რა არის ბუასილი და როგორ არის შესაძლებელი ოპერაციის უსისხლოდ და უგანაკვეთოდ ჩატარება

რა არის ბუასილი და როგორ არის შესაძლებელი ოპერაციის უსისხლოდ და უგანაკვეთოდ ჩატარება

თუ მთელი დღე კომპიუტერს უზიხართ და, საზოგადოდ, უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრებას ეწევით, დიდია ალბათობა, ადრე თუ გვიან ჰემოროიდული დაავადების გამო ექიმთან მისვლა მოგიხდეთ. სხვათა შორის, იმათგან, ვინც ნაწლავის პრობლემების გამო ექიმს მიმართავს, ათიდან ოთხს სწორედ ბუასილი აქვს. უფრო მეტიც - პროქტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანთა 70% ადრე თუ გვიან ამ პრობლემას ეჯახება. ბუასილი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, ისე რომ, მის ნებაზე მიშვებას არ გირჩევთ, თუმცა თვითმკურნალობაც დაუშვებელია - შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის უფრო სერიოზული პათოლოგია გამოგვეპაროს. ასე რომ არ მოხდეს, დროულად უნდა მიმართოთ ექიმ-პროქტოლოგს, რათა დაგისვან სწორი დიაგნოზი, დაგინიშნონ ადეკვატური მკურნალობა და პრობლემისგან გათავისუფლდეთ.

ჰემოროიდული დაავადების განვითარების ჩვენებაა ყაბზობა, დიარეა; ორსულობა, მშობიარობა; ცხოვრების ადინამიური, უმოძრაო წესი; ასევე სპორტის ზოგიერთი სახეობა - ცხენოსნობა, ძალოსნობა და სხვა.

ჰემოროიდული დაავადების კლინიკური ნიშნებია:

• ტკივილი;

• სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;

• კვანძების გამოვარდნა;

• გამონადენი;

• ქავილი უკანა ტანში;

• შეშუპება;

• შეუკავებლობა.

არსებობს მდგომარეობა, როდესაც ბუასილის მკურნალობა სხვადასხვა პრეპარატებითა და მალამოებითაა შესაძლებელი, თუმცა როდესაც პაციენტს აღენიშნება რეგულარული სისხლდენა, კვანძების სპონტანური გამოვარდნა; ხშირი გამწვავება თრომბოზის სახით, აქ უკვე მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტურია და ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა. ოპერაცია საკმაოდ სერიოზულია და მძიმე რეაბილიტაციაც აქვს.

თუმცა მარტივი გამოსავალი ნაპოვნია! პირველად მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ კლინიკა "მედი"-ში დაინერგა მსოფლიოში უნიკალური მეთოდი-ბუასილის მკურნალობა "ჰალ" და "რარ" მეთოდებით. ("HAL" "RAR"). აღსანიშნავია, რომ კლინიკა "მედი"ს გარდა, ეს მეთოდი მთელს ევროპაში მხოლოდ 5 ქვეყანაში კეთდება.

ჰალ მეთოდი ნიშნავს - ჰემოროიდული არტერიების ლიგირებას

რარ მეთოდი ნიშნავს - რექტოანალურ რეპოზიციას. ანუ ხდება, როგორც ჰემოროიდული არტერიების გადაკვანძვა, ისე პროლაბირებული ანალური არხის უკან აქაჩვა.

ეს რა თქმა უნდა, შეიძლება გაკეთდეს ზეპირად, მაგრამ არ არის ეფექტური. ამიტომ ჰემოროიდული არტერიების მოსაძებნად ვიყენებთ რექტალურ დოპლერს, რომელიც სპეციალურად ჰალ რარ მეთოდისთვის არის შექმნილი. მაშ შემდე რაც სენსორი დააფიქსირებს ჰემოროიდულ არტერიას, სპეციალური გრძელი ნემსდამჭერით და ძაფის საშუალებიტ მოხდება ამ ჰემოროიდული არტერიის გადაკვანძვა.

სენსორი მოგვეხმარება ვიპოვოთ ყველა არტერია, რაც კვებავს ჰემოროიდულ კვანძებს.

რაც მთავარია ოპერაცია კეთდება ყოველგვარი განაკვეთის გარეშე, უსისხლოთ და უმტკივნეულოდ. ოპერაციის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი საათია და რეაბილიტაციაც მარტივი.

2014 წლის მაისიდან კლინიკა "მედი" სადაზღვევო კომპანიის "ჯი პი აი" ფოლდინგის პროვაიდერი კლინიკაა. რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკა "მედი"-ში გინეკოლოგიური და პროქტოლოგიური მომსახურებების სრული სპექტრი, მათ შორის ხსენებული ოპერაცია აუნაზღაურდებათ "ჯი პი აი" ში დაზღვეულებს.

R

სილქნეტის აბონენტები "REDMED"-ის დისტანციურ სამედიცინო კონსულტაციებზე 25 %-იან ფასდაკლებას მიიღებენ

BTU-ს მაგისტრანტებს პორტუგალიური ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდათ

ევროინს ჯორჯიამ საცალო გაყიდვების მიხედვით რეიტინგში მე- 5 ადგილზე გადაინაცვლა!