ბარამბინოს ყოველწლიური ნაყინის ფესტივალი წელსაც გაახარებს პატარებს

ბარამბინოს ყოველწლიური ნაყინის ფესტივალი წელსაც გაახარებს პატარებს

ბარამბინოს ყოველწლიური ნაყინის ფესტივალი წელსაც გაახარებს პატარებს და რეგიონებს მეგობრებთან ერთად ბარამბინოს ბიჭუნა ესტუმრება. ბავშვებს დახვდებათ გასართობი

შოუ-პროგრამა, საყვარელი ზღაპრის გმირები, ანიმატორები, რომლებიც მათ განწყობაზე იზრუნებენ. ნაყინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სპექტაკლ „მეკობრეები და ბარამბინო“-ს პრემიერა, ასევე დრამერების შოუ.

სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში სტუმრებს დახვდებათ ოჩოფეხები და შესაძლებლობაა ექნებათ პატარებს გაერთონ სხვადასხვა თამაშით: მაგიდის ჰოკეი, გასაბერი ბატუტები, სახეზე მოხატვა. ფესტივალის ბოლოს შეკრებილ სტუმრებს ბარამბინო ნაყინით გაუმასპინძლდება.

ბარამბინოს ნაყინის ფესტივალის თარიღები და ლოკაციები:

28 ივნისი (კვირა) გორი - სტალინის ბაღი, შადრევნებთან - დასაწყისი: 19:00 სთ

4 ივლისი (შაბათი) ზესტაფონი - თეატრის მიმდებარე ტერიტორია - დასაწყისი 19:00 სთ

5 ივლისი (კვირა) ზუგდიდი - დადიანების ახალი ბაღი - დასაწყისი 19:00 სთ

9 ივლისი (ხუთშაბათი) თელავი - ერეკლეს სასახლის მიმდებარე ტერიტორია - 19:00 სთ

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი