პროკრედიტ ბანკის მულტიმედია კუთხის პრეზენტაცია ილიას უნივერსიტეტში

პროკრედიტ ბანკის მულტიმედია კუთხის პრეზენტაცია ილიას უნივერსიტეტში

პროკრედიტ ბანკმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველი ერთობლივი პროექტი განახორციელეს, რომლის ფარგლებში სასწავლებლის E კორპუსში განახლებულ ბიბლიოთეკაში პროკრედიტ ბანკის მულტიმედია კუთხე მოეწყო.

ბიბლიოთეკის სტუმრობა არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ მსურველს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 21:00 საათამდე შეუძლია. იქ მკითხველებს საინტერესო ლიტერატურის მრავალფეროვანი არჩევანი და მყუდრო გარემო ელოდება. აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ბანკმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ფილოსოფიის, ისტორიის, ფინანსების, მხატვრული ლიტერატურის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის შესახებ წიგნების უახლესი გამოცემები გადასცა. გარდა ამისა, კუთხე აღიჭურვა ტექნიკით, რომლის მეშვეობით სტუმრებს აუდიო და ვიდეო ლექციების მოსმენისა და პრეზენტაციების გაკეთების საშუალება ექნებათ.

აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, კონკრეტულად კი სტუდენტებს და ბანკის თანამშრომლებს, მიიღონ განათლება და გაიუმჯობესონ სამუშაო პირობები. სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, პროკრედიტ ბანკისთვის, პოტენციური და არსებული თანამშრომლების პროფესიული და პიროვნული განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ბანკი თანამშრომლების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში 3 მლნ ლარამდე ხარჯავს ყოველწლიურად.

აღნიშნულ შეხვედრაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულ იყო ცნობილი ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი, რომელმაც რამდენიმე საინტერესო წიგნი მიმოიხილა და დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა. პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. „ვამაყობთ იმით, რომ პროკრედიტ ბანკი პირველია ვინც მსგავსი პროექტი განახორციელა. დღეიდან, მულტიმედია კუთხე სრულ მზადყოფნაშია მიიღოს განვითარებაზე ორიენტირებული მკითხველები.“ განაცხადა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა სოფიო კორძახიამ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი