თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის წიგნის  XVII საერთაშორისო ფესტივალი

28-31 მაისს თბილისის წიგნი სXVII საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის უცვლელი ორგანიზატორი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაა.ფესტივალსტრადიციულად „ექსპოჯორჯია“-ს მე-11 პავილიონიუმასპინძლებს.

წლევანდელ ფესტივალზე ასოციაციის მოწვევით საპატიო სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიანშარჟას წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებიგაერთიანებული ემირატებიდან და გამომცემლები სხვადასხვა არაბული ქვეყნიდან.

გამომცემლობა „ინტელექტის“ მოწვევით ფესტივალს სპეციალური სტუმარი ცნობილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე, ასევე სერბი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩიდა მისი იტალიელი ლიტერატურული აგენტი სტეფანო ბისაჩი ეწვევიან. იასმინა მიხაილოვიჩისრომანის წარდგენა საგამომცემლო პროექტის – „პავიჩი ქართულად“ფარგლებში გაიმართება.

თბილისის წიგნის ფესტივალში მონაწილეობას იღებს 60-მდე გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი, რომლებიც დამთვალიერებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს შესთავაზებენ. ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია 28 მაისს, 1 საათზე გაიმართება.

წლევანდელი ფესტივალი ღონისძიებების სიმრავლითაც გამოირჩევა.იგეგმება ახალი გამოცემების პრეზენტაციები, შეხვედრები ქართველ ავტორებთან, საჯარო კითხვა,სხვადასხვა სახის აქციები, ბლოგერების კონკურსი და დაჯილდოება,საბავშვო კუთხე პატარა მკითხველისათვის და გასართობი პროგრამა.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ქ. თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ფეისბუქ გვერდი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი