რიდლი სკოტის"მოსე" და აარონ პოლი ვარსკვლავურ სამსახიობო ანსამბლში

რიდლი სკოტის"მოსე" და აარონ პოლი ვარსკვლავურ სამსახიობო ანსამბლში

"ექსოდუსი: ღმერთები და მეფეები" ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმია. ბევრს საუბრობენ მის ვიზუალურ ეფექტებზე, კინემატოგტაფიაზე და მსახიობებზე. რიდლი სკოტმა ახალი ფილმის თემა ძველი აღთქმა და მოსეს ისტორიული ვოიაჟიდან აირჩია. ბევრ პარალელს ავლებენ სკოტისა ად არონოვსკის უახლეს ნამუშევრებს შორის, თუმცა,"ექსოდუსსა" და "ნოეს" საერთო ბევრი არაფერი აქვთ. „ექსოდუსი" არ არის ისეთი ექსცენტრული სიუჟეტის მატარებელი, როგორიც "ნოეა". აქ ვერ ნახავთ ზებუნებრივ არსებებს. ექსოდუსი ბევრად ახლოსაა რეალობასთან და რეჟისორმა დიალოგები და სცენები ზუსტად ისე აღწერა, როგორც ეს ბიბლიაშია.

მთავარი როლები ფილმში ოსკაროსანმა კრისტიან ბეილიმ, ჯოელ ედგერტონმა და სიგურნი უივერმა ითამაშეს. რიდლი სკოტს ადანაშაუებენ იმაში, რომ შავკანიანი პერსონაჟების როლები თეთრკანიან მსახიობებს ათამაშა, თუმცა რეჟისორმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მხოლოდ ასე მოიპოვებდა დაფინანსებას ფილმისთვის,ექსოდუსის ბიუჯეტი კი 140 მილიონ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, სკოტმა განაცხადა: „ყველა თავისუფლება, რაც მე გამოვავლინე, დაფუძნებულია რეალობაზე და არა ფანტაზიაზე. ასე, რომ ფილმიც უნდა ყოფილიყო რეალური და სინამდვილეზე დაფუძნებული".

ფილმში ებრაელი მონა ჯოშუას როლს სერიალ „ბრეიქინგ ბედის" ვარსკვლავი აარონ პოლი თამაშობს. პოლი ჰოლივუდის აღმოჩენად მაშნვე იქცა, რაც ტელეკომპანია "AMC" კრიმინალურ სერიალში გადაიღეს. ჯესი პინკმანის პერსონაჟი მაშნვე გახდა პოპულარული და აარონ პოლმა ამ როლისთვის ორი ემიც მიიღო. სერიალი 5 სეზონი გაგრძელდა, ბევრი კრიტიკოსი მას ყველა დროის საუკეთესო შერიალად მიიჩნევს. აარონ პოლის ნარკომოვაჭრე პინკმანს კი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პერსონაჟად ასახელებენ.

მოლოდინი დიდია აარონ პოლის მიმართ ექსოდუსშიც. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ თანამედროვე თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობი თავისი თამაშის მანერით ღირსეულ პარტნიორბას გაუწევს ფილმის ვარსკვლავურ სამსახიობო ანსამბლს. გლადიატორის შექმნელი რიდლი სკოტის ეპიკური ბიბლიური დრამა, საქართველოს კინოთეატრებში ამ კვირიდან გამოდის.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი