ხუთი წლის გახდა

21 ოქტომბერს ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ZOOMMER-ი ხუთი წლის გახდა. დღეისათვის ZOOMMER-ში შეგიძლიათ შეიძნოთ მრავალფეროვანი, ინოვაციური ტექნიკა, აქსესუარები და სხვა ბევრი საჭირო ნივთი.

კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მათთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ ZOOMMER-მა ზრდასთან ერთად შეძლო და შეინარჩუნა თავისი მთავარი სავიზიტო ბარათი, რაც პროდუქციის მთლიან ასორტიმენტზე ყველაზე დაბალი ფასების შენარჩუნებაში მდგომარეობს.

ეს ყველაფერი კი შესაძლებელია იმით, რომ კომპანიის შეძენების 95% განხორციელებულია პირდაპირი იმპორტით და არა ადგილობრივი შეძენებით, რაც შესაძლებლობას იძლევა ZOOMMER-მა შეინარჩუნოს მოქნილი და ინდივიდუალური საფასო პოლიტიკა.

შეძენების უფრო მეტად გამარტივებისათვის, კომპანიის ვებ-გვერდიც განიცდის ტრანსფორმაციას და სულ მალე მოგვევლინება, როგორც სრულფასოვანი ვებ-მაღაზია, სადაც გადახდის მრავალფეროვანი ხერხებით, სახლიდან გაუსვლელად მოხმარებელი შეძლებს პროდუქციის შეძენას.

შესაძლებელი იქნება კურიერის მომსახურება ქვეყნის მასშტაბით.

წლევანდელი წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კომპანიისათვის იმ კუთხით, რომ წელს გაიხსნა პირველი მაღაზიები ბათუმსა და ქუთაისში, ასევე ორი დამატებითი შოუ-რუმი თბილისში.

უახლოეს მომავალში ZOOMMER-ის გეგმებში კიდევ ორი დამატებითი შოუ-რუმის გახსნა შედის, რაც ZOOMMER-ს კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ქსელად აქცევს.

ZOOMMER-ის ნებისმიერი ფილიალი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით

ტელ: 214-22-14 ან *1110 (ნებისმიერი ოპერატორიდან)

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი