საქველმოქმედო ფონდი " სოციალური პარტნიორობა"- ქობულეთის ბავშვთა პანსიონის 3,000 ლარით დაჯარიმებას უპასუხისმგებლო მოქმედებად აფასებს

საქველმოქმედო ფონდი " სოციალური პარტნიორობა"- ქობულეთის ბავშვთა პანსიონის 3,000 ლარით დაჯარიმებას უპასუხისმგებლო მოქმედებად აფასებს

საქველმოქმედო ფონდი ,,სოციალური პარტნირობა" ქობულეთში გენერალ მაზნიაშვილის პანსიონის ჯანდაცვისსამინისტროს მიერ დაჯარიმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებსდა მას უპასუხისმგებლო მოქმედებად აფასებს 19 თებერვალს ფონდმა ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო წერილი, სადაც საუბარია ქობულეთში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გახსნილი პანსიონის 3,000 ლარით დაჯარიმებისშესახებ. დაჯარიმების მთავარ მიზეზად მოყვანილია ულიცენზიო საქმიანობა. ფონდი ჯარიმას არაკანონიერს და შერჩევითი სამართლის პრინციპით გამოწერილად აფასებს.

იმ პირობებში, როდესაც თითოეული ბავშვი რომელიც, ამჟამად ჩვენთან ცხოვრობს ჩვენს პანსიონში გადმოსვლამდე, ცხოვრობდა არაადამიანურ პირობებში, ჰქონდა ყოველდღიური საკვების, სკოლაში სიარულის და ადამინურად არსებოების პრობლემამსგავსი უგუნური გადაწყვეტილების მიღება, როგორიც გახლავთ ბავშვთა პანსიონის დაჯარიმება 3,000 ლარით, შეეძლო მხოლოდ უპასიხისმგებლო მაღალჩინოსანს, რომელიც აყოლილია უმაქნისი და უუნარო არასამთავრობო ორგანიზაციების ნებას, რომელთა რაოდენობაც სამწუხაროდ უამრავია ჩვენს ქართულ რეალობაში.

გარდა იურიდული უსამართლობისა, რომელიც დარღვეულიქნა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ამასთანავე საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან. იმ გარემოებაში როდესაც აჭარის რეალობაში არსებობენ გაუგებარი წარმოშობის, იდეოლოგიის და დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომელთა არსებობაც ბევრ არასასიამოვნო კითხვის ნიშანს ბადებს, მათ მიმართ არანაირი მსგავსი ტიპის სანქცია არ გატარებულა და ჯოხის გადატეხვა მოხდა ყველაზე თანამდროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე, გამჭირვალე დაყველაზე ლიბერალური სახლის მიმართ რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს აჭარაში.

ფონდის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლო შიგა საჩივრებული იქნა პანსიონის დაჯარიმების საკითხი და ჩვენსმიერ მოთხოვნილია ჯარიმის დაუყონებლივი გაუქმება და ბოდიშის მოხდა. ასევე ფონდი მოითხოვს ჯანდაცვის სამინისტროსგან 3,000 ლარის კომპენსაციას მისი ღირსების შელახვის გამო და მოცემული თანხა პროცესის დასრულების შემდეგ სრულად გადაირიცხება მზრუნველობა მოკლებულიბავშვების დასახმარებლად.

ჩვენ ვამაყობთ, რომ გავხსენით ისეთი სახლი ქობულეთში, რომელიც ყოველდღიურად დახმარებას უწევს 20 აღსაზრდელს დაუქმნის შესაფერის პირობებს იმისათვის, რომ ჰქონდეთ უზრუნველი ბავშვობა და უკეთესი მომავლის შანსი. მარტის ბოლომდე ჩვენ გავზრდით პანსიონში არსებული ბავშვების რიცხვს 50 -მდე. ეს ბავშვები იქნებიან ჩვენი ქვეყნის ბედნიერი და წარმატებული მოქალაქეები.

,ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა" გააგრძელებს მის ყველა აქტიურ პროექტს და გააგრძელებს ბენეფიციარების რიცხვისგაზრდას. ის დაბრკოლებები, რაც ამჟამად წარმოიშვა დროებითი ბარიერია. ჩვენ დარმწუნებულები ვართ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ ჯანდაცვის სამინიტროს თანადგომით უახლოეს მომავალში გავხსნით კიდევ რამოდენიმე სოციალურ სახლს მაღალმთიან აჭარაში, იქ სადაც ჩვენი დახმარება ყველაზემეტად სჭირდებათ". განცხადებულია სოციალური პარტნიორობის დირექტორის გიორგი ქვრივიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსნებეთ რომ 23 ნოემრებს ქობულეთში გაიხსნა 50 ბავშვზე გათვლილი, გენერალ გიორგი მაზინიაშვილის სახელობის სახლი, სადაც ცხოვრობენ ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანდა აქვთ უმაღლესი დონის საყოფაცხოვრებო და საგანმანათლებლო პირობები.  ფონდი 3 წელია ოპერირებს საქართველოში და ეხმარება სოციალურად დაუცველ 500 ზე მეტ მოხუცს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და 70 ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახის ბავშვს. ქობულეთში 50 ბავშვიანი პანსნიონის შესახებ განცხადება ნოემბერში გაკეთდა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი