ვინ შეიძლება იდგეს 34-ის უკან?

ვინ შეიძლება იდგეს 34-ის უკან?

ახლა ოსკარებით დაჯილდოვების თემა ყველაზე "ცხელია". იცოდით, რომ "ოსკარის" ქანდაკება, რომელზეც ბევრი ვარსკვლავი ოცნებებს, მინიმუმ 3 კილოგრამს იწონის და მისი სიგრძე 34 სანტიმეტრია? თუმცა ფაქტია, რომ "ოსკარზე" ნომინირებულ ქართულ "მანდარინებს" კინოაკადემიის მთავარმა ჯილდომ გვერდით ჩაუარა და შესაბამისად იდუმალი 34, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე კვირაა ყურს გვჭრის და თითქმის ყველას პირზე აკერია, "ოსკარის" ჯილდოს ნამდვილად არ უკავშირდება.

34 კი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს: სატელევიზიო არხი, საცხოვრებელი კორპუსი, საარჩევნო უბანი, სკოლის ნომერი, იღბლიანი რიცხვი, სერიალის ერთ-ერთი სერია, პერიოდული გამოცემის მორიგი გამოშვება, პროტესტის დღე, კანონის მუხლი, წლისთავი, საგამოცდო ბილეთი, თეატრის სეზონი, თავი წიგნიდან და წუთიც კი.

34 კი პირველ რიგში ნატურალური რიცხვია 33-სა და 35-ს შორის, მაგრამ ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ რიცხვის უკან? არადა კაცობრიობის ისტორიაში არც ისე ბევრი ისეთი მოვლენაა, რომელიც შეიძლება 34-ს უკავშირდებოდეს.

მეცნიერებას თუ გადავავლებთ თვალს. მენდელეევის პერიოდულ სისტემაში 34-ე ელემენტი სელენიუმია (SE). სპორტის ისტორიაში კი 1953 წელს გერმანიაში, "ფორმულა 1"-ის გრან-პრიზე, 34 მონაწილე გამოვიდა და მანამდე ჩატარებულ ავორბოლებს შორის ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. 34-ე კვირას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ახალი სიცოცხლე, სწორედ 34-ე და 37-ე კვირებს შორის პერიოდში იბადება.

საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის სწორედ 34-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა. რიგითი ნომერი 34 კი "საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას" მიენიჭა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი