ტრენინგი -"ინტერნეტ მარკეტინგი ბიზნესში" - პიარის იაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება

ტრენინგი -"ინტერნეტ მარკეტინგი ბიზნესში" - პიარის იაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება

ნებისმიერი კომპანიის მიზანია გაზარდოს გაყიდვები. ზრდადი გაყიდვები ძალიან კარგია, მაგრამ ისმის კითხვა რამდენს ხარჯავს კომპანია ყოველ წლიურად ამ მიზნის მისაღწევად და იძლევა თუ არა საბოლოო ჯამში მოგებას გაყიდვები დიდი დანახარჯების ფონზე. სტაბილურად ზრდადი გაყიდვები კომპანიის მიმართ ლოიალურად განწყობილი მომხმარებლის რაოდენობის სტაბილური ზრდის პირდაპირ პროპორციულია. დღეს ნებისმიერი პროდუქტის მომხმარებელი დიდი დოზით დასეირნობს ინტერნეტ სივრცის ვირტუალურ სამყაროში, მას გააჩნია მზაობა მიიღოს ნებისმიერი სიახლე ნებისმიერი კომპანიისგან, მთავარია ეს სიახლე მისთვის სარგებელის მომტანი იყოს.

საქართველოში ძალიან ცოტა კომპანია თუ იტყვის ხმამაღლა, რომ ის სრულად იყენებს ინტერნეტ სივრცის რესურსებს საკუთარი ბრენდის ცნობადობის, იმიჯის და გაყიდვების გასაზრდელად, უფრო მეტიც კომპანიებმა არც კი იციან რამხელა მნიშვნელობა აქვს ონლაინ საძიებო სისტემებში ლიდერობას. არ იციან დღეში რამდენ მომხმარებელს ჩუქნიან კონკურენტებს.

რატომ?........ იმიტომ, რომ კომპანიებმა არა თუ არ იციან ინტერნეტ მარკეტინგის თანამედროვე ტექნოლოგიები, არამედ მის შესაძლებლობებზეც კი არა აქვთ წარმოდგენა, არადა მას მინიმალური დანახარჯები გააჩნია, შედეგი კი თავისი მაშტაბებით სატელევიზიო რეკლამის მაშტაბებს უტოლდება და ზოგიერთ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც. ხშირად გვინახავს მაგ.: youtubi.com-ზე ერთ საინტერესო და სწორად გაკეთებულ ვიდეო რგოლს რამდენიმე წუთში რამდენი მილიონი მომხმარებელი ნახულობს, თანაც არა ერთი და ორი ქვეყნის მომხმარებელი, წარმოიდგინეთ რაოდენ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მსგავსი ტიპის აქტივობა საერთაშორისო ბრენდებისათვის.

მთავარია:

1. იცოდე რა უნდა მომხმარებელს და რა გინდა შენ მომხმარებლისგან

2. ფლობდე ინტერნეტ ტექნოლოგიებს პროფესიონალურ დონეზე

ინტერნეტ მარკეტინგის ფანტაზიებს და შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს.

დაიწყეთ თქვენი დანახარჯების ოპტიმიზაცია , პრიორიტეტი მიანიჭეთ თქვენს კომპანიაში ინტერნეტ მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციას-აიყვანოთ პროფესიონალი, ან საშუალება მისცეთ უკვე არსებულ კადრს შეისწავლოს და პრაქტიკა გაიაროს ონლაინ რეკლამის ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებში, როგორიცაა:

1. საძიებო სისტემებში მუშაობის პრინციპი

2. სოციალური ქსელების მარკეტინგი

3. SMM-ის სტრატეგია

4. E-mail მარკეტინგი და კონფიგურაცია

5. გამოყენებადობის ტესტირება: სცენარი, პროცესი, ანალიზი

6. ვებ-ანალიტიკის კონცეფცია

7. ეფექტურობის მაჩვენებელი (კონვერსია, ROI და ა.შ.)

8. ანალიზის ინსტრუმენტები

9. Google Analytics-ის და Яндекс-ის მუშაობის პრაქტიკა, მეტრიკა

10. კონტექსტური რეკლამა (2 სთ)

1. Google Adwords-ის სარეკლამო კამპანიის კონფიგურაცია

მართეთ ინტერნეტ მარკეტინგის ეფექტური ტექნოლოგიებით თქვენი პროდუქტის ცნობადობა და გაყიდვები, მომხმარებლის განწყობა თქვენი კომპანიის მიმართ. პიარის არცერთი საშუალება არ იძლევა რეკლამაზე გაწეული დანახარჯების და შემდგომ მისი ეფექტურობის ზუსტი კონტროლისა და შედარების ისეთ საშუალებას, როგორც ინტერნეტ მარკეტინგის ტექნოლოგიური შესაძლებლობები.

ახალი ტექნოლოგიების დასაუფლებლად გაიარეთ 2 დღიანი ტრენინგი თემაზე; "ინტერნეტ მარკეტინგი ბიზნესში“. ტრენინგს წაიკითხავს პროფესიონალი ინტერნეტ მარკეტოლოგი კონსტანტინ ნესვეტაილოვი.

ტრენინგის გასავლელად დაუკავშირდით MCI Education-ის ცენტრალურ ოფისს:

მობ: 579 672 672

599 36 31 26

ტელ: (+995 32) 251 94 15

ელ. ფოსტა: education@mci.ge

www.edu.mci.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი