მომხმარებელთა თხოვნით აქცია განახლდა! შეავსე ონლაინ განვადება 2 წუთში და მიიღე Carrefour-ის 100 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი საჩუქრად

მომხმარებელთა თხოვნით აქცია განახლდა! შეავსე ონლაინ განვადება 2 წუთში და მიიღე Carrefour-ის 100 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი საჩუქრად

მომხმარებელთა თხოვნით, ტექნიკის ონლაინ მაღაზია Deals.ge კარფურის სასაჩუქრე ვაუჩერების აქციას აგრძელებს. აქციის პირობები უცვლელია - ყველა მომხმარებელს, რომელიც მაღაზიის ოფიციალურ საიტზე Deals.ge შეავსებს რესპუბლიკა ან ლიბერთი ბანკის უპროცენტო განვადების ონლაინ აპლიკაციას არანაკლებ 500 ლარის ღირებულების პროდუქტებზე, საჩუქრად გადაეცემა ჰიპერმარკეტ კარფურის 25-დან 100 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი. ვაუჩერის გაცემა ხდება განვადების დამტკიცებისთანავე. ამასთან, მომხმარებელი ყოველ დამატებით 500 ლარიან ონლაინ განვადებაზე მიიღებს დამატებით 25 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს. ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია კარფურის ნებისმიერ ჰიპერმარკეტში, 1 წლის განმავლობაში.

აქცია 20 აპრილიდან მიმდინარეობს და კარფურის სასაჩუქრე ვაუჩერები უკვე უამრავ მომხმარებელს გადაეცა.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ონლაინ მაღაზიის ოფიციალურ ვებგვერდს Deals.ge და შეავსეთ განვადების ონლაინ აპლიკაცია. შესაძლებელია კალათაში რამოდენიმე პროდუქტის მოთავსება და აპლიკაციის შევსება პროდუქტთა ჯამურ ღირებულებაზე. აქცია ვრცელდება რეგიონებზეც და მოქმედებს მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

აქციას არაერთი უპირატესობა აქვს, რაც სასაჩუქრე ვაუჩერის გარდა მოიცავს პროდუქციის უფასოდ მიწოდების სერვისს თბილისის მასშტაბით. ამასთან, განვადების პირობები არის მოქნილი და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებელთა ინტერესებზე. რესპუბლიკა ბანკის შემთხვევაში აპლიკაციებზე არ არის პირველადი შენატანი და დამტკიცების საკომისიო. ასევე, განაცხადის შევსება ხდება სულ რაღაც 2 წუთში, ხოლო პასუხს მომხმარებელი იღებს აპლიკაციის შევსებიდან 60 წუთის განმავლობაში.

კომპანია Deals.ge წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ მაღაზიას, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში 2014 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. მაღაზია მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო ტექნიკას (პურის საცხობებს, მიკროტალღურ და ელექტრო ღუმელებს, აეროგრილებს, ხორცსაკეპებს, ტელევიზორებს, მაცივრებს, ეპილატორებს, სამედიცინო და აგროკულტურულ ტექნიკას, საკერავ მანქანებს და ა.შ.) და საყოველთაოდ ცნობილ ბრენდებს: SAMSUNG, LG, SONY, PHILIPS, PANASONIC, BEKO და სხვა. კომპანიის უპირატესობაა მოქნილი და ეფექტური მიწოდების სერვისი როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, გადახდის მარტივი და მრავალფეროვანი პროცედურები, ონლაინ და შიდა განვადების განვადების სისტემა. გარდა ონლაინ სივრცისა, Deals.ge წარმოდგენილია ფიზიკური მაღაზიის სახითაც, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს ფიზიკურად დაათვალიეროს და შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი.

ონლაინ მაღაზია Deals.ge

ქ.თბილისი, ც.დადიანის 7, ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“, 207ბ

ტელ: 2 422 333

ელ.ფოსტა: contact@deals.ge

https://www.facebook.com/deals.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი