ცქრიალა ღვინო "სამეფო"-თქვენი ხალისინი განწყობისთვის!

ცქრიალა ღვინო "სამეფო"-თქვენი ხალისინი განწყობისთვის!

"დუგლაძეების ღვინის კომპანიას" 2014 წელს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. კომპანია, იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებელს ცქრიალა ღვინო "სამეფოს" განახლებული შეფუთვით და გაუმჯობესებული ხარისხით სთავაზობს. რებრენდინგის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება პროდუქტის შეფუთვას დაეთმო. დიზაინზე კომპანია branding.ge მუშაობდა.

მაკა ჭიჭინაძე, კომპანიას branding.ge-ს არტდირექტორი: ვიზუალური რებრენდინგის მიზანს მომხმარებლისთვის აქამდე ნაცნობი და საყვარელი პროდუქტის დახვეწა და გათანამედროვება წარმოადგენდა, ოღონდ ისე, რომ პროდუქტის ცნობადობა შენარჩუნებულიყო. პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე გვინდოდა რომ შეფუთვაც სოლიდური და დახვეწილი გამოსულიყო, ამ მიზნის მისაღწევად დიზაინზე მუშაობისას გამოვიყენეთ ლაკონური ფორმები, ფერთა შეზღუდული პალიტრა და პოლიგრაფიის თანამედროვე ეფექტები; ძირითადი ელემენტის - გვირგვინის აქცენტირება საინტერესოს, გამორჩეულს და სადღესასწაულოს ხდის პროდუქტის ვიზუალს, ამასთანავე არ უკარგავს ხელმისაწვდომობის აღქმას ვინაიდან კომპანიის საქმიანობა მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული."

ცქრიალა ღვინო "სამეფო" გამოირჩევა როგორც დამზადების წესით, ასევე სრულიად ახალი, განსხვავებული გემოთი. "დუგლაძეების ღვინის კომპანია" წარმოადგენს ინტეგრირებულ საწარმოს სრული საწარმოო ციკლით, რომელიც ღვინოს, საკონიაკე სპირტს, ბრენდის და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს. ქარხანა მთლიანად მოდერნიზებულია, აღჭურვილია მსოფლიოში აღიარებული კომპანიების მიერ წარმოებული მანქანა-დანადგარებით, როგორებიცაა "Della Toffola", "Krones", "Cavagninno & Gatti", "Seitz Enzinger Noll”" . კომპანია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში. "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" პროდუქცია ექსპორტირდება: უკრაინაში, ყაზახეთში, ამერიკის შეერთებული შტატებში, ჩინეთში, ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთში. 2013 წლის აპრილში კი ის ერთ-ერთი პირველი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია იყო, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში ღვინის ექსპორტის უფლება მიენიჭა. "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" ისტორია უკავშირდება ბატონი დიმიტრი დურგლაძის სახელს. ღვინის წარმოების ტრადიციას დღემდე მისი შვილები იგივე შემართებით აგრძელებენ.

ზაალ დუგლაძე, შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" გენერალური დირექტორი:

"დუგლაძეების ღვინის კომპანია" აგრძელებს მომხარებელთა შორის საკმაოდ პოპულარული ცქრიალა ღვინო "სამეფოს" წარმოებას. მოგეხსენებათ, ცქრიალა ღვინო "სამეფომ" უკვე მრავალი წელია დაიმკვიდრა ბაზარზე თავისი გამორჩეული ადგილი. კომპანია ტრადიციული და საკუთარი ინოვაციური პროცესების გამოყენებით ამზადებს უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინოს, რომელიც გამოირჩევა ხილის ტონებით და ხავერდოვანი და დახვეწილი გემოთი. განსაკუთრებით გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი კომპანია ცდილობს არ გადაუხვიოს თავის საფასო პოლიტიკას და ცქრიალა ღვინო "სამეფო" შესთავაზოს მომხმარებელს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად. აქვე მინდა აღვნიშნო, კომპანიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩვენი კომპანია მთელი თავისი პროდუქციის სრულ რებრენდინგს ახორციელებს, რაც ვიზუალურთან ერთად სტრატეგიულ ცვლილებებსაც გულისხმობს. მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა დააგემოვნოს განახლებული ცქრიალა ღვინო "სამეფო". ჩვენი კომპანია ბაზარზე გამოჩენის დღიდან ზრუნავს თავის მომხმარებელზე, მუდმივად სთავაზობს სიახლეებს და მომავალშიც არა ერთი საინტერესო პროდუქტის მიწოდებას ჰპირდება.

როგორც სუპერმარკეტების ქსელ "უნივერსამის" მმართველი დავით ფარესაშვილი ამბობს, ცქრიალა ღვინო "სამეფოზე" მოთხოვნა მაღალია, რაც უპირველესად განპირობებულია მისი მაღალი ხარისხით, გემოვნური თვისებებითა და ხელმისაწვდომი ფასით.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი