"არდი" ანაზღაურებული ზარალებისა და მოზიდული პრემიების მოცულობით ერთ-ერთი ლიდერია

"არდი" ანაზღაურებული ზარალებისა და მოზიდული პრემიების მოცულობით ერთ-ერთი ლიდერია

სადაზღვევო კომპანიების წარმატება და სტაბილურობა განისაზღვრება, არა მხოლოდ მოზიდული პრემიების მიხედვით, არამედ დამდგარი ზარალის ანაზღაურების მოცულობით. ეს კრიტერიუმი, ხშირად, სადაზღვევო კომპანიების შეფასებისას ყურადღების მიღმა რჩება და ძირითადი აქცენტები მოზიდულ პრემიებზე კეთდება, მაშინ როცა კომპანიის სანდოობისა და სიძლიერის ერთერთი ძირითადი განმსაზღვრელია თუ რა მოცულობის ზარალის ანაზღაურება შეძლოსადაზღვევო კომპანიამ.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ანაზღაურების მოცულობის 9 თვის შედეგები გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც არდი ერთერთი ლიდერი აღმოჩნდა.

სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის 3 კვარტლის ანგარიშის მიხედვით, "არდი" ზარალებისანაზღაურებისმოცულობით მეოთხე ადგილზეა.

მიმდინარეწლის 9 თვის მონაცემებით არდიმ 10 მილიონამდე ლარის ზარალი აანაზღაურა.

ანგარიშის მიხედვით, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე, „ალდაგი" და „იმედი L" (32,036,464 ლარი), შემდეგ მოდის „ჯიპიაი ჰოლდინგი"(25,443,375 ლარი),„პე ეს პე დაზღვევა" (10,262,301 ლარი) , „არდი" (9,745,225 ლარი) და მეხუთე ადგილს „ირაო" (9,471,724) იკავებს.

სადაზღვევო სექტორში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებად ჯანმრთელობის დაზღვევა (48%), ქონების დაზღვევა (16%) და ავტოტრანსპორტის დაზღვევაა (14%) დასახელებული. აღსანიშნავია, რომ სამივე მიმართულებით "არდი" სტაბილური გადამხდელია.

"არდი" მეორე მთავარი კრიტერიუმის - მოზიდული პრემიების მოცულობის მიხედვითაც სტაბილური ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პირველ ხუთეულში.

დაზღვევისზედამხდველობისსამსახურის 3 კვარტლის მონაცემების მიხედვით, მოზიდული პრემიის მიხედვით პირველ ადგილზეა ."ალდაგი" + "იმედიელი" - 34.2%, შემდეგ "ჯიპიაიჰოლდინგი" - 26,6%, "ირაო" - 9.5%, "არდი" - 8.2%, "უნისონი" - 5.6%.

ლიდერებს შორის პოზიციას "არდი" მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს.

სადაზღვევო კომაპნია „არდი" 6 თვის შედეგებითაც ლიდერებს შორის იყო. მაშინ სადაზღვევოკომპანია "არდის" ბიზნესისგანვითარებისდირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აცხადებდა,რომ სადაზღვევო ბაზარს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა ჰქონდა."6 თვის მონაცემების მიხედვით, ის მთლიანი ბაზრის 9 პროცენტს შეადგენს და ლიდერთა შორის მეოთხე ადგილ სიკავებს, ეს იმ ფონზე, როცა ჩვენი კომპანია ძალიან ახალგაზრდაა, შედარებით ბაზრის სხვა ლიდერებისა, რომლებიც ბაზარზე 10-15 წელია არსებობენ'', - აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე განცხადებით, კომპანიის წარმატების მიზეზი მოქნილი და ხარისხიანი სისტემის გარდა, კლიენტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. "ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მთავარი ჩვენი კლიენტების გვერდში დგომაა.მათი ინტერესების დასაცავად, არდის რამდენიმე სასამართლო დავაც კი აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან. როცა ვაწყდებით ჩვენი კლიენტი კომპანიების მისამართით უსამართლო დამოკიდებულებას, ამაზე ხმამაღლა საუბარს არ ვერიდებით. ოფიციალური განცხადებით არაერთხელ მიგვიმართავს მთავრობისთვის და პრემიერის ეკონომიკური საბჭოსთვის, ტენდერებში არსებულ პრობლემებზე, რაც ჩვენ კლიენტ კომპანიებს და ზოგადად, ქვეყნის განვითარებასაც აზარალებდა.

ვფიქრობ, პროფესიონალიზმისა და კლიენტებისადმი სწორედ ასეთი მიდგომების გამო გახდა "არდი" სადაზღვევო ბაზრის ერთერთი სტაბილური ლიდერი", - აცხადებს "არდის" ბიზნესის განვითარების დირექტორი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი