Jeans Gallery OUTLET - მუდმივი 50%, -60%, -70% და 80% ფასდაკლება -კიდევ ერთი სიურპრიზი თბილისის მოსახლეობას "ჯინს გალერი ჯგუფისგან"

Jeans Gallery OUTLET - მუდმივი 50%, -60%, -70% და 80% ფასდაკლება -კიდევ ერთი სიურპრიზი თბილისის მოსახლეობას "ჯინს გალერი ჯგუფისგან"

თბილისში, სავაჭრო ცენტრ GTC-ში JEANS GALLERY-ის კიდევ ერთი, ამჯერად აუთლეთ მაღაზია გაიხსნა. მაღაზიაში წარმოდგენილია "ჯინს გალერი ჯგუფში" შემავალი მაღაზიების გასული სეზონის კოლექციები გრანდიოზული ფასდაკლებით. ფასდაკლებული პროდუქციის ქვედა ზღვარი 50% -დან იწყება და 80%მდე ადის. ფასები ტანსაცმელზე 19 ლარიდან , ხოლო ფეხსაცმელზე 39 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ბრენდებს, აქ შეხვდებით მსოფლიოში აღიარებულ და ისტორიულ, ისეთი ბრენდების ორიგინალ პროდუქციას როგორებიცაა: Levis, Lee, Wrangler, Dockers, Vans და ა.შ.. მთლიანობაში 30 ზე მეტი ბრენდი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ კომპანიის მარკეტინგის დირექტორს - ირაკლი მკერვალიშვილს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ ამბები.ge-ს მკითხველს:

"მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მომხმარებლებს და შესთავაზოს სხვადასხვა სიახლე . მარტის თვეში, ახალ სეზონთან ერთად, კიდევ ერთი, ახალი, ამჯერად "აუთლეთ" კონცეფციის მაღაზია წარვუდგინეთ საზოგადოებას.

უშუალოდ "აუთლეთის" გახსნის მიზეზი კი რამოდენიმეა. ყოველი სეზონის ბოლოს, მაღაზიაში რჩებოდა გარკვეული რაოდენობის ფასდაკლებული პროდუქცია, რომლებიც სხვადასხვა ფილიალებში იყო გადანაწილებული. მომხმარებელს, შეზღუდული რაოდენობის გამო , ერთი კონკრეტული პროდუქტის სასურველი ზომის შესაძენად, რამდენიმე მისამართზე უწევდა მისვლა. "ჯინს გალერი აუთლეთის" გახსნით, ჩვენ, ყველა დიდ ფასდაკლებაში მყოფ პროდუქციას ერთ მაღაზიაში მოვუყარეთ თავი, სადაც ზომებშიც და არჩევანშიც უფრო ფართო ასორტიმენტი იქნება. ასევე პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია ჩვენი ონლაინ კატალოგის საშუალებითაც, ამისათვის მომხმარებელი უნდა შევიდეს www.mycatalog.ge-ზე და აირჩოს ფასდაკლებული პროდუქცია.

შესაბამისად, ამიერიდან ყველას ვინც იცის და აფასებს ისტორიულ ბრენდებს, მათ ხარისხს, უყვარს გემოვნებით ჩაცმა, ამასთან ერთად დაბალი ფასი მათთვის მნიშვნელოვანია- შეუძლიათ გვეწვიონ ორბელიანის (ყოფ. კოლმეურნეობის) მოედანთან მდებარე სავაჭრო ცენტ GTC –ში, JEANS GALLERY-ის OUTLET მაღაზიაში; სადაც მუდმივად -50%, -60%, -70% და -80% ფასდაკლებაა, არა მარტო ტანსაცმლისა და აქსესუარების, არამედ ფეხსაცმლის ბრენდების მრავალ მოდელზე. "

მოგეხსენებათ, GOLDEN BRAND-ის ტიტულის მფლობელი Jeans Gallery Group ოც წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და გვთავაზობს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ბრენდებს როგორიცაა: Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Falke, Burlington, Airstep, Ash, Bensimon, Vans და ა.შ.

როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა საუბრისას აღნიშნა, მიუხედვად რეგიონში არსებული ეკონომიკური კრიზისისა, JEANS GALLERY GROUPკვლავ აგრძელებს წინსვლას და გაზაფხულის ბოლოს კიდევ რამდენიმე სიურპრიზს უმზადებს თბილისის მოსახლეობას.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი