ემუქრება თუ არა საფრთხე ავეჯის ბიზნესს და რა პროგნოზებს აკეთებენ ლიდერი კომპანიები?!

ემუქრება თუ არა საფრთხე ავეჯის ბიზნესს და რა პროგნოზებს აკეთებენ ლიდერი კომპანიები?!

სავალუტო კრიზისმა საქართველოში პრობლემები მრავალ სექტორში წარმოაჩინა და ბიზნეს კომპანიებს სერიოზული საფრხე შეუქმნა. ლარის დევალვაციამ პორდაპირპროპორციულად გააძვირა ლარში შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის დოლარში აღებული სესხების მომსახურეობა. ამას ემატება სამომხმარებლო საგნების ფასების ზრდა, რაც პირველ რიგში გამოწვეულია ამ სეგმენტში იმპორტირებული საქონლის მაღალი წილით. ეს პროცესი ყველაზე ცუდად გაყიდვების სფეროზე აისახა, რადგან ორი უარყოფითი ფაქტორი თანმდევად განვითარდა - მოსახლეობის დასახარჯი თანხების კლება და ფასების ზრდა. იმ დროს როდესაც მთელი ყურადღება გადატანილია პირველადი მოხმარების საგნებზე - სურსათისა და მედიკამენტების გაძვირებაზე, საინტერესოა, რა პრობლემებია გაყიდვების სხვა სფეროებში. რა ხდება ავეჯის სფეროში?! რამდენად იკლო გაყიდვებმა და რას აკეთებენ კრიზისის დასაძლევად?! რას აკეთებენ ავეჯის სახლები მომხმარებლის მოსაზიდად და რამდენად ეფექტურია მათ მიერ განხორციელებული აქციები?! შეიმჩნევა თუ არა ფასების ხელოვნური ზრდა და რა პროგნოზებს აკეთებენ იქ, სადაც ყიდიან კომფორტს?!- ამ ყველაფრის შესახებ ცნობილი იტალიური ავეჯის სახლის, "ვერონას" დირექტორი, ლევან სანიკიძე გვესაუბრა:

–დავიწყოთ იქიდან, რომ ვინაიდან "ვერონაში" ფასები მანამდეც ვალუტაში იყო დენომინირებული, ლარის კურსის დევალვაციის გამო არ შეცვლილა ნომინალური ფასები. რაც შეეხება გაყიდვებს, თებერვლის თვიდან მოყოლებული გაყიდვების მოცულობამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩვენთანაც საგრძნობლად იკლო და კლებამ 20 % შეადგინა. თუმცა, იმის გათვალისწინებით რომ ზოგადად ავეჯის ბაზარზე გაყიდვები 50 %- ით შემცირდა და საერთო ეკონომიკური ფონი ბიზნესს პესიმისტურად განაწყობს, "ვერონაში" გაყიდვების მოცულობის შემცირების დონე ჩვენს საუკეთესო იმიჯზე და სწორ სასეგმენტო პოლიტიკაზე მიუთითებს. ექსპორტით და ტრანსფერებით მიღებული ვალუტის მასის შემცირებამ და ლარის კურსის შესუსტებამ ერთობლიობაში მნიშვნელოვნად შეამცირა მოსახლეობის განკარგვადი/დასახარჯი თანხის მოცულობა. განკარგვადი შემოსავლის შემცირების დროს მომხმარებელი აკეთებს მკაცრ ფილტრაციას და ახარისხებს საჭირო ანუ პირველადი მოხმარების პროდუქტებს და ზოგად სამომხმარებლო საგნებს, რომელშიც შედის ავეჯი, საოჯახო ტექნიკა, ავტომობილები და ა.შ. პირველადი მოხმარების პროდუქციაზე უარის თქმა ძნელია, ხოლო რაც შეეხება სამომხმარებლო ნივთებს - აქ მკვეთრად იცვლება მომხმარებლის ქცევა. მომხმარებელი უფრო მგრძნობიარეა დანახარჯის ეფექტურობის მიმართ და მის საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ხარისხი განსაზღვრავს.

ჩვენ მესამე წელია ვზრუნავთ, ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხი და ინოვაცია, "ვერონას" სწორედ ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო ყველაზე ნაკლებად შეეხო კრიზისი. მომხმარებელმა გადაწყვიტა, დანაზოგი სწორად გააკეთოს: შეიძინოს ხარისხი და ამით ფაქტობრივად გრძელვადიანი ინვესტიცია გააკეთოს.

-რას ფიქრობთ ავეჯის გაყიდვების ბიზნესის უახლოესი პერსპექტივის შესახებ?

-მოვლენები, რომლებიც განვითარდა 2014 წლის ნოემბრიდან, პირველ რიგში გამოიწვევს ზოგად სამომხმარებლო საგნებზე მოთხოვნის შემცირებას. შემცირებული მოთხოვნის პირობებში, გადარჩენის და წარმატების შანსი აქვთ მხოლოდ იმ კომპანიებს რომლებიც თავიანთი ბიზნეს მოდელით შეესაბამებიან კრიზისული პერიოდის მოთხოვნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ აღმაშენებლის ხეივანზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაიხსნა ავეჯის 3- 4 ახალი მაღაზია და რამდენიმე კიდევ გაიხსნება უახლოეს 2 თვეში. ამ შემთხვევაში, "ვერონას" წარმატების საფუძველი არის ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ მომხმარებლის არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე - მიუხედავად "ვერონას" შოურუმის შთამბეჭდავობისა და პრეზენტაბელურობისა, ჩვენი გაყიდვების უდიდეს წილს შეკვეთები შეადგენს. ჩვენ არ შემოგვაქვს პროდუქცია მხოლოდ იმ იმედით, რომ გავყიდით მომავალში, არ ვთავაზობთ მომხმარებელს პროდუქციას დღეს წაღების და სამ თვეში გადახდის პირობით, არ ვახალისებთ ქვეყანაში გამოუმუშავებელი თანხის დახარჯვის პრაქტიკას და არ გვსურს გავაკეთოთ იმპორტი, რომლის აზრიც იქნება ნებისმიერ ფასად მომხმარებელისთვის მიყიდვა. ეს გვაძლევს საშუალებას, მინიმალური საბრუნავი საშუალებებით მაქსიმალურად გავყვეთ ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას, გემოვნებას და ბაზრის დინამიკას. კომპანიების მცდელობა, ე.წ. "უპრეცედენტო" აქციებით გადაირჩინონ თავი, ხანდახან არასერიოზულადაც ჟღერს. გაზრდილი ფასების ფონზე გაკეთებული აქციები ჩვენი სტილი არ არის. ჩვენ არ გატყუებთ და არ გთავაზობთ ექსკლუზიურ ფასდაკლებას, ჩვენ არ ვარეკლამებთ "შოკისმომგვრელად დაბალ ფასებს" და არ გეუბნებით, რომ ხარისხი ძალიან იაფი ღირს. ეს ტყუილია. და ამ ტყუილის დიდიხანია აღარ სჯერა ქართველ მომხმარებელს.

"ვერონას" დირექტორის პროგნოზი დამაიმედებელია: "მაშინ, როცა კომპანია მუდმივ ზრდაზეა ორიენტირებული, კრიზისი ყველაზე ნაკლებად ეხება. შეუძლებელია, ჩავარდეს ბიზნესი, რომელიც ბაზარზე პირველი ქმნის ტენდენციებს და არ ჩერდება. ჩვენ ახლა მილანის ინტერიერის საერთაშორის გამოფენაზე მივდივართ არა მხოლოდ ახალი კონტაქტების მოსაძიებლად, არამედ- სიახლეების გასაცნობად და ჩამოსატანად. იყო მუდმივ მოძრაობაში- ნიშნავს შეინარჩუნო ლიდერის პოზიცია და არ შეგეშინდეს არანაირი კრიზისის".

https://www.facebook.com/verona.tbilisi

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი