"ქართული ბრენდის დღეს" "ჭაშნაგირი" წამატებული ახალი ბრენდის ტიტულით დაჯილდოვდა

"ქართული ბრენდის დღეს" "ჭაშნაგირი" წამატებული ახალი ბრენდის ტიტულით დაჯილდოვდა

24 დეკემბერს "რედისონ ბლუ ივერიაში" სააგენტო "პროფილმა" რიგით მე-12 ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალი გამართა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ისეთ ნომინაციებში, როგორიცაა: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, ბრენდ პერსონა.

ინფორმაციისათვის, პროექტის "ქართული ბრენდი" პარტნიორები აისო საერთაშორისო ხარისხისსერთიფიცირების კომპანია " დეა იტალია" და"European and Georgian Organization"’(EGO) არიან. ორგანიზატორების ცნობით, ქართული ბრენდებისპოზიციონირება რამდენიმეთვიანი კვლევებისშედეგად გაირკვა.

წარმატებული ახალი ბრენდის ნომინაციაში სარესტორნო ქსელმა"ჭაშნაგირმა" გაიმარჯვა, ნომინაციაში გამარჯვებული ცნობილმა ტელესახემ ზურაბ შარიამ გამოავლინა. ცნობისათვის,"ჭაშნაგირისთვის" წელს ეს მეორე პრიზია, რამდენიმე თვის წინ სარესტორნო ქსელი, ერთ-ერთმა მედია ჰოლდინგმა"გემოს მაღალი სტანდარტისთვის" გამოარჩია.

დღეისათვის, ქართულ ბაზარზე"ჭაშნაგირი" სამი რესტორნითაა წარმოდგენილი, ბელიაშვილზე, ნატახტარსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. სანაპიროს"ჭაშნაგირი" ყველაზე ახალი და მასშტაბური პროექტია - დიდი ქართულ-ვროპული და მცირე, პაბის სტილის დარბაზით. ორივე დარბაზში მუდმივად ჟღერს ცოცხალი მუსიკა. დიდი დარბაზი ე.წ. დრეს კოდის პრინციპით მუშაობს,სამზარეულო ქართულ-ევროპულია. კომპლექსში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლუდი"ჭაშნაგირი", რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს განსაკუთრებით პაბის მომხმარებლებში, რომლებიც"ჭაშნაგირს"უგემრიელესი კანჭისა და ხინკლის მენიუსთვის სტუმრობენ.

ლევან ლეკიშვილი, სანაპიროს"ჭაშნაგირის" მენეჯერი": დიდი მადლობა"პროფილს", და ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჩვენს სტუმრებს, ვისმა აზრმაც განაპირობა ჩვენი დღევანდელი წარმატება. მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ ნოვატორები, ფეხი ავუწყოთ სიახლეებს და ამავე დროს არ დავკარგოთ ქართული სამზარეულოს ხიბლი და გემო. წლევანდელი წარმატება დიდი გუნდის უსაზღვრო შრომის შედეგია და ვეცდებით, უფრო მაღლა ავწიოთ ხარისხის სტანდარტი. წელს ბევრი რამ დავამტკიცეთ და ახალ წელსაც ვეცდებით ღირსეულად შევხვდეთ. 31 დეკემბერს კი გიწვევთ"ჭაშნაგირში" სანაპიროზე, სადაც თქვენს განწყობაზე იზრუნებენ თათული ედიშერაშვილი და თამუნა ნიკოლაძე, რომლებიც თავისი ხალასი იუმორით საუკეთესო განწყობას შექმნიან, ამასთან ძალიან ბევრ პრიზს გაათამაშებენ. მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, ფოლკ ბენდი და ქართული ცეკვების ანსამბლი გახსნიან ჩვენს საახალწლო კონცერტს და იმის გათვალისწინებით, რომ ბახუსის დროს ყველაქართველს, ქართული, ქალაქური ჰანგები გვხიბლავს, საღამოს ბოლო წლების ყველაზე პოპულარული ქალაქური სიმღერების შემსრულებელი ნინო ჩხეიძე დაასრულებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და აქვე, ვულოცავ ყველა გამარჯვებულს, ვინც"ქართული ბრენდის დღეზე" გამოარჩიეს

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი