ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქართველი მოხუცებისთვის მედიკამენტების შესაძენად 60 000 ლარი გამოყო

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქართველი მოხუცებისთვის მედიკამენტების შესაძენად 60 000 ლარი გამოყო

"ჩემი ფონდი სამი წელია ყოველდღიურად ეხმარება , მთელი თბილისის მასშტაბით 400-ზე მეტ სოციალურად დაუცველ, საწოლს მიჯაჭვულ მოხუცებულს. ჩემი ფონდის ექთნები და ექიმები ყოველდღიურად სტუმრობენ ამ ადამიანებს სახლში და სრულიად უფასოდ უწევენ ექთნის მომსახურებას, უფასოდ გადასცემენ მედიკამენტებს , ჰიგიენურ საფენებს და საკვებს , რაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქველმოქმედო მიმართულებით ჩემმა ფონდმა უკვე სამ მილიონ ლარამდე დახარჯა.

მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ მაქვს საშუალება ვაკეთო კეთილი საქმე საქართველოში. 2015 წელს ფონდი აქტიურად გააგრძელებს განვითარებას. ფონდის არსებულ მიმართულებებს და პროექტებს კიდევ დაემატება ახალი პროექტები , რომლებიც ასევე დიდ როლს შეასრულებენ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად" - განუცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ მისი ფონდის პრეს სამსახურს.

შეგახსენებთ, რომ კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი 5 წელია რაც საქართველოში ცხოვრობს. მან საქართველოში გადმოსვლისთანავე დააფუძნა ფონდი "სოციალური პარტნიორობა" , კიევში უკვე 16 წელი არსებული ფონდის მსგავსად, რომლის ძირითადი მიმართულებაა : დაეხმაროს ბავშვებს და მოხუცებს.

ფონდის საკუთრებაშია თბილისში ევროპის მაშტაბით ერთერთი სანიმუშო საოჯახო ტიპის სახლი. ფონდი ასევე ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს. ჩერნოვეცკის ფონდმა 23 ნოემბერს ქობულეთში გახსნა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი. სადაც ცხოვრობენ ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ისინი იღებენ დამატებით განათლებას და არიან სრულიად უზრუნველყოფილნი ყოველდღიური საჭიროებებით.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი