უპრეცედენტო შანსი ინტერნეტ-შოპინგის მოყვარულებისთვის

უპრეცედენტო შანსი ინტერნეტ-შოპინგის მოყვარულებისთვის

წინასაახალწლოდ კომპანია "კამარა ექსპრესი" ინტერნეტ-შოფინგის მოყვარულებსა და ამერიკიდან პროდუქციის გამოწერით დაინტერესებულ ყველა მომხმარებელს მოუწოდებს არ გაუშვან შანსი გახდნენ უპრეცედენტო აქცია "მაგნიტის" მონაწილეები.

საახალწლო ონლაინ-ვაჭრობის ბუმი ის დროა, როცა ამერიკიდან ამანათების შეძენისას მაქსიმალური ბონუსის დაგროვება შეიძლება. აქცია "მაგნიტი" საშუალებას აძლევს დარეგისტრირებულ მომხმარებელს მოიწვიოს თავისი მეგობარი და შექმნას ორმხრივად მომგებიანი პირობები:

მოწვეული მეგობრის მიერ შეძენილ ყოველ 1 კილოგრამზე მომხმარებელი 30 თეთრის ოდენობის ბონუსს იღებს, ხოლო მოწვეული სარგებლობს ფასდაკლებით - კილოგრამზე 20 ცენტის დისქაუნთის სახით (1 კგ 6.75$).

ამასთან, მომწვევს შეუზღუდავი რაოდენობის მეგობრის „დამაგნიტება“ შეუძლია, ხოლო მოწვეული თავის მხრივ შეიძლება გახდეს „მაგნიტი“ სხვა ახლობლებისთვის.

აქცია "მაგნიტი" აკავშირებს და აერთიანებს Online Shopping-ის ქომაგებს ერთი მიზნისთვის - გახდეს ვირტუალური ვაჭრობა უფრო საინტერესო და მომგებიანი.

მაგნიტში ჩართვა ძალიან მარტივი პროცედურაა და სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს. წესებს მომხმარებელი კამექსის ინტერნეტ გვერდზე იხილავს: http://camex.ge/magnit

კომპანია „კამარა ექსპრესი“ ავია-გადაზიდვების სექტორში 10 წელია მუშაობს და დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში ამერიკიდან ამანათების გადამზიდავ კომპანიებს შორის.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი