" ინოვაციური სერვისი საქართველოში"

" ინოვაციური სერვისი საქართველოში"

ქართულ ბაზარზე ავტომობილების რეცხვის ინოვაციური სერვისი ამუშავდა - ავტომობილის რეცხვა გამოძახებით წყლის გარეშე. მანქანების წყლის გარეშე გამოძახებით რეცხვას საქართველოში ჰოლდინგი FAST AND SHINE–ის ოფიციალური წარმომადგენელი ახორციელებს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავტომანქანების რეცხვას ნებისმიერ ადგილზე, სადაც მანქანის გაჩერებაა შესაძლებელი. სერვისის მისაღებად მომხმარებელი უკავშრიდება ტელეფონით ან ფეისბუკის საშუალებით კომპანიის ოპერატორს და ატყობინებს ავტომანქანის ადგილმდებარეობასა და ნომერს. ამის შემდეგ სპეციალისტი მიდის ავტომანქანასთან და რეცხავს მას სანამ მომხმარებელი დაკავებულია სხვა საქმით და ზოგავს მომხმარებლის დროს.

გარდა გამოძახებისა კომპანია აფართოვებს თავის სტაციონალური ობიექტების ქსელსაც. ობიექტები უკვე ფუნქციონირებს სავაჭრო და საოფისე ცენტრ „პიქსელის“ და სპორტის სასახლესთან არსებულ ავტოპარკინგებზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ცენტრებთან და ავტოპარკინგებთან.

რაც შეეხება რეცხვის ტექნოლოგიებს: მანქანის რეცხვა ხდება წყლის გარეშე, fast and shine -ის წარმოების ავტომობილის მოვლის უახლესი საშუალებებით და სპეციალური მიკროფიბრის საშუალებით. მანქანას უკეთდება ნანო პოლირება, რაც სძენს მას დამატებით ბზინვარებას და აქვს წვიმის საწინააღმდეგო ეფექტი (anti rain effect). ავტომობილის ზედაპირი იფარება სპეციალური ცვილით, რაც იცავს მას გადახუნებისგან, ნაკაწრებისგან და კოროზიისგან.

კომპანიას აქვს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატები.

დაკავშირება და გამოძახება შესაძლებელია როგორც ფეისბუკის საშუალებით https://www.facebook.com/pages/Fast-and-Shine-Georgia/1440271132909605

ასევე მობილური ტელეფონით : 555 939 959; 593 05 6000

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი