სილქნეტის ინტერნეტ სერვისი Silk LTE 4G თბილისის დაუკაბელებელი უბნებისთვის შეიქმნა

სილქნეტის ინტერნეტ სერვისი Silk LTE 4G თბილისის დაუკაბელებელი უბნებისთვის შეიქმნა

თბილისში "სილქ LTE 4G სახლისთვის" სერვისზე აქცია მიმდინარეობს - უფასო მოდემი ადგილზე მიტანით და გაზრდილი ინტერნეტ მოცულობა

სატელეკომუნიკაციო სფერო LTE4G განიხილავს როგორც ტექნოლოგიას, რომელსაც ბიუჯეტის გაზრდა შეუძლია, მომხმარებელი კი, როგორც საშუალებას იყოს ინტეგრირებული გლობალურ სივრცესთან და ხელი შეეწყოს, აკეთოს საქმის 80% ონლაინში.

რა ხილია ეს LTE4G?

აქამდე არსებობდა "ხაზის", "ოპტიკური" და "თეფშით" მიწოდებული ინტერნეტი. ამ ახალმა სტანდარტმა თითქოს ყველა ამ ტექნოლოგიას თავისი ადგილი მიუჩინა.

დღეს 4G LTE ყველაზე პროგრესული და სწრაფი სერვისია. ამ სტანდარტის დანერგვით, კომპანია სილქნეტი, პირველად და ექსკლუზიურად სასურველ სიჩქარეს აწვდის მომხმარებლებს. მოდემი ნებისმიერ მოწყობილობას ამუშავებს, ნებისმიერ თანამედროვე გაჯეტს ერგება და ვინაიდან წარმოადგენს Wi-Fi სისტემას, უზრუნველყოფს ინტერნეტით მთელ სახლს. მოდემის მონტაჟი შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას Silk LTE დაფარვის ზონაში.

მაღალი სიჩქარე Silk LTE 4G USB მოდემსაც გააჩნია, რომელიც ინდივიდუალურად სტანდარტულ კომპიუტერზეა გათვლილი.

სწორედ 4G LTE სიჩქარის გამო, ახალი ჰორიზონტი ეხსნება მომხმარებელს და თანამედროვე ინტერნეტის ყველა შეთავაზება - მულტიმედიური სერვისები, ფილმები, ონლაინ პლატფორმები ხელმისაწვდომი ხდება. შეგიძლია დაივიწყო რა არის მყარი დისკი, ისარგებლო შეუზღუდავად ყველაფრით გლობალურ სივრცეში, ყოველგვარი დაკაბელების გარეშე.

კომპანია სილქნეტმა მეოთხე თაობის სერვისი იმ უბნებსა და დასახლებებს შეთავაზა, სადაც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის - მეტრომშენი, 5 დეკემბრის ქუჩა, ელია, სვანეთის უბანი, ნაძალადევი, სოფელი დიღომი, ავჭალა, ლოტკინი. შესაძლებელი გახდა დაკაბელების გარეშე ინტერნეტის მიწოდება. ამ შედეგის მისაღწევად კომპანიას, ერთი წლის განმავლობაში, 30-მდე საბაზო სადგურის აგება დასჭირდა.

"სიჩქარე ყველას ყოფნის ოჯახში. ვინაიდან 3 კომპიუტერს ერთდროულად უნდა ემუშავა, WiFi მოდემის ტიპი ავირჩიეთ. ფილმებსაც ვუყურებთ, ბავშვებს თამაშები აქვთ ჩართული. ერთი თვის განმავლობაში სრულად ვიყენებთ პაკეტით განსაზღვრულ პირობებს. კერძო დასახლებებში პროვაიდერების არც ისე დიდი არჩევანია, აქამდე "თეფშით" მოგვეწოდებოდა ინტერნეტი - იყო ხარვეზები, რაიმეს ჩამოტვირთვას ხანგრძლივი დრო სჭირდებოდა, ონლაინ მოხმარებაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. Silk LTE -ის გამოჩენამ სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახადა ჩვენი დასახლებისთვის" - ამბობს სოფელ დიღმის მაცხოვრებელი.

მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად თბილისში მიმდინარეობს სილქნეტის აქცია სერვისზე "სილქ LTE 4G სახლისთვის". 31 მარტის ჩათვლით, მომსახურებაზე რეგისტრაციისას ახალი მომხმარებელი მიიღებს LTE WiFi მოწყობილობას უფასოდ, თანაც სახლში მიტანით.

აქცია განსაკუთრებულ პირობებს თავაზობს როგორც ახალ, ისე არსებულ აბონენტებს, რომლებიც მომატებული მოცულობით ისარგებლებენ 31 ივლისის ჩათვლით.

მომხმარებლებისთვის მოქმედებს ორი პაკეტი:

პაკეტი Silver -ის სიჩქარე 15მბ/წ-მდეა. ყოველთვიური გადასახადი 28 ლარია. აქციის ფარგლებში ყოველთვიური მოცულობა 30გბ ნაცვლად 80 გბ-ია.

პაკეტი Platium-ის სიჩქარე 50მბ/წ-მდეა. ყოველთვიური გადასახადი 48 ლარია. აქციის ფარგლებში ყოველთვიური მოცულობა 50გბ ნაცვლად 100 გბ-ია.

პაკეტის გააქტიურების ან შეცვლისთვის საჭიროა SMS გაგზავნა ნომერზე 91800 იმ მობილური ტელეფონის ნომრიდან, რომელიც რეგისტრაციისას არის მითითებული. პაკეტის პირობების ამოწურვის შემთხვევაში დამატებითი მოცულობების შეძენა, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებით არის შესაძლებელი. ბალანსზე ინფორმაციას SMS-ით იღებს მომხმარებელი. გადახდა აბონენტის ანგარიშის ნომრით, ნებისმიერი ტერმინალით მიმდინარეობს.

სერვისისა და აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება საიტის www.silknet.com ან ცხელი ხაზის 2100-100 მეშვეობით არის შესაძლებელი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი