შთამბეჭდავი პერფორმანსი ინიარიტუს შედევრში "ბერდმენში"

შთამბეჭდავი პერფორმანსი ინიარიტუს შედევრში "ბერდმენში"

ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუს ახალი ნამუშევარი "ბერდმენი" წელს "ოსკარის" 9 ნომინაციაზე საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის. ფილმის მთავარმა პერსონაჟმა რიგან ტომსონა წლების წინ განასახიერა სუპერგმირი, ჩიტის კოსტუმში გამოწყობილი, ზებუნებრივი ძალებით დაჯიდლოვებული პერსონაჟი. ბლოკბასტერმა მას მსოფლიო აღიარება და დიდი ფინანსური მოგება მოუტანა. მილიონობით ფანისთვის ასაკში შესული რიგან ტომსონი კვლავ ჩიტის ფორმაში გამოწყობილი გმირია. ახლა, ის საკუთარი დიდების დაბრუნებას ბროდვეიზე დადგმული სპექტაკლით ცდილობს, იდეალური სამსახიობო დასის ძიებაში კი მაიკლს შეხვდა, რომელიც სცენაზე მაქსიმალური რეალიზმის მოხმრეა. ალეხანდრო ინიარიტუს "ბერდმენი" გაჟღენთილია ირონიით.

ფილმის ოპერატორი ლეგენდარული ემანუელ ლუბეცკია, რეჟისორისა და ოპერატორის ჩანაფიქრით ფილმი ისე უნდა ყოფილიყო გადაღებული, რომ ორ საათიანი უწყვეტი კადრის შთაბეჭდილება დაეტოვებინა. კრიტიკოსთა შეფასებით, ფილმში თითოული პერფორმანსი გასაოცარია. რიგან ტომსონს, ასაკში შესულ, შიშებით შეპყრობილ მსახიობს მაიკლ კიტონი არაჩვეულებრივად ასრულებს, სწორედ ამიტომ მან ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა საუკეთესო მამაკაცი მსაიხიობის კატეგორიაში, მას კი პარტნიორობას ედვარდ ნორტონი და ემა სთოუნი უწევენ, რომლებმაც ასევე მოიპოვეს ნომინტის სტატუსი წლევანდელ "ოსკარზე".

"ბერდმენი" ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს პირველი კომედიაა, რომელიც კრიტიკოსებმა უკვე შეაფასეს ხუთიდან ხუთი ვარსკვლავით, ქართველი მაყურებელი კი, "ბერმენს" მხოლოდ კინო "ამირანში" და ტრადიციული ხუთშაბათის პრემიერის ნაცვლად, სამშაბათს, ანუ დღეიდან იხილავს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი