Jeans Gallery Group-ის მაღაზიათა ქსელში 30%მდე ფასდაკლება და უნიქარდზე გა2მაგებული ქულების აქცია დაიწყო

Jeans Gallery Group-ის მაღაზიათა ქსელში 30%მდე ფასდაკლება და უნიქარდზე გა2მაგებული ქულების აქცია დაიწყო

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სულ რამოდენიმე დღეა, რაც "ჯინს გალერი ჯგუფმა" და "უნიქარდმა", წინასაახალწლოდ განსაკუთრებული პირობები შესთავაზა მომხმარებლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შევეხმიანეთ ორივე კომპანიას და ვთხოვეთ უდრო დეტალურად მოეთხროთ აღნიშნული აქციის შესახებ.

ჯინს გალერი ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი - ირაკლი მკერვალიშვილი:

"მოგეხსენებათ რომ Jeans Gallery Group უკვე ოცი წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს . კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ბრენდებს როგორიცაა: Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Falke, Burlington, Airstep, Ash, Alma Deva, canape, Norberto costa, Softinos, Bensimon, Vans და ა.შ.

დღეისათვის, თბილისში, ჩვენი ქსელი წარმოდგენილია ოთხი მიმართულების მაღაზიებით: Jeans Gallery , Factory, Levis, Lee & Wrangler -მთლიანობაში ცამეტი ფილიალით. სპეციალურად მათთვის კი, ვინც დაძაბული გრაფიკის გამო ვერ ახერხებენ შოპინგისათვის დიდი დროის დათმობას, შევქმენით ონლაინ კატალოგი - www.mycatalog.ge. მისი მეშვეობით შესაძლებელია მაღაზიებში არსებული პროდუქციის ონლაინ რეჟიმში დაათვალიერება და შერჩევა.

რაც შეეხება აქციას, წინასაახალწლოდ ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ 30% მდე ფასდაკლებას ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების უახლეს კოლექციებზე . ასევე, 22 დეკემბრამდე, ყველა მყიდველს ვინც გაატარებს უნიქარდს, ანგარიშზე დაერიცხება გაორმაგებული ქულები ."

უნიქარდის პიარ მენეჯერი ანა კოშაძე: "უნიქარდის მომხმარებლებს საახალწლოდ ბევრ საინტერესო აქციას ვთავაზობთ. მათ შორისაა, Jeans Gallery Group- ის და უნიქარდის ერთობლივი აქცია. ჯინს გალერი ჯგუფის ყველა მაღაზიაში ნებისმიერ შენაძენზე უნიქარდის მფლობელები დააგროვებენ გაორმაგებულ ქულებს. დაგროვილი ქულებით კი მათ საშუალება აქვთ საჩუქარი შეარჩიონ უნიქარდის ონლაინ კატალოგში.

საჩუქრები მრავალფეროვანი და საინტერესოა-წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამკაულები, საახალწლო აქსესუარები, ვაუჩერები, ტელეფონზე სასაუბრო დრო, კომუნალურების გადახდა, უნიტური და ა.შ. იმედია, ჩვენ მომხმარებლებს საახალწლოდ გავახარებთ და გავახალისებთ."

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი