ჩვენთან კურსი 1 დოლარი - 1.75 ლარია! – "მეტრა დეველოპმენტი" ბაზარზე ახალი სიტყვით გამოდის

ჩვენთან კურსი 1 დოლარი - 1.75 ლარია! – "მეტრა დეველოპმენტი" ბაზარზე ახალი სიტყვით გამოდის

კომპანია "მეტრა დეველოპმენტი" 2007 წლიდან დამკვიდრდა ქართულ სამშენებლო ბაზარზე და ამ დროიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების სფეროში.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა უკვე მკვეთრად აისახება ყველა ბიზნესზე, ამის მიუხედავად, კომპანია "მეტრა დეველოპმენტი" სრულიად ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს: " ჩვენთან კურსი 1 დოლარი - 1.75 ლარია! ""ლარის დევალვაციის პირობებშიც კი კომპანია აპირებს შეინარჩუნოს სტაბილური გარემო და მომხმარებელს წარმოუდგენელი გადახდის პირობები შესთავაზოს. კამპანიის უპირატესობებსა და სასურველი ბინის შეძენის პირობებზე ინტერპრესნიუსს კომპანია "მეტრა დეველოპმენტის" აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნატალია გლინსკაია ესაუბრება.

ქალბატონო ნატა, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით როგორ მოახერხეთ, რომ მომხმარებელს ასეთი კურსით სთავაზობთ გადახდას?

კომპანია "მეტრა დეველოპმენტის" მიზანი იყო და არის თავის მომხმარებელს მიაწოდოს განსხვავებული და მაღალხარისხიანი პროდუქტი. თუმცა, დღეს არსებული ვითარების ფონზე ჩვენი მთავარი ამოცანაა მომხმარებელს შევუქმნათ მდგრადი და სტაბილური ურთიერთობის პირობები.

ეს აქცია მხოლოდ ერთიანი გადახდისას მოქმედებს თუ განვადების შემთხვევაშიც?

აქცია მოქმედებს როგორც ერთიანი გადახდის პირობებში, ასევე მომხმარებლებს ვთავაზობთ შიდა უპროცენტო განვადებას სახლის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე.

გარდა ფასისა რა უპირატესობები აქვს თქვენს პროექტებს?

1. გარდა ფასისა პროექტ "მეტრა პარკის" უნიკალურობა მდგომარეობს მის ადგილმდებარეობაში. ბაგები უკვე ბევრი მიზეზის გამო საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი გახდა ქალაქში. სუფთა ჰაერი, სივრცე, სიმწვანე და ამავდროულად ქალაქის ცენტრთან სიახლოვე მცირე ჩამონათვალია იმისა თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ბინა "მეტრა პარკში".

პროექტს სხვა უპირატესობებიც გააჩნია, კერძოდ, ჩვენ მომხმარებელებს ვთავაზობთ ბინებს "მეტრა სტანდარტის" პირობებით, რაც გულისხმობს: სრულ თეთრ კარკასს გათბობის სისტემით, რადიატორებით, კონდიციონერით და ხანძარსაწინააღმედო სიგნალიზაციით.

აქციის ფარგლებში რომელი პროექტის ბინებს სთავაზობთ მომხმარებელს?

აქციის ფარგლებში კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ბინებს "მეტრა პარკის" საცხოვრებელ კომპლექსში (მდებარეობა - ვაკე-საბურთალოს რაიონი, ბაგები). " მეტრა პარკის" მყუდრო დასახლება შედგება 5-6 სართულიანი 20 საცხოვრებელი სახლისაგან. თითოეული ბინისსაცხოვრებელი ფართი მერყეობს 59 კვ მ - დან- 215 კვ მ-დე.

როდიდან შეუძლია მომხმარებელს ისარგებლოს ამ კამპანიის პირობებით?

პირველი მარტიდან ყველა მსურველს შეუძლია ისარგებლოს აქციის პირობებით.

Web: http://www.metra.ge

Facebook: https://www.facebook.com/pages/Metra-Development/286622991491324

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი