"ორიფლეიმ საქართველოს" წარმატების 15 წელი

"ორიფლეიმ საქართველოს" წარმატების 15 წელი

შვედური კოსმეტიკური კომპანია "ორიფლეიმი" ქართულ ბაზარზე 15-წლიან წარმატებულ მოღვაწეობს აღნიშნავს.

საქართველოში "ორიფლეიმის" 15-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ათასობით ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, ეთანამშრომლობა კომპანიასთან, რისი მეშვეობითაც მათ გაიუმჯობესეს ფინანსური მდგომარეობა და ცხოვრების პირობები, უამრავ ადამიანს მიეცა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ყველაზე სტაბილურ, პერსპექტიულ და მზარდ კომპანიაში. შვედური კომპანია ქართულ ბაზარზე 2001 წელს გამოჩნდა და წლების განმავლობაში "ორიფლეიმის" სავაჭრო ნიშნით წარმოებული პროდუქციის ერთგული მომხმარებელი საქართველოში ათობით ათასი ადამიანი გახდა, რომლებიც დღემდე ერთგული რჩებიან კომპანიის პროდუქციისადმი. "ეს არ იყო ნამდვილად ადვილი გადაწყვეტილება, რადგან იმ დროისთვის ბიზნესკლიმატი და გარემო არ იყო სახარბიელო, განსაკუთრებით შვედური ბიზნესისთვის. მაგრამ კომპანიამ მაინც გადაწყვიტა შემოსვლა ქართულ ბაზარზე, რადგანაც სჯეროდა, რომ ეს იყო ის ბაზარი, სადაც მას წარმატება ექნებოდა და ასეც მოხდა", - აღნიშნა "ორიფლეიმ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ლევან ბოკუჩავამ. მისივე თქმით, გასული წლის შედეგებით, ბრენდის ცნობადობის თვალსაზრისით, "ორიფლეიმი" პირველ ადგილზე იყო.

"ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ევრომონიტორის მონაცემებს და მინდა გითხრათ, რომ ამ მონაცემებით, ბაზრის ლიდერები ვართ. ჩვენი პროდუქცია გათვლილია ნებისმიერ სოციალურ ფენაზე, დაწყებული თინეიჯერებიდან, დამთავრებული - პრემიუმ კლასის მომხმარებლით", - განაცხადა ლევან ბოკუჩავამ. როგორც "ორიფლეიმ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ყოველწლიურად კომპანიას 200-ზე მეტი დასახელების ახალი პროდუქცია ემატება, რაზეც სპეციალისტები სტოკჰოლმში მუშაობენ და 2015 წელსაც ადგილობრივ მომხმარებელს არაერთ ახალ სერიასა და ახალ პროდუქტს შესთავაზებენ. მისივე თქმით, საქართველოს ამარაგებს შვედური და პოლონური წარმოება და ყველა პროდუქცია ევროსტანდარტებზეა გათვლილი.

საქართველოში იუბილეს "ორიფლეიმი" ადგილობრივი მომხმარებლისთვის ცნობილი კოსმეტიკური ხაზის "ჯორდანი გოლდის" განახლებული პროდუქციის პრეზენტაციით შეხვდა. სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ ღონისძიებაზე, "ჯორდანი გოლდის" განახლებული სერია სპეციალურად იუბილესთვის ჩამოსულმა "ორიფლეიმის" კოსმეტიკის ექსპერტმა და ვიზაჟისტმა ანდრის რუსკულისმა წარადგინა. მან ასევე ისაუბრა მოდის წლევანდელ ტენდენციებზე, ჩაატარა ვიზაჟის მასტერკლასი და ქალბატონებს რამდენიმე საჭირო რჩევა მისცა. ანდრის რუსკულისის თქმით, 2015 წლის მთავარი ტრენდი ე.წ. "შიშველი მაკიაჟი", ანუ ბუნებრივი, მსუბუქი ტონალობები იქნება. bpn

"ჯორდანი გოლდის" კოსმეტიკა შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიყენოთ, რითიც მეტ ელეგანტურობას შეძენთ საკუთარ გარეგნობას. ეს არის ლუქს კლასის ახალი პროდუქცია. "შიშველი მაკიაჟი" საუკეთესოა ზაფხულისთვის და მაშინ, როდესაც დილით, ახალგაღვიძებულმა არ იცით, რა ხასიათზე ხართ და რა სტილი გინდათ მოირგოთ დღის განმავლობაში", - აღნიშნავს "ორიფლეიმის" კოსმეტიკური ექსპერტი.

ანდრის რუსკულისი ქალბატონებს ასევე ურჩევს დღის განმავლობაში გამოიყენონ მუქი ყავისფერი, ლურჯი, მწვანე, იასამნისფერი ტუში. მისი თქმით, ამ ფერის ტუშები უფრო გამოკვეთს თქვენი თვალის ფერის. შავი ტუშის გამოყენებას კი ლატვიელი ექსპერტი მხოლოდ საღამოს რვა საათის შემდეგ გირჩევთ. "ორიფლეიმის" კოსმეტიკის ექსპერტის თქმით, მიმდინარე წელს კვლავ აქტუალური რჩება წითელი ფერის ტუჩსაცხი, ასევე ღია ფერის ტუჩსაცხები, რომელიც შეგიძლიათ დღის განმავლობაში რამდენჯერმე ცვალოთ.

15 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ასევე ესტუმრა კომპანია "ორიფლეიმის" კავკასიის ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვას ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას პალმკვისტი. "ორიფლეიმი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში მეათეა პირდაპირი გაყიდვებით და პირველ ადგილზეა ევროპაში. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია ჩვენთის და გვეამაყება, რომ ჩვენს ბიზნესში ბევრი ადამიანია ჩართული. ასევე მოხარულები ვართ, რომ რომ სპონსორობას ვუწევთ თბილისის მოდის კვირეულს. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სტოკჰოლმისა და მოსკოვის მოდის კვირეულებთან", - აღნიშნა ნიკოლას პალმკვისტმა.

"ორიფლეიმ საქართველო" უკვე მეორე წელია თბილისის მოდის კვირეულის კოსმეტიკური მხარდამჭერია. სპეციალურად მოდის კვირეულისთვის "ორიფლეიმის" ვიზაჟისტები იმუშავებენ "ბექსთეიჯში", მოდელების მაკიაჟზე კი კომპანია იზრუნებს და ოფიციალური კოსმეტიკა სწორედ "ორიფლეიმის" იქნება. "მოდის კვირეულზე ორი ძირითადი ხაზით ვიქნებით წარმოდგენილი - "ჯორდანი გოლდი", რომელიც ლუქს კლასის ბრენდია და დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდით - The One, რომელიც გასულ წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე", - განაცხადა "ორიფლეიმ ჯორჯიას" პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა სოფიო ბურძგლამ.

თბილისის მოდის კვირეულზე მომხმარებელს ასევე საშუალება ექნება, საკუთარ თავზე გამოსცადოს "ორიფლეიმის" ახალი პროდუქცია. "ყოველთვის, როდესაც მომხმარებელი სინჯავს ჩვენს პროდუქციას, მერე ჩვენთან რჩება. "ორიფლეიმის" კრედოა - თქვენი ოცნებები - ჩვენი შთაგონებაა. ეს წარმოადგენს ერთგვარ მანიფესტს, რომელიც გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას კლიენტებისა და კონსულტანტების მიმართ", - განაცხადა ნიკალას პალმკვისტმა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი