"ხალიკ ბანკი საქართველომ" და Visa-მ უნაღდო ანგარიშსწორების მობილური ტერმინალები დანერგა

"ხალიკ ბანკი საქართველომ" და Visa-მ უნაღდო ანგარიშსწორების მობილური ტერმინალები დანერგა

"ხალიკ ბანკი საქართველომ" და Visa-მ უნაღდო ანგარიშსწორების ტექნოლოგიის "MPOS" მობილური ტერმინალები დანერგა.

დღევანდელ პრეზენტაციაზე Visa-მ და "ხალიკ ბანკი საქართველომ" გამოაცხადეს პირველად საქართველოში, მობილური ექვაირინგის (MPOS mobile point of sale) ერთობლივი პროექტის შესახებ.

როგორც "ხალიკ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ განაცხადა, MPOS არის "ხალიკ ბანკის" და ვიზას ერთობლივი პროექტი, რომელიც ძალიან გააქტიურებს და ხელს შეუწყობს უნაღდო ანგარიშსწორებას.

"ეს არის იგივე პოსტტერმინალები, თუმცა უფრო პატარა და უფრო მარტივად გამოსაყენებელი და რაც ყველაზე მთავარია უფრო იაფი. ეს ხელმისაწვდომი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ეს იქნება ტაქსის კომპანიისთვის, იქნება დისტრიბუციის კომპანიებისთვის სადაც ფიზიკურად ჯიბეში ჩადება იქნება შესაძლებელი ამ მობილური პოსტერმინალის, ეს ხელსაყრელია როგორც ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე ბანკებისთვის და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის", - განაცხადა გეგუჩაძემ.

მისივე თქმით, MPOS აპარატების შეძენა შესაძლებელი იქნება დღეიდან.

"რამოდენიმე კომპანიას უკვე აქვს შეძენლი და დღეიდან შეიძლება ტაქსებში ბენზინგასამართ სადგურებში ამით სარგებლობა, მიტანის სერვისისთვისაც ძალიან საინტერესოა", - განაცხადა "ხალიკ ბანკი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა.

როგორც Visa-ს წარმომადგენელმა თემურ თუსუმხანოვმა აღნიშნა, ახალი პროექტი რომლის დანერგვაც ხდება საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორ გამოვიყენოთ MPOs მოწყობილობა. ახალი მოწყობილობა ბლუთუსით უკავშირება სმარტფონებს ან აიპედებს, იგი IOS ან ანდროიდ ოპერაციული სისტემით და 3,5 პორტით მუშაობს. იგი იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც გადახდის ტექმინალები (პოს ტექმინალები) . ეს სისტემა გამყიდველებს აძლევს საშუალებას, ნებისმიერი Visa ბარათით გადახდის მიღება მობილური ტექნოლოგიით განახორციელონ. ახალ მოწყობილობას ასევე აქვს შესაძლებლობა გადახდა მოხდეს უკონტაქტო ბარათით.

"mPOs როგორც მყიდველებისთვის, ისე გამყიდველებისთვის მოქნილი და კომფორტული ინსტრუმენტია რათა გადაიხადონ და მიღონ გადახდები საბანკო ბარათით. ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენს სისტემას ვამატებთ უკონტაქტო გადახდების მიღების შესაძლებლობას", - განაცხადა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

როგორც პროექტის ინიციატორები ამბობენ, მოწყობილობა ადვილი სატარებელია და შესანახი, იგი მარტივად ინტეგრირდება რთულ საბანკო სისტემებთან.

"mPOs 2013 წელს ამუშავდა ყაზახეთში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი