საქართველოში შექმნილი ახალი საერთაშორისო ტურისტული სააგენტო ”08 თრეველი” მსურველებს კოსმოსში მოგზაურობასაც სთავაზობს

საქართველოში შექმნილი ახალი საერთაშორისო ტურისტული სააგენტო ”08 თრეველი” მსურველებს კოსმოსში მოგზაურობასაც სთავაზობს

საინფორმციო ცენტრ “118 08”-ს დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 608 ტურისტული კომპანიაა. რამდენიმე დღეა მათ რიცხვს საერთაშორისო ტურისტული კომპანია ”08 თრეველი” შეუერთდა. ახალ სააგენტოს ასეულობით კონკურენტისგან სანდოობა, წარმოუდგენელი ხელსაყრელი პირობები და შეთავაზებები გამოარჩევს.

გარდა სტანდარტული ტურებისა, ამაზონის ჯუნგლები, საჰარის უდაბნო, ჰიმალაის მთები, ანტარქტიდა, პაკაიას ვულკანი, კოსმოსი, - ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც ”08 თრეველი” მოქალაქეებს მოგზაურობას სთავაზობს.

კონკრეტულ შეთავაზებებზე საუბარი შეიძლება საჭირო არც იყოს, რადგან სააგენტო მომხმარებლებს მათი სურვილის, შესაძლებლობის, გემოვნების, მოთხოვნების გათვალისწინებით ტურებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით დაუგეგმავს. ხელსაყრელ პირობებს საერთოშორისო დონეზე გაფორმებული ექსკლუზიური შეთავაზებები და სანდოობა განაპირობებს. ახალი კომპანია საინფორმაციო ცენტრ ”118-08”-ს ბაზაზე შეიქმნა, რაც უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციისა და კონტაქტების ფლობას გულისხმობს.

გიორგი ქოჩლაძე, საერთაშორისო ტურისტული კომპანია ”08 თრეველის” დირექტორი:

- დღის განმავლობაში საინფორმაციო ცენტრ ”118 08”-ში შესული ზარების გარკვეული ნაწილი ტურისტული ინფორმაციის მოთხოვნას უკავშირდება. ასეულობით ადამიანს აინტერესებს ამ ტიპის მონაცემები, ბილეთის ფასი, ტურები სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ. ზარების რაოდენობამ და მოქალაქეების ინტერესმა ტურისტული სააგენტოს შექმნა გვაფიქრებინა. შესაბამისად, რამდენიმე დღეა საინფორმაციო ცენტრ ”118-08”-ს ბაზაზე საერთაშორისო ტურისტული სააგენტო ”08 თრეველი” შეიქმნა, რომელსაც სათავეში გამოცდილი მენეჯმენტი ჩაუდგა.

- საქართველოში 608 ტურისტული კომპანიაა, მათგან 484 თბილისში ოპერირებს. რა უპირატესობას ფლობთ ასეულობით კონკურენტთან შედარებით?

- ეს არის სანდოობა, გამოცდილება, პირდაპირი საერთაშორისო ხელშეკრულებები. ჩვენი მომსახურება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. კომპანია ორიენტირებულია გამორჩეული ხარისხის მომსახურებაზე, როგორც გარე, ასევე, შიდა ტურიზმზე. ჩვენი პირდაპირი საერთაშორისო კავშირები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს შევთავაზოთ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები. „08 თრეველის“ უმთავრესი უპირატესობაა, როგორც დაბალ ბიუჯეტიან, ასევე საშუალო და განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებლებს ზედმიწევნით ზუსტად და პროფესონალურად შევურჩიოთ მასზე მორგებული ტური მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ დავამყარეთ პირდაპირი და უმეტეს შემთხვევაში, ექსკლუზიური კონტაქტები მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო სატრანსპორტო და ტურისტულ კომპანიებთან. მსხვილ ტურ-ოპერატრებთან ექსკლუზიური ხელშეკრულებები ყველაზე დაბალ ფასებსა და ხელსაყრელ პირობებს განაპირობებს. გვაქვს პირდაპირი ურთიერთობები რამდენიმე სასტუმროსთან, შესაბამისად, მათგან გარანტირებული საუკეთესო ფასები გვაქვს.

- ერთია, რომ მოქალაქეებს მოგზაურობას მათი სურვილების შესაბამისად უგეგმავთ. რას სთავაზობთ მათ, ვინც თქვენთან კონკრეტული მოთხოვნების გარეშე მოდის?

- უმნიშვნელოვანესია მგზავრის სურვილების ბოლომდე გაგება. ზოგს ღამის კლუბები და თავგადასავლები სურს, ზოგს კი მშვიდი გარემო. მგზავრის სურვილის და ბიუჯეტის დაზუსტების შემდგომ ვთავაზობთ არჩევანის გაკეთების საშუალებას ბევრი სხვადასხვა შემოთავაზებიდან. გვაქვს ექსკლუზიურად გამორჩეული გამოცდილება სამთო-სათხილამური კურორტებზე. პირადად დათვალიერებული გვაქვს სხვადასხვა ევროპული სამთო-სათხილამურო კურორტები და შეგვიძლია გავცეთ ყველაზე კვალიფიციური რჩევები მგზავრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ტურების გარდა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ავიაბილეთებს, ჯანმრთელობის დაზღვევას, საექსკურსიო მომსახურებას, მანქანის ქირაობას... ყველაფერს, რაც ტურისტს ჭირდება კომფორტული დასვენებისთვის. ჩვენი მომსახურების ჩამონათვალში შედის, როგორც სტანდარტული ტურები, ასევე პრაქტიკულად ყველა სახეობის ტური, თუ ექსკურსია, როგორებიცა მაგალითად: სათავგადასავლო, კულტურული, პილიგრიმული, სპორტული, მუსიკალური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, საქორწილო და სხვა ტურები. აგრეთვე, ტურები სამყაროს ყველაზე ეგზოტიკურ ადგილებში. შესაძლებელია ცნობილი შემსრულებლების, მაგალითად მადონას კონცერტზე ან სპორტულ შეჯიბრებებზე დასწრება.

- ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მოდით, საქართველოში ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე - ეგვიპტისა და თურქეთის ტურებზე ვისაუბროთ. რა ჯდება ამ ქვეყნებში დასვენება?

- გვაქვს სტანდარტული შეთავაზებები და აქციები. აქციის პირობებში ეგვიპტესა და თურქეთში დასვენება შესაძლებელია 175 დოლარიდან. ამ თანხაში შედის ერთ კვირიანი სრული პაკეტი. სტანდარტული პირობებით კი ეგვიპტეში დასვენება შესძლებელია 320 დოლარიდან, თურქეთში კი 260 დოლარიდან.

- რას სთავაზობთ მათ, ვინც ბავშვებთან ერთად დასვენებას ამჯობინებს?

- შარმ ელ შეიხში ოთახში ერთი, 12 წლამდე ბავშვის განთავსება უფასოა. მეორე ბავშვზე კონკრეტული სასტუმროს ფასდაკლება, შესაძლოა 30-დან 70 პროცენტამდე მერყეობდეს. თურქეთშიც ფასდაკლება დამოკიდებულია სასტუმროზე და ბავშვის ასაკზე. ყველა შემთხვევაში ბავშვებზე ფასდაკლება მოქმედებს. გარდა ამისა, ბავშვებს ვთავაზობთ მოგზაურობას ნებისმიერ დისნეი ლენდში და ასევე საკრუიზო გემზე, სადაც დისნეი ლენდი, გასართობი პარკები და ატრაქციონებია განთავსებული. შესაძლებელია ტური პარიზში, ასტერიქსისა და ობელიქსის პარკში.

- ახლა ვისაუბროთ სპეციალური, ეგზოტიკური, არასტანდარტული შეთავაზებების შესახებ. როგორც გავიგე, მოქალაქეებს კოსმოსში მოგზაურობას პირდებით.

- აშშ-ში გვაქვს პირდაპირი ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც ამ ტურს უზრუნველყოფს. "ნულოვანი გრავიტაციის ტური" იძლევა შესაძლებლობას, სპეციალური შატლი/თვითმფრინავით, ადამიანებმა იფრინონ ატმოსფეროს ზედა შრეებისა და ღია კოსმოსის საზღვარზე. ეს კი, თავის მხრივ, მათ აძლევს საშუალებას განიცადონ ე.წ. "ნულოვანი გრავიტაცია", ანუ სრული უწონადობა, როგორც ასტრონავტებმა.

- რა ღირს ეს მომსახურება?

- ფასი ძალიან ბევრ დეტალზეა დამოკიდებული, მაგრამ, საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ, ამერიკაში მგზავრობის, განთავსების და აღნიშნული ტურის მთლიანი ღირებულება 7,500 დოლარიდან იწყება. გარდა ამისა, შესაძლებელია მოგზაურობა დედამიწის ყველაზე ამოუცნობ და უკაცრიელ კონტინენტზე, ანტარქტიდაზე არქტიკული ცხოველების გარემოცვაში. ასევე, გვაქვს ტურები პაკაიას ნაციონალურ პარკში, სადაც მოგზაურებს ვულკანის პლატოზე გავლისა და ლავის მოქმედი მდინარის ნახვის შესაძლებლობა აქვთ. ამაზონის ჯუნგლებში 4 დღიანი ექსკურსიის ღირებულება 850 ევროდან იწყება. რაც შეეხება პილიგრიმულ ტურებს, ისრაელში სააღდგომო ტურის ღირებულება 975 ევროდან იწყება.

- თუ ისარგებლებენ ფასდაკლებით ჯგუფები?

- ჯგუფურ ტურებზე მომხმარებლებს განსაკუთრებულ მომსახურებასა და განსაკუთრებულ ფასდაკლებას ვთავაზობთ. ფასადკლების მოცულობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ადგილდებარეობასა და ბიუჯეტზე.

- თუ გაქვთ შეთავაზებები საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის?

- რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ შემოდგომიდან, ჩვენს მომსახურებას სასწავლო, პროფესიული შეთავაზეებებიც დაემატება მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის.

- რაც შეეხება შიდა ტურებს, ალბათ, ამ შემთხვევაშიც არჩევანი შეუზღუდავია.

- ”118 08”-ს ბაზიდან გამომდინარე, ვიცით ყველა გიდის, ყველა სასტუმროს, ყველა ავტობუსის ნომერი. მსგავსი ბაზა საქართველოში არავის აქვს. შესაძლებელია მოგზაურობა ყველგან, მათ შორის, ყაზბეგში, რაჭაში, სვანეთში, აჭარაში, კახეთში...

- როგორია გადახდის პირობები, შესაძლებელია თუ არა განვადება?

- მომსახურების მიღებისას შესაძლებელია 0%-იანი განვადება. მათ შორის, 3-დან 24 თვემდე. გვაქვს ასევე გადახდის მარტივი მეთოდი, ანგარიშსწორება შესაძლებელია ბანკში მიუსვლელად, ჩვენს ოფისში მდებარე ”ფეი ბოქსის” მეშვეობით.

საერთაშორისო ტურისტული კომპანია ”08 თრეველი” ჭავჭვაძის 16-ში მდებარეობს. აღნიშნულ მისამართზე განთავსებულ ოფისში, სასიამოვნო, თანამედროვე გარემოში მისულ მოქალაქეებს გამოცდილი და პროფესიონალი პერსონალი მოემსახურება. მათ ჩაცმულობაზე დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ იზრუნა. სააგენტო მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე, თუმცა სამომავლოდ, კომპანია 24 საათიან მომსახურებაზე გადასვლას გეგმავს, რათა მომხმარებელმა ავიაბილეთის, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის, ტურისა და ყველა სახის ტურისტული მომსახურების მიღება 24 საათიან რეჟიმში მოახერხოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საინტერესო და ყოველთვის სიურპრიზებით სავსე იქნება კომპანიის ”ფეისბუქ” გვერდიც “08 თრეველი - 08 Travel”, რის გამოც, მომხმარებელს გვერდის მოწონებას ურჩევენ. დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომრებზე: 2-08 ან 118-08.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი