ტერასების გახსნის ღონისძიება ფუნიკულიორზე

ტერასების გახსნის ღონისძიება ფუნიკულიორზე

3 ივლისს, 21:00 საათზე, კომპლექსი ფუნიკულიორი გეგმავს ლაუნჯ-ბარის ტერასების გახსნის ცერემონიალს. ღინისძიების გენერალური სპონსორია სს "თბილღვინო".

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია, თანამედროვე ქართული მუსიკალური ტრენდის "SVANSIKH"-ის კონცერტი, ლაუნჯის ახალი მენიუს პრეზენტაცია და უგემრიელესი ფურშეტი, ასევე კომპანია "თბილღვინოს" უნიკალური კოლექციიდან სხვადასხვა ბრენდის ღვინოს დეგუსტაცია. საკონცერტო ნაწილის შემდეგ კი გაიმართება DJ ბაჩო სვანიძის 3 საათიანი მუსიკალური სეტი.

ღონისძიებას, სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრებიან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მასზე დასწრება ასევე შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისათვის. ბილეთის ფასია 30 ლარი. ადგილების შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, სასურველია ბილეთის წინასწარ დაჯავშნა/რეზერვაცია ნომერზე: 2980000; 577744400; ბილეთის შეძენა შესაძლებელია ფუნიკულიორის კომპლექსში და ასევე ონ-ლაინ, ვებ-გვერდზე: biletebi.ge;

ფუნიკულიორის ლაუნჯ-ბარი, ყოველ პარასკევს, რეგულარულად გამართავს მოთხოვნადი და პოპულარული შემსრულებლებისა და მუსიკალური ბენდების საღამოებს, მუდმივად შესთავაზებს სტუმრებს უამრავ სურპრიზებს, უგემრიელეს მენიუს და დაუვიწყარ საღამოებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი