წინასაახალწლოდ ოქეის ახალი ფორმატის მაღაზია გაიხსნა

წინასაახალწლოდ ოქეის ახალი ფორმატის მაღაზია გაიხსნა

2014 წლის 22 დეკემბერს კომპანია ოქეი, ახალი კონცეფციის ჩასაშენებელი ტექნიკის მაღაზიას „ოქეი - სამზარეულო სტუდია“ ხსნის. მაღაზია მდებარეობს თბილისი-ცენტრალის სავაჭრო ცენტრში, ტექნიკის სახლ „ოქეის“ სავაჭრო ფართში.

ახალი კონცეფცია საკუთარ თავში მოიცავს, სამზარეულო სტუდიის გარემოში, უმაღლესი ხარისხის ჩასაშენებელი ტექნიკის ფართო ასორტიმენტის წარდგენას. ოქეი-სამზარეულო სტუდია, მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი ტიპის სავაჭრო ობიექტია. სამზარეულო სტუდიაში წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში ცნობილი და ლიდერი კომპანიების პროდუქცია. ისეთები როგორებიცაა გერმანული AEG, იტალიური ZANUSSI და CANDY, ბრიტანული BAUMATIC. „ოქეი-სამზარეულო სტუდიაში“ მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება, როგორც საფასო დიაპაზონში, ასევე პროდუქტების არჩევანში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სამზარეულო სტუდიაში წარმოდგენილი იქნება გერმანული ხარისხის სიმბოლო, 125 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია AEG-ს პროდუქცია. ამ ტექნიკის შეძენა ექსკლუზიურად მხოლოდ ოქეის ქსელში არის შესაძლებელი.

მსგავსი ფორმატის მაღაზიების გახსნა იგეგმება მომავალი წლის განმავლობაში. რიგით მეორე „ოქეი - სამზარეულო სტუდია“ გაიხსნება 2015 წლის დასაწყისში ქავთარაძის N1-ში, საბურთალოს გუდვილის სავაჭრო ცენტრში.

ტექნიკის სახლი „ოქეი“ წარმოადგენს ელექტრონილი ტექნიკის ბაზრის სტაბილურად ყველაზე მზარდ კომპანიას საქართველოში. დღეს კომპანია ოპერირებას უკეთებს 10 მაღაზიან ქსელს თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმსა და ზუგდიდში. ოქეიში სამომხმარებლო ელექტროტექნიკის სრული სპექტრია წარმოდგენილი და ექსკლუზიური ევროპული ბრენდების Aeg, Zanussi, Candy, Baumatic, Orion-ის გარდა გლობალური კომპანიების Samsung, Sony, HP, Asus, Acer, Lenovo, Nokia, Pixus-ის პროდუქციის ოფიციალური რესელერია საქართველოში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი