Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს შეძენა უკვე შესაძლებელია

Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს შეძენა უკვე შესაძლებელია

ქართველ მომხმარებლებს სმარტფონების ახალი მოდელების Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს შეძენა უკვე შეუძლიათ. კომპანია Samsung Electronics-მა ახალი მოდელები გაყიდვაში უკვე გამოიტანა. კომპანიამ გაყიდვების საქართველოში დაწყება სასტუმრო "რუმს თბილისში" აღნიშნა. როგორც Samsung Electronics-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი სმარტფონების მფლობელებს შეუძლიათ ყველაფერი ასახონ ციფრულ ფორმატში, ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

"ახალი მოდელი Samsung Galaxy Note 4 აღჭურვილია ბევრად უფრო გაუმჯობესებული პარამეტერებით, როგორიცაა უმაღლესი ხარისხის ფოტოკამერა და ა.შ. დარწმუნებული ვარ მისი შეძენით მომხმარებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება", - აცხადებს Samsung Electronics-ის წარმომადგენელი საქართველოში ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

მობილური მოწყობილობების მიმართულების მენეჯერი შოთა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ ახალი სმარტფონი კიდევ უფრო ელეგანტური და ფუნქციონალურად გაუმჯობესებულია.

"მეტალის ჩარჩო მის დიზაინს ძალიან ელეგანტურ შესახედაობას აძლევს. არის გაზრდილი Qhd გაფართოების ეკრანი, რომელზეც მუშაობა უფრო მოსახერხებელია. Note 4 ასევე აღჭურვილია ულტრაიისფერი გამოსხივების სენსორით, რომელიც ინოვაციაა მობილური ტელეფონების სამყაროში. ის გვეხმარება მზიანი ამინდის დროს გავიგოთ, რამდენად უსაფრთხოა ვარჯიში, სეირნობა ან თუნდაც რუჯის მიღება", - აცხადებს ლურსმანაშვილი.

ღონისძიებაზე Samsung Electronics-მა კალმის ევოლუციის ამსახველი გამოფენაც მოაწყო. სწორედ გალაქსი ნოუთის სერიის შემუშავებით კომპანია სამსუნგმა ციფრულ სამყაროში კალმისა და უბის წიგნაკის მეშვეობით ინფორმაციის ჩაწერის კულტურა შემოიტანა.

"Note 4-ს ახლავს თავისი სტილუსი გაუმჯობესებული ფუნქციებით, ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ პატარა გამოფენა სადაც კარგად ჩანს კალმის ევოლუცია ქვის ხანიდან დღემდე, ელექტრონულ დამწერობლამდე", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა სვეტლანა პანმა.

Galaxy Note 4 ასევე აღჭურვილია მოწინავე კამერის სისტემით, რომელიც უფრო მკვეთრ და ზუსტ გამოსახულების აღბეჭდავს. მოწყობილობას გააჩნია 16 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა Smart Optical Image Stabilizer-ის ფუნქციით. გარდა ამისა 3,7 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა ფ/1.9 დიაფრაგმით გვთავაზობს სტანდარტულ გადაღებას 90 გრადუსიანი ხედვის კუთხით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გადაღების კუთხე შესაძლებელია გაიზარდოს 120 გრადუსამდე, რათა მომხმარებლებმა გადაიღონ ჯგუფური ფოტო მეგობრებთან ერთად. სწრაფი დატენვის ფუნქციისა და ენერგო ეკონომიის მაქსიმალური რეჟიმის მეშვეობით Galaxy Note 4 იტენება ბევრად უფრო სწრაფად და ავტონომიურად მუშაობს უფრო დიდი ხნის განმავლობაში, მაშინაც კი როდესაც აკუმულატორი ჯდება. S PEN, როგორც ყოველდღიური გამოყენების ძირითადი ინსტრუმენტი Galaxy Note 4-ისთვის კიდევ უფრო დაიხვეწა და უფრო ბუნებრივ ეფექტს და ფურცელზე კალმით წერის იდენტურობას უზრუნველყოფს.

კომპაქტური ზომა, მეტალის ჩარჩო და კორპუსის სასიამოვნო ზედაპირი - ეს უკვე Samsung Galaxy Alpha-ა. ელეგანტური და პრაქტიკული Samsung Galaxy Alpha სტილისა და მოწინავე ტექნოლოგიების ოპტიმალურ შერწყმას გთავაზობთ. ამასთანავე ტელეფონი ინარჩუნებს Galaxy-ს პროდუქტების ყველა ტექნიკურ უპირატესობას და ინოვაციას, რომელიც ახასიათებს პრემიუმ კლასის სმარტფონებს. თხელი და მსუბუქი დიზაინის მიუხედავად, Galaxy Alpha სთავაზობს მომზმარებლებს მაქსიმალურ ეფექტიანობას და მოწინავე ფუნქციების ფართო სპექტრს, რომლებითაც გამოირჩევა შამსუნგ-ის ყველა ფლაგმანის ტიპის ხელსაწყო. ხელსაწყოს აქვს შთამბეჭდავი 4,7 დიუიმის HD SUPER AMOLED ეკრანი, ასევე მაღალი ხარისხის კამერა და რეალურ დროში HDR რეჟიმი უმაღლესი ხარისხის ფოტოს და ვიდეოს მისაღებად. Galaxy Alpha ასევე აღჭურვილია ისეთი ინოვაციური და მოთხოვნადი ფუნქციებით, როგორიცაა ენერგიის ეკონომიის გაძლიერებული რეჟიმი, ჯანმრთელობის კონტროლის რეჟიმი, თითის ანაბეჭდების სკანერი, პრივატული რეჟიმი, ასევე პროდუქტი თავსებადია შამსუნგ-ის ახალ პროდუქტებთან: Gear Fit, Gear Live da Gear 2.

Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს გაყიდვა საქართველოში დღეიდან დაიწყო. კომპანია Samsung Electronics-ის წარმომადგენლები მომხმარებელს ურჩევენ ახალი სმარტფონები სამსუნგის დამცავი ჰოლოგრამით შეიძინონ.

ნათია ლეშკაშელი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი