ERTAD.GE - პროექტი ყველასთვის

ERTAD.GE - პროექტი ყველასთვის

საერთაშორისო საფინანსო კომპანია Vivus.ge საქველმოქმედო სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს უკვე 1 წელია წარმატებით ახორციელებს. ამ ხნის განმავლობაში 12 პროექტი დაფინასდა და ათობით საინტერესო, აქტიური და შემოქმედებითი ადამიანების აღმოჩენა მოხერხდა.

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. კამპანიას საქართველოს მასშტაბითაც უამრავი კომპანია თუ ფიზიკური პირი შეუერთდა. მათ შორისაა ERTAD.GE-ც, რომელიც დღიდან დაარსებისა, აქტიურად უჭერს მხარს როგორც დაუნის სინდრომის, ასევე სხვა შშმ პირების ინტეგრაციაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების მხარდაჭერას.

საქართველოში 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ყოველდღიურად უამრავი საინტერესო იდეა იბადება, თუმცა ეკონომიკური და სხვა პრობლემების გამო ისინი საკუთარი იდეების რეალიზებას ვერ ახერხებენ.

ERTAD.GE კომპანია Vivus.ge-ს პატრონაჟით ყოველთვიურად აძლევს შანსს ადამიანებს მოიპოვონ დაფინანსება 2500 ლარამდე ღია კონკურსში ჩართვის გზით. კომპანია Vivus.ge-მწლიური ბიუჯეტი 50 000 ლარით განსაზღვრა, თვისგანმავლობაშიკიქველმოქმედებისთვის 4000 ლარიაგათვლილი. აპლიკაციის ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები ფორმა ვებ-გვერდ www.ertad.ge-ზეა განთავსებული, რაც კიდევ უფრო ამარტივებს პროექტის განმცხადებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობას.

პროექტის ფარგლებში გასული წლიდან დღემდე დაფინანსდა გარემოსდაცვითი, ადგილობრივი ფოლკლორისა და სოფლის პრობლემების გაშუქებაზე ორიენტირებული პროექტები, ჩატარდა არაერთი ლიტერატურული საღამო, მოეწყო საბავშვო მოედანი და სხვ.პროექტი ღიაა ყველა ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია კულტურის, ხელოვნების, გარემოს დაცვის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობით.

სიკეთე გადამდებია, რასაც პროექტის მიმართ საზოგადოების უდიდესი დაინტერესებაც მოწმობს.

ERTAD.GE სწორედ იმისთვის არსებობს, რომ საქართველოში მცხოვრებმა აქტიურმა ადამიანებმა უკეთეს გარემოში იცხოვრონ და სხვა ადამიანებს ყოველდღიურობა გაუხალისონ. ერთად ვაკეთოთ კარგი საქმეები!

www.ertad.ge

www.vivus.ge

Facebook: ERTAD.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი