"ორმაგი კომფორტი" - ბიზნეს კლასის აქცია ორი ერთის ფასად

"ორმაგი კომფორტი" - ბიზნეს კლასის აქცია ორი ერთის ფასად

დაჯავშნეთ და შეიძინეთ მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის ბილეთები 2 - 1 -ის ფასად და მოიწყეთ სასიამოვნო დასვენება

24 ნოემბერი, 2014

დოჰა, ყატარი - ყატარის ავიახაზები წარმოგიდგენთ ბიზნეს კლასის აქციას, 2 ბილეთი ერთის ფასად. დაჯავშნეთ და შეიძინეთ მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის ბილეთები, მიიღეთ ორი ბილეთი ერთის ფასად *და მოიწყეთ სასიამოვნო დასვენება.

აქცია მოქმედებს 2014 წლის 24 ნოემბრიდან 2014 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით. მოგზაურობის დასრულების თარიღია 26 მარტი 2015. ფასდაკლება ვრცელდება ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გარკვეულ მიმართულებებზე.

ყატარის სახელმწიფოს ნაციონალური ავიაკომპანია რეისებს ყოველდღიურად თბილისიდან დოჰას გავლით ასრულებს და გაკავშირებთ მსოფლიოს ყველა კონტინენტის მიმართულებასთან. ყატარის ავიახაზებით ფრენისას, მგზავრები გამოსცდიან სხვადასხვა შესაძლებლობებს, რომელსაც დოჰაში ახალი ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი სთავაზობთ.

ყატარის ავიახაზები, ყველა რეისს მსოფლიო დონის ულტრათანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ჰამადის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს. მგზავრებსა და ტრანზიტულ მოგზაურებს, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ხელოვნების ნიმუშს, რომლის მაღალჭერიანი და დიდი დარბაზები ქმნიან სიდიადის შეგრძნებას. ამასთან დიზაინერული შტრიხები და არტ ინსტალაციები ქმნიან გარემოს, რომელიც ცდება წარმოსახვას. მრავალფეროვანი მაღაზიები და რესტორნები, გასართობი ცენტრები, საბავშვო სათამაშო მოედნები, თანამედროვე კომპიუტერები განთავსებულია მთელი აეროპორტის მასშტაბით. მგზავრთა კავშირისა და გართობისათვის ტერმინალი აღჭურვილია უფასო უკაბელო ინტერნეტით. აეროპორტში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ფართია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ელეგანტურ ბუტიკსა და დიზაინერი ბრენდების სახელებს.

მსიოფლიოს 5 - ვარსკვლავიან ბორტზე, საუკეთესო მომსახურებასთან ერთად მსოფლიოში განთქმული მზარეულების კერძების დაგემოვნების გარდა გართობის 1000-მდე სახეობა გელით.

ყატარის ავიახაზები, სწრაფად ზრდადი კომპანიიაა. 17 წლის მუშაობის განმავლობაში, ავიაკომპანია წარმოადგენს თანამედროვე ფლოტს 141 საჰაერო ხომალდით, რომლებიც დაფრინავენ 145 საკვანძო ბიზნეს და დასასვენებელი მიმართულებით მთელს ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

*გამონაკლისები, დამატებითი წესები და პირობები გთხოვთ იხილოთ დაჯავშნისას.

2014 წლის ოქტომბერში ყატარის ავიახაზებმა იზეიმა ერთიანი მსოფლიოს ალიანსის წევრობის იუბილე. ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Skytrax World Airline Awards, ავიაკომპანია აღიარებულ იქნა სამ უმაღლეს ნომინაციაში რომელიც გაიმართა ფარნბოროუ ავია შოუს ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოში. ავიაკომპანია დასახელდა – მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასი, რომელშიც მან სამჯერ გაიმარჯვა, ამასთან – ორჯერ ზედიზედ; საუკეთესო ავიახაზები შუა აღმოსავლეთში – რვაჯერ; საუკეთესო ავიახაზების ლაუნჯი – მეორედ ზედიზედ.

ყატარის ავიახაზებმა როგორც პირველმა Gulf გადამზიდმა, საშუალება მისცა თავის მომხმარებლებს ესარგებლათ თითქმის 1,000 აეროპორტით 150–ზე მეტ ქვეყანაში, 14,250 ყოველდღიური რეისებით.

2014 წლის ფარნბოროუ ავია შოუს ფარგლებში ავიაკომპანიამ განათავსა შეკვეთები 100 საჰაერო ხომალდისთვის –Boeing 777X. საერთო ჯამში ავიაკომპანიას 340 საჰაერო ხომალდი ჰყავს, რომელთა საერთო ღირებულება 70 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს საიტს www.qatarairways.com ან მოგვძებნეთ Facebook, Twitter, Google+, Instagram და YouTube.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით

ყატარის ავიახაზების წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: ბიზნეს ცენტრი პირიმზე პლაზა. ვეკუას ქ. №3. 0105 ქ. თბილისი,

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი

ტელ: (+995 32) 2 439608; ფაქსი: (+995 32) 2 439607

ელ-ფოსტა: infotbs@ge.qatarairways.com / ვებ-გვერდი: www.qatarairways.ge

დამატებითი დეტალები იხილეთ აქ

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი