ყველა სასკოლო საგანი ერთ ტელევიზორში

ყველა სასკოლო საგანი ერთ ტელევიზორში

დამთავრდა სასწავლო წელი და დაიწყო საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისთვის. უკვე მეოთხე წელია კომპანია სილქნეტმა მომხმარებელს ტექნოლოგიურად თანამედროვე, ახალ თაობაზე მორგებული, შემეცნებითი პროექტი, „საშინაო სკოლა“, შეთავაზა. SilkTV-ის «საშინაო სკოლა» ტელე-მომხმარებლებისთვის საგანგებოდ შეიქმნა და 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით სასკოლო საგნების სრულ პროგრამას მოიცავს: ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ფიზიკა– ქიმია საგნების ჩამონათვალს შარშან ინგლისური ენის სასკოლო კურსი დაემატა. ეს არის მაკმილანის მეთოდით ენის შესწავლის დაწყებითი კლასების პროგრამა. თითოეული გაკვეთილი ინფორმაციული ხასიათისაა და 15–20 წუთს გრძელდება. პროექტში ჩართული საგანგებოდ შერჩეული პედაგოგები გაკვეთილის საფუძვლიანი ახსნის გარდა, აზროვნების და ანალიზის უნარის ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. ამ ვიდეოგაკვეთილების უმთავრესი გამოწვევაც სწორედ ეს არის. მართალია ეს "დისტანციური სკოლა" დიპლომს არ იძლევა, მაგრამ ქულებზე და გამოცდებზე წარმატებით აისახება.

რა ხიბლი აქვს ასეთ სწავლებას და რა არის მისი წარმატების მიზეზი?

“ზიხარ სახლში და ამავე დროს გაკვეთილზე – ეს შესაძლებელი და ამავე დროს ძალიან მოსახერხებელია,” - ამბობს მეცხრეკლასელი გიორგი. “თავისუფალი ხარ გრაფიკის შერჩევაში. ეს ის დროა, როცა ტელევიზორის პულტი ჩემთვის მთავარი ინსტრუმენტია და ამაში მთელი ოჯახი მიწყობს ხელს. არავინ მადგას თავზე, არ მაჩქარებს, რამდენჯერაც საჭიროა, იმდენჯერ გადავახვევ თემას, თავიდან მოვისმენ მასალას და სასურველ მონაკვეთს. თავად შემიძლია სწავლების პროცესი კომფორტული გავხადო. ტემპიც ინდივიდუალურია და მიდგომაც.

“ «საშინაო სკოლის» მომსახურების მისაღებად მომხმარებელი არაფერს იხდის, თუ სარგებლობს SilkTV სერვისით. ეს მეთოდი დისციპლინირებულ, მოტივირებულ მსმენელზეა გათვლილი, რომელიც სკოლაში პედაგოგს უსმენს და სახლში - «საშინაო სკოლას», და რომელიც ცოდნის ასათვისებლად ზედმეტ დროს და ფინანსებს არ ხარჯავს. რევოლუციური იდეა, რომელიც სილქნეტმა თანამედროვე ყოფას მოარგო, ერთ დღეში რამდენიმე საგნის მომზადებაში ეხმარება მოსწავლეს, ასევე შესაძლებელია საატესტატო გამოცდებისთვის მთელი მასალის 2 თვეში გადამეორება. „საშინაო სკოლა“ დინამიური პროექტია, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებს მიყვება და შესაბამისად განახლებადიცაა. SILK TV სერვისს ამჟამად 110 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და არჩეული პაკეტის მიუხედავად, ეროვნული სასკოლო პროგრამა „საშინაო სკოლის“ სახით ყველა მათგანისთვის გააქტიურებულია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

რა თქმა უნდა, „საშინაო სკოლა“ ვერ ჩაანაცვლებს სრულფასოვან სწავლებას და პედაგოგთან ცოცხალ კონტაქტს, თუმცა მოსწავლეებს, რომლებსაც სასწავლო წლის განმავლობაში გარკვეული მიზეზით უწევთ სკოლის გაცდენა, ეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და საგნის ყოველდღიურ ათვისებაში. იქნება ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ პროფესიული სპორტით დაკავება. ასეთი მიზეზი ხშირია მოსწავლის ცხოვრებაში.

ლევანი მე-10 კლასშია და ცეკვაზე დადის. იმის გამო, რომ წელიწადში რამდენჯერმე უწევს გასტროლებზე სიარული, სკოლას ხშირად აცდენს. «ეს პროექტი მეხმარება იმ მასალის ათვისებაში, რომელიც გაცდენის გამო გამოვტოვე. იმისათვის, რომ განვლილ მასალას არ ჩამოვრჩეთ, მასწავლებლები ხშირად «აღდგენებს» გვაწერინებენ. «საშინაო სკოლა» ამ მხრივ არაჩვეულებრივი დამხმარეა. სახლიდან გაუსვლელად, ჩემით ვახერხებ გამოტოვებული მასალის სწავლას და გადამეორებას“.

მას შემდეგ, რაც «საშინაო სკოლას» ინგლისური ენა დაემატა, მეორეკლასელი ირაკლის მშობლებმა SilkTV-ის დადგმა გადაწყვიტეს . «სხვა საგნებს ასე თუ ისე ვუმკლავდებოდით. მივხვდით, რომ ბავშვს უცხო ენის ათვისებაში დამხმარე ჭირდებოდა. იმ მასალას, რომელსაც სკოლაში აძლევენ, ვიდეოგაკვეთილების იდენტურია. ასე პროფესიონალურად ჩვენ ვერ ავუხსნიდით. კარგი დამხმარეა ბავშვისთვის და მშობლისთვის» - ამბობს ირაკლის დედა.

«საშინაო სკოლა» ძალზედ პოპულარული გახდა. პროექტის გაშვებიდან დღემდე პროგრამას ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. თუ გავითვალისწინებთ, იმ ფაქტს, რომ გამოცდების გარდა, მოტივირებული მოსწავლე უამრავ ოლიმპიადაში და ნებაყოფლობით ტესტირებებში იღებს მონაწილეობას, SilkTV-ის „საშინაო სკოლის“ სერვისი მათთვის ყველაზე ხელმისაწვდომი „რეპეტიტორია.“

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი