როგორ მზადდება მაკდონალდსის სენდვიჩები

როგორ მზადდება მაკდონალდსის სენდვიჩები

21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კითხვაა "რითი ვიკვებებით?". ინფორმაცი¬ის უქონლობის გამო, ბევრი ჩვენგანი თვლის, რომ ქუჩაში უსაფრთხო საკვების მიღება თითქმის შეუძლებელია. დღეს მე ვეცდები ამ სტერეოტიპის დანგრევას და მოგიყვებით, როგორ მზადდება საკვები, საქართველოში ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელში - "მაკდონალდსში". ინფორმაცია მაკდონალდსის ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით მოვიძიე.

"მაკდონალდსი" საქართველოს ობიექტები ხორცით მარაგდებიან გერმანიაში, ქალაქ გიუნზბურგში მდებარე ქარხნიდან, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტის უმაღლეს ნორმებს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლის საშუალებითაც წარმოების პროცესი ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიმდინარეობს. გიუნსბურგის ქარხანაში გამოიყენება ხორცის "შოკ-ფრიზერით" სწრაფი გაყინვის ტქნოლოგია, რომელიც გულისხმობს ხარცის წამიერ გაყინვას. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია, რადგან სწრაფი გაყინვის დროს პროდუქტი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. გიუნზბურგის ქარხანა საქართველოს გარდა გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არსებულ "მაკდონალდსის" რესტორნების ქსელსაც ამარაგებს.

დავინტერესდი ასევე ხორცის ლაბორატორიული კონტროლის საკითხებითაც, აღმოჩნდა რომ პროცედურები ამ მიმართულებით საკმაოდ მკაცრია და ზუსტი. ხორცი ქარხანაში შემოსვლამდე, ანუ წარმოებაში ჩაშვებამდე და საბოლოოდ დაფასოებამდე, შემოწმების რამდენიმე ეტაპს გადის. მხოლოდ ლაბორატორიის დადებითი დასკვნის შემდეგ ხდება მზა პროდუქციის დაფასოება და დასაწყობება. საწყობი მაცივრიდან კი ხორცი საქართველოში 2 კვირაში ერთხელ მოემართება.

რაც შეეხება ხორცის წარმომავლობას, გიუნსბურგის ქარხანაში მხოლოდ ავსტრიული და გერმანული, კერძოდ ბავარიული წარმოშობის 100% საქონლის ხორცის წინა და უკანა მეოთხედის კუნთის საუკეთესო ნაჭრებს იყენებენ. ბავარიული ხორცი კი მოგეხსენებათ ცნობილია, როგორც საუკეთესო სარისხისა და გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქტი.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, "მაკდონალდსის" რესტორნებში 100% საქონლის ხორცი იწვება გრილზე, ემატება მცირეოდენი მარილი და პილპილი და ლამაზად შეფუთული, უგემრიელესი სენდვიჩის სახით მიემართება "მაკდონალდსის" ღიმილიანი თანამშრომლისგან მომხმარებლისკენ. "მაკდონალდსის" რესტორნები საქართველოში რომ სისუფთავით გამოირჩევა ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, აქ ჰიგიენის ნორმები მკაცრადაა დაცული. გარდა ამისა, მნიშვნელოანია ისიც, რომ "მაკდონალდსის" პროდუქტების შეფუთვაზე შეგიძლიათ იხილოთ შემადგენლობა და კალორების ცხრილი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს კალორიები. ეს დეტალი განსაკუთრებით მათთვის არის საინტერესო, ვინც დიეტას იცავს და ცდილობს უსაფრთხო საკვები მიიღოს.

საბოლოოდ, ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ "მაკდონალდსის" სენდვიჩები საკმაოდ ხარისხიანია, უსაფრთხოა და რაც მთავარია, უგემრიელესია! ამიტომაც "მაკდონალდსი" ყველა თაობის უსაყვარლესი რესტორანია!

ივიკო გოგიჩაძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი