გახდი ქველმოქმედი ახალ ნათებასთან ერთად!

გახდი ქველმოქმედი ახალ ნათებასთან ერთად!

1 აპრილიდან, ახალ ნათებაში იწყება აქცია "გახდი ქველმოქმედი ახალ ნათებასთან ერთად!" აქციის ფარგლებში თითოეული მომხმარებელი ავტომატურად ხდება საქველმოქმედო აქციის მონაწილე, რადგან მათ მიერ გადახდილი თანხის 5% გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდ "იავნანაში".

აქცია შეეხება აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ავეჯის სალონში – "ფორუმი ახალი ნათებისგან" წარმოდგენილ ავეჯს, განათებასა და აქსესუარებსაც.

საქველმოქმედო აქცია 20 აპრილამდე გასტანს. კომპანია იმედოვნებს, რომ მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო ღონისძიებაში.

ახალი ნათების საიტიდან და ფეისბუქის გვერდიდან მომხმარებელი შეძლებს შეიტყოს თუ რა შედეგები გამოიღო საქველმოქმედო აქციამ და კონკრეტულად რა კეთილ საქმეს მოხმარდა შემოსული თანხა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საქველმოქმედო აქციით არ შემოიფარგლება ახალი ნათება; კომპანია მომხმარებელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ამ შემოთავაზებით შეგიძლიათ ასევე 1აპრილიდან 20აპრილილამდე ისარგებლოთ.

იხილეთ ბმული: www.newlight.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი