ტრენინგი "ინტერნეტ მარკეტინგი ბიზნესში" - პიარის იაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება.

ტრენინგი "ინტერნეტ მარკეტინგი ბიზნესში" - პიარის იაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება.

MCI Education-ის მოწვევით კონსტანტინ ნესვეტაილოვი

29-30 ნოემბერი.

ქ.თბილისი

დღეს ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების უმეტესი ნაწილი იყენებს ონლაინ სივრცეს საკუთარი პროდუქტის ცნობადობის და შესაბამისად გაყიდვების ზრდისათვის, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის რას ნიშნავს ინტერნეტ მარკეტინგი და მისი თანამედროვე ტექნოლოგიები, რა შესაძლებლობები გააჩნია მას, როგორ შეიძლება მისი გამოყენება ისე, რომ დავხარჯოთ ძალიან ცოტა (თითქმის არაფერი) და მივიღოთ სატელევიზიო რეკლამაზე უფრო ეფექტური შედეგები კომპანიის წარმატებისათვის. ჩვენ უამრავ ფულს ვხარჯავთ კომპანიის ვებ გვერდის დიზაინისა და ფუნქციონალური მრავალფეროვნების შექმნისთვის,მაგრამ რა აზრი აქვს ამ დანახარჯს, თუ კი ის უხილავია და მის ბმულს ვერავინ იპოვის, არადა კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული ჩვენს ვიზიტორებზე ონლაინ სივრცეში.

მაგალითისთვის წარმოიდგინეთ, რომ ხართ მყიდველი და გინდათ მიიღოთ გადაწყვეტილება კონკრეტული პროდუქტის შესაძენად, საინტერესოა ონტერნეტ საძიებო სისტემაში თუ იპოვით თქვენს კომპანიას, ან თუ იპოვით, მერამდენე პოზიციაზე? შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ პოზიციაზე თქვენი კონკურენტები გაცილებით წინ არიან..... არა და ყველა ის პოტენციური მყიდველი თქვენი პროდუქტისა, რომელთა მოზიდვაზეც ამდენ ფულს ხარჯავთ სატელევიზიო და რადიო რეკლამაში, თქვენს თვალწინ, ინტერნეტის ვირტუალურ სამყაროში იმყოფება და ყოველ დღე ცდილობს საძიებო სისტემის საშუალებით მიაგნოს სასურველ პროდუქტს ან/და მიიღოს სასურველი მომსახურება. განურჩევლად სქესის, ასაკის, ეროვნების, საცხოვრებელი ადგილის და ა.შ. მხოლოდ ის არის მთავარი, თქვენ რამდენად ახერხებთ მასთან კომუნიკაციის დამყარებას, თქვენი პროდუქტის ან/და მომსახურების გაცნობას.

ინტერნეტი ეს არის სისტემა, რომელიც მაგნიტივით იზიდავს და აკავშირებს ადამიანებს, იქ ელვის სისწრაფით ვრცელდება ინფორმაცია ამა თუ იმ კომპანიის კარგი ან ცუდი მომსახურების შესახებ. ინტერნეტ მარკეტინგი გვაძლევს საშუალებას, მუდმივად ვიტრიალოთ ჩვენი მომხმარებლის თვალთახედვის არეალში, ვთქვათ საჯაროდ, ის რასაც რეკლამაში ვერ ვიტყვით, ცნობადი გავხადოთ კომპანიის მთავარი ღირებულებები, მოვუყვეთ ჩვენს მიზნებზე, ჩვენს ქმედებებზე, ჩვენი პროდუქტის სარგებლიანობაზე და საბოლოო ჯამში მოვიპოვოთ მათი კეთილ განწყობა. ბევრს მიაჩნია, რომ ინტერნეტ მარკეტინგის შედეგიანობისათვის საკმარისია მხოლოდ კარგი ვებ გვერდი, ფეისბუქ გვერდი ან რომელიმე რეიტინგულ პორტალზე დაკიდებული ბანერი, ეს ასე არ არის..... ეფექტური სტრატეგიისა და ინტერნეტ მარკეტინგის გარეშე თქვენი ვებ გვერდი დაიკარგება უკიდეგანო სივრცეში, უამრავ ვებ გვერდებს შორის რაც აქამდე შექმნილა.

თუ გსურთ თქვენი ბიზნესის შესახებ ყველამ გაიგოს, მოიზიდოთ ზუსტად ის მომხმარებელი, რომელიც თქვენი პროდუქტით არის დაინტერესებული, გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა და გაზარდოთ თქვენი პროდუქტის გაყიდვები, აუცილებელია პრიორიტეტი მიანიჭოთ თქვენს კომპანიაში ინტერნეტ მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციას - აიყვანოთ პროფესიონალი, ან საშუალება მისცეთ უკვე არსებულ კადრს შეისწავლოს და პრაქტიკა გაიაროს ონლაინ რეკლამის ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებში, როგორიცაა:

1. საძიებო სისტემებში მუშაობის პრინციპი

2. სოციალური ქსელების მარკეტინგი

3. SMM-ის სტრატეგია

4. E-mail მარკეტინგი და კონფიგურაცია

5. გამოყენებადობის ტესტირება: სცენარი, პროცესი, ანალიზი

6. ვებ-ანალისტიკის კონცეფცია

7. ეფექტურობის მაჩვენებელი (კონვერსია, ROI და ა.შ.)

8. ანალიზის ინსტრუმენტები

9. Google Analytics-ის და Яндекс-ის მუშაობის პრაქტიკა, მეტრიკა

10. Google Analytics-ის და Яндекс-ის მუშაობის

11. კონტექსტური რეკლამა

1. Google Adwords-ის სარეკლამო კამპანიის კონფიგურაცია

მართეთ ინტერნეტ მარკეტინგის ეფექტური ტექნოლოგიებით თქვენი პროდუქტის ცნობადობა და გაყიდვები, მომხმარებლის განწყობა თქვენი კომპანიის მიმართ. პიარის არცერთი საშუალება არ იძლევა რეკლამაზე გაწეული დანახარჯების და შემდგომ მისი ეფექტურობის ზუსტ კონტროლისა და შედარების ისეთ საშუალებას, როგორც ინტერნეტ მარკეტინგის ტექნოლოგიური შესაძლებლობები.

ახალი ტექნოლოგიების დასაუფლებლად გაიარეთ ტრენინგი თემაზე; „ინტერნეტ მარკეტინგი ბიზნესში“. ტრენინგს წაიკითხავს პროფესიონალი ინტერნეტ მარკეტოლოგი კონსტანტინ ნესვეტაილოვი.

ტრენინგის გასავლელად დაუკავშირდით MCI Education-ის ცენტრალურ ოფისს:

ტელ: +995 32 2 51 94 15

მობ:+ 995 579 672 672

+995 599 36 31 26

ელ. ფოსტა: education@mci.ge

www.edu.mci.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი