სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აგრძელებს ფასების შემცირებას ყველა პროდუქტზე

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აგრძელებს ფასების შემცირებას ყველა პროდუქტზე

როგორც სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ხელმძღვანელობა აცხადებს - დაწყებული მიმდინარე წლის აგვისტოდან დღემდე, მცირდება ფასები ყველა სახის ნავთობპროდუქტზე მთელი ქსელის მასშტაბით. ამ პერიოდის განმავლობაში, სოკარის ქსელში კლებამ 25 – 29 თეთრი შეადგინა. ამჯერად ფასები 5-10 თეთრით შემცირდა და შეადგინა ნანო-დიზელზე 1,85; ევროდიზელზე 2,01; ნანო-რეგულარზე 1,88; ევრორეგულარზე 1,91; ნანო-პრემიუმზე 2,01 და სუპერზე 2,10.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვენახევრის განმავლობაში სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა 9-ჯერ განახორციელა ფასების შემცირება. გარდა აღნიშნულისა, სოკარის სერვის-ცენტრებში მომხმარებელს სთავაზობენ დამატებით ფასდაკლებას 5-დან 15 თეთრამდე, იმის და მიხედვით თუ რა რაოდენობის საწვავი იქნება შეძენილი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი