"პრესიჟენ ავტო სერვისის" ბათუმის ფილიალი გაიხსნა

"პრესიჟენ ავტო სერვისის" ბათუმის ფილიალი გაიხსნა

18 აპრილს "პრესიჟენ ავტო სერვისის" ბათუმის ფილიალი გაიხსნა.

პრესიჟენ ავტო სერვისი არის თანამედროვე ამერიკული ფრენჩაიზ კონცეპცია ბათუმში, ეს არის მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების უნივერსალური სერვისცენტრი. პრესიჟენ ავტო სერვისი დამყარებულია ამერიკულ ორმაგ-"ბეი" სისტემაზე და ითვლება სახელოსნოების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ განლაგებად სადაც ტარდება ავტომობილის მწარმოებლების მიერ მოთხოვნილი ყველა გეგმიური ტექნიკური მომსახურება და კაპოტისქვეშა და მანქანისქვეშა სარემონტო სამუშაოები. მიუხედავად იმისა თუ სად არის ავტომობილი წარმოებული, ა.შ.შ.-ში, ევროპასა თუ აზიაში, პრესიჟენ ავტო სერვისი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის სერვისის სრულ პაკეტს, მოსახერხებელი მომსახურების გარანტიებით, პროფესიონალური და ეთიკური ნორმების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

პრესიჟენ ავტო სერვისი წარმოადგენს ამერიკული სტანდარტების ფრენჩაიზულ სისტემას, რომელიც ფუნქციონირებს მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში, 350-ზე მეტი ფილიალით. პრესიჟენის წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნა 2014 წელს, სერვის ცენტრებით თბილისსა და რუსთავში და წელს იხსნება ბათმუსა და ქუთაისში.

პრესიჟენის თბილისის ფილიალში ფუნქციონირებს საავტომობილო სერვისის ტექნიკური სწავლების ფრენჩაიზული აკადემია, სადაც ტრეინინგები ტარდება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მირ. ქართული წარმომადგენლობა ჩართულია Precision ბრენდის ფრენჩაიზულ ქსელში, სადაც გაერთიანებულია ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ამ მხრივ წარმოადგენს საავტომობილო ცოდნისა და გამოცდილების მდიდარ წყაროს.

პრესიჟენის პროექტი დაფინანსდა ა.შ.შ.-ს მთავრობის საინვესტიციო კორპორაცია "ოპიკ"-ისა და ქართული იბერია ბიზნეს ჯგუფის თანამშრომლობით და წარმოადგენს ამერიკული ბანკის მიერ დაფინანსებულ პირველ ფრენჩაიზულ პროექტს საქართველოში. პრესიჟენის ბრენდის განვითარება რეგიონალური მასშტაბის პროექტია და საქართველოსთან ერთად მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთსაც.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი