"მაკდონალდსი" – ხარისხის სიმბოლო

"მაკდონალდსი" – ხარისხის სიმბოლო

მსოფლიოში რესტორნების ბაზარი მრავალფეროვანია - ეს კარგად ვიცი, მაგრამ, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ერთ კომპანიას შეუძლია განაცხადოს პრეტენზია "ყველაზე პოპულარულის" სიმბოლოს წოდებაზე. რა თქმა უნდა,ეს არის ყველასთვის კარგად ცნობილი ემბლემა, რომელიც "მაკდონალდსის" სიმბოლოს წარმოადგენს. "მაკდონალდსის" 33 ათასი რესტორანი ყოველდღიურად 68 მილიონ მომხმარებელს ემსახურება მსოფლიოს 119 ქვეყანაში, მათ შორის არის საქართველოს მაკდონალდსიც. ოფიციალური მონაცემებით, "მაკდონალდსი" საქართველო თავისი პროდუქციის და მომსახურების ხარისხით პირველია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

მინდა გითხრათ, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელსაც შემდეგ ჩვენ ასე გემრიელად მივირთმევთ, შემოწმების მრავალ ეტაპს და ხარისხის კონტროლის მრავალ საფეხურს გადის. თავდაპირველად მკაცრად მოწმდება ის ინგრედიენტები, რომლითაც "მაკდონალდსის" საკვები მზადდება. ყველა ქვეყანაში "მაკდონალდსს" თავისი მომმარაგებელი ჰყავს. ქართული "მაკდონალდსისთვის" ხორცის წარმოება ხდება გერმანიაში მდებარე ხორცის ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სწორედ გერმანიიდან მოწოდებულ 100%-იან საქონლის ხორცს იყენებს ქართული "მაკდონალდსი" სენდვიჩების მოსამზადებლად, კერძოდ საქონლის წინა და უკანა მეოთხედის კუნთის უძვლო მაღალხარისხიან ნაჭრებს. გამოყენებული ხორცი 100%-ით საქონლისაა, დანამატებისა და შემავსებლების გარეშე. ისიც უნდა ვთქვა,რომ ხორცის წარმოებისას, გამოიყენება სწრაფი გაყინვის მეთოდი, რაც პროდუქტის გემოვნებითი და სასარგებლო თვისებების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - "მაკდონალდსში" ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლისა და გარანტიის განყოფილება და საქონლის ხორცის მოწოდება იმ საწარმოებიდან ხორციელდება, რომლებიც ამ განყოფილების მიერ აირჩევა და გაივლის სრულ შემოწმებას მაკდონალდსის შიდა მკაცრი სტანდარტების შესაბამისად. მაკდონალდსის პროდუქციის ხარისხი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის უსაფრთხო.

ტემპერატურა, დრო, თუ რამდენ ხანს უნდა გაჩერდეს ესა თუ ის პროდუქტი მზადებისას და უამრავი მსგავსი საკითხი, რომელიც სხვაგან შეიძლება წვრილმანი იყოს, "მაკდონალდსის" რესტორნებში მთავარი პრიორიტეტია. თუ პროდუქტს, ან უკვე მომზადებულ საკვებს, რაიმე უმნიშვნელო წუნი აქვს, თუნდაც ვიზუალური, ის ვერანაირად ვერ მოხვდება მომხმარებლის, ანუ ჩვენს მაგიდასთან, რადგან მზა საკვების კონტროლის დროს მას აუცილებლად დაიწუნებენ.ყოველივე ნათქვამის და ნანახის შემდეგ დარწმუნდები, რომ "მაკდონალდსი" ნამდვილად არის ხარისხის სიმბოლო.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი