მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ბრენდი "ენზა ჰოუმი" უკვე თბილისშია

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ბრენდი "ენზა ჰოუმი" უკვე თბილისშია

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ბრენდი "ენზა ჰოუმი" უკვე თბილისშია. მას წარმოადგენს კომპანია "ჯითექსი", რომელიც ოფიციალური შემომყვანია ბრენდების: collezione, Lotto, OVS, Penti, Sinequanone, Terranova, English Home და ახლა უკვე Enza Home-ც.

მაღაზიაში წარმოდგენილია რბილი ავეჯი, საძინებელი და სასადილო ოთახების ავეჯი, TV-კომპოზიციები მისაღები ოთახისათვის, ასევე ტექსტილის ფართო არჩევანი.

„ენზა ჰოუმი“ განსაზღვრავს სტანდარტს ნებისმიერი სახლისთვის და გთავაზობთ სხვადასხვა გემოვნების ავეჯის ფართო ასორტიმენტს მყუდრო და კომფორტული გარემოს მოსაწყობად. ბრენდის პროდუქცია გამოირჩევა ელეგანტურობით, მოხერხებულობითა და გამძლეობით. წარმოებაში გამოყენებული ყველა მასალა სერტიფიცირებულია, და, რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა, არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.

კომპანიამ მოღვაწეობა 40 წლის წინ მატრასების წარმოებით დაიწყო და დღეისათვის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია ბაზარზე. მატრასების დასამზადებლად გამოყენებულია უახლესი, ინოვაციური, ტექნოლოგიები, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ Enza Home-ისთვის არის დამახასიათებელი.

აქ შეხვდებით ექსკლუზიური ტექნოლოგიების მატრასებს, რომელთა ზედაპირი უზრუნველყოფს ალერგენებისა და ბაქტერიებისგან დაცვას, ზრდის სხეულის ენერგიასა და სისხლში ჟანგბადის დონეს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და აბალანსებს სხეულის ტემპერატურას, რაც, საბოლოოდ, ხელს უწყობს მშვიდსა და უშფოთველ ძილს.

„ენზა ჰოუმში“ სასურველი ავეჯის შეძენა საკმაოდ მისაღებ ფასებშია შესაძლებელი: რბილი ავეჯი იწყება 939 ლარიდან, საძინებლები - 2999 ლარიდან, სასადილო მაგიდები - 599 ლარიდან, მატრასები - 219 ლარიდან, ტექსტილი - 19 ლარიდან.

მაღაზია ელოდება მომხმარებელს ყოველდღე 10:30-დან 20:00 სთ-მდე აღმაშენებლის ხეივნის 90-ში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი