"Finlandia Vodka Cup" - ის ქართველი გამარჯვებული ფინეთში გაემგზავრება"

"Finlandia Vodka Cup" - ის ქართველი გამარჯვებული ფინეთში გაემგზავრება"

საუკეთესო არომატი, გაფორმება, მომზადების ტექნიკა და რა თქმა უნდა განსხვავებული, ყველასგან გამორჩეული გემო-სწორედ ამ კრიტერიუმებით მოუწია ჟიურის 10 ფინალისტს შორის საუკეთესო ბარმენის გამოვლენა.

ბარმენთა კონკურსი "Finlandia Vodka Cup" არყის ბრენდ "ფინლანდიას" ორგანიზებით ჩატარდა და საქართელოს გამარჯვებული ბარმენი რამდენიმე საათიანი დაძაბული შერკინების შემდეგ გამოვლინდა. ფინალურ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას 10 ბარმენი იღებდა. კონკურსანტებს სამი კატეგორიის კოქტეილის მომზადება სპეციალურად განსაზღვრულ დროში მოუწიათ.

პირველი ადგილი გელა ქელოიანმა დაიკავა. ის არყის ბრენდ "ფინლანდიას" დახმარებით ფინეთში ტრენინგზე გაემგზავრება, სადაც კონკურსის გამარჯვებული შეძლებს როგორც კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე სხვადასხვა გასართობ პროგრამებში მონაწილეობის მიღებას.

გელა ქელოიანი-კონკურს "Finlandia Vodka Cup" -ის გამარჯვებული:

გამარჯვება მოულოდნელი არ იყო და ველოდი , თუმცა კონკურსზე იყვნენ ღირსეული კონკურენტები, და საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა მთელმა დაპირისპირებამ. რაც შეეხება თავად კონკურსს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული კონკურსი სადაც მონაწილეობა მიმიღია. თავდაპირველად მე მომიწია აპლიკაციის გაგზავნა ფინეთში, სადაც ჩემი კოქტეილი სწორედ "ფინლანდიის" სამშობლოში 10 საუკეთესოს შორის შეირჩა. შემდეგ აქ კონკურსზე, ჩვენ მოგვიწია კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებული ინგრედიენტების მეშვეობით სხვადასხვა კოქტეილის დამზადება, რაც საკმაოდ რთული და საინტერესოა.

ფინლანდიაში მე გავივლი საერთაშორისო ტრენინგს, სადაც იქნებიან ყველა ქვეყნიდან გამარჯვებული ბარმენები. ეს ჩემს კარიერას ვფიქრობ დადებითად წაადგება და დიდ გამოცდილებას მივიღებ.

რაც შეეხება დანარჩენ საპრიზო ადგილებს, მეორე ადგილი ელენე კოჩარიანმა დაიკავა - მას ფინლანდიისგან იპჰონე 6 გადაეცა საჩუქრად. მესამე ადგილოსანს რომა სუვერიანს კი კომპანიამ იპად 4 გადასცა. კონკურსანტების მიერ მომზადებულ კოქტეილებს სპეციალურად შერჩეული ჟიური ამოწმებდა. ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო სპეციალური მოწვევით აზერბაიჯანის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მურად მამედოვი. საბოლოოდ ჟიურიმ 3 პრიზიორი გამოავლინა, თუმცა მესამე ადგილის გამოსავლენად დამატებითი ტურის ჩანიშვნა გახდა საჭირო. როგორც აზერბაიჯანელმა სტუმარმა განაცხაა დამატებითი ტურის დანიშვნა კონკურსანტების მაღალი დონის მაჩვენებელი იყო.

მურად მამედოვი-აზერბაიჯანის ბარმენტა ასოციაციის პრეზიდენტი

"მსგავსი ტურნირები საჭიროა, რათა ბარმენის საქმიანობა განვითარდეს, როგორც აქ საქართველოში, ასევე მსოფლიოშიც. ისეთი ტურნირის ჩატარება თბილისში, როგორიცაა "Finlandia Vodka Cup" - ძალიან დიდი გამოცდილებაა ბარმენებისთვის. პირველ რიგში ისინი ვითარდებიან და ტურნირში მონაწილეობით ხვეწენ საკუთარ ოსტატობასა და ტექნიკას.

პირადად მე გამარჯვებულის გამოვლენა ძალიან გამიჭირდა, განსაკუთრებით მესამე ადგილის გამოვლენა, რადგანაც ორმა კონკურსანტმა თანაბარი ქულები დააგროვა. სწორედ ამიტომ დამატებითი ტურის გამართვა გახდა საჭირო.

რაც შეეხება პროექტს ეს საკმაოდ კარგი ტურნირია და ის არამხოლოდ აქ საქართველოში, არამედ მოლდოვაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსიასა და ყაზახეთში ტარდება. იმ ქვეყნებში სადაც არყის ბრენდი "ფინლანდია" ბაზარზე არის წარმოდგენილი."

არყის ბრენდ "ფინლანდიის" ბრენდ მენეჯერის დიმიტრი გურიელის ინფორმაციით, მსგავსი სახის შეჯიბრებებს "ფინლანდია" ყოველწლიურად მართავს და ბარმენთა დონის ამაღლებას ის სამომავლოდაც გააგრძელებს.

დიმიტრი გურიელი - ფინლანდიას ბრენდ მენეჯერი:

""Finlandia Vodka Cup" - ყოველწლიური შეჯიბრია და ყველა ქვეყანაში იმართება, სადაც ბრენდი "ფინლანდია" არის წარმოდგენილი. თავდაპირველად შიდა ჩემპიონატი სხვადასხვა ქვეყნებში ტარდებოდა, ხოლო ამ ქვეყნებში გამარჯვებული კონკურსანტები ფინალზე ფინეთში იკრიბებოდნენ. წელს ეს ტრადიცია შეიცვალა და ფინალი ბარმენებს შორის უკვე შიდა ბაზარზე ტარდება.

კონკურსანტების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მოხდა. თავდაპირველად 50 მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა საიტზე, რომელთაც წინასწარ შეავსეს აპლიკაცია. მათ მიეცათ საშუალება საკუთარი რეცეპტებით დამზადებული კოქტეილები გამოეგზავნათ ჩვენთვის. ჩვენ კი ნამუშევრები ფინეთში "ფინლანდიის" სამშობლოში გავაგზავნეთ. იქ წარმომადგენლობითმა ჯიურიმ საუკეთესო 10 შეარჩია და ისევ ჩვენ გადმოგვიგზავნეს. დღეს კონკურსში სწორედ ეს 10 მონაწილე იღებდა მონაწილეობას."

"Finlandia Vodka Cup" -ის წლევანდელი ღონისძიებას რესტორან OTIUM -მა უმასპინძლა.

R

ჯონი პატარკაციშვილი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი