თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევა - "ავერსმა" კიბოს სამკურნალო წამალი შემოიტანა

თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევა - "ავერსმა" კიბოს სამკურნალო წამალი შემოიტანა

საქართველოში კიბოს სამკურნალო წამალი "რიგვირი" (Rigvir) დარეგისტრირდა. მედიკამენტი ჩვენს ქვეყანაში ფარმაცევტულმა კომპანიამ "ავერსმა" შემოიტანა. აღნიშნული პრეპარატის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, "რიგვირის" მწარმოებელი ფირმის წარმომადგენლებმა და საქართველოს კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტმა, დერმატოლოგმა ლალი მეკოკიშვილმა ისაუბრეს.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ეს არის მსოფლიოში პირველი წამალი, რომელიც ონკოლოგიის სრულიად ახალ მიმართულებას - ვიროთერაპიას წარმოადგენს. რაც შეეხება ვიროთერაპიას, მათი განცხადებით, ის უკვე მყარად დამკვიდრდა ლატვიაში, სადაც "რიგვირი" მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებადაა მიჩნეული.

მედიკამენტთან დაკავშირებით "რიგვირის" მწარმოებელი ფირმის წარმომადგენელმა, ლატვიელმა პროფესორმა ივარს კალვინსმა ვრცელი პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, პირველი კვლევები ვიროთერაპიაში ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაიწყო, როდესაც ლატვიელი მეცნიერები იკვლევდნენ ვირუსების მიერ კიბოს უჯრედების განადგურების შესაძლებლობებს. 2004 წელს შეგროვდა საჭირო მტკიცებულებები, რის შედეგადაც წამალი "რიგვირი " დარეგისტრირებული იქნა ლატვიაში და 2008 წლიდან იგი მთლიანად ხელმისაწვდომი გახდა ლატვიელი პაციენტებისთვის.

მისივე თქმით, ვიროთერაპია ეს არის კიბოს მკურნალობის მეთოდი, სადაც გამოიყენება ვირუსები, რომლებსაც შეუძლიათ მიაგნონ კიბოს უჯრედებს, შეაღწიონ მათში და გაანადგურონ ისინი. კიბოს მკურნალობის აღიარებულ სხვა მეთოდებთან შედარებით ვიროთერაპია წარმოადგენს პაციენტისთვის გაცილებით უსაფრთხო თერაპიას.

"რიგვირი" გამოიყენება კიბოს შემდეგი სახეობების სამკურნალოდ - მელანომა, კუჭ-ნაწლავის კიბო, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, თირკმლის კიბო, საშვილოსნოს კიბო, შარდის ბუშტის კიბო, ფილტვის კიბო, პროსტატის კიბო, სარკომის რამდენიმე სახეობა (ლიმფოსარკომა, ანგიოსარკომა, რეტიკულოსარკომა, რაბდომიოსარკომა). რიგვირის გამოყენება შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებში. მხოლოდ, ონკოლოგების და იმუნოლოგების მკაცრი კონტროლის ქვეშ", - განაცხადა კალვინსმა და დასძინა, რომ "რიგვირის" კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოობა დადასტურდა რამდენიმე ათასი პაციენტის მკურნალობისას.

როგორც პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ივარს კალვინსმა აღნიშნა, საქართველოს შერჩევა შემთხვევით არ მოხდა.

"ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან გამოირჩევა იმით, რომ აქ ჯანდაცვის ორგანოები არ არის კორუმპირებეული", - აღნიშნა კალვინსმა.

როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, პრეპარატი "რიგვირი" 2015 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტი შექმნილია ლატვიელი მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან.

"2008 წელს ის დარეგისტრირდა ლატვიაში და რამდენიმე ათას პაციენტზე არის მიღწეული საკმაოდ კარგი ეფექტი. მისი უპირატესობა არის ის, რომ ეს არ არის ქიმიური პრეპარატი, ეს არის სპეციალურად გამოყვანილი ვირუსი, ოღონდ არა გენმოდიფიცირებული. ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ეს ვირუსი ეძებს და პოულობს კიბოს უჯრედებს და ანაგდურებს მათ. ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ არის ძალიან ეფექტური კიბოს უჯრედების წინააღმდეგ, არ აქვს გვერდითი მოვლენები, არის მთლიანად უსაფრთხო, აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და მოქმედებს ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როდესაც ალტერნატიული მკურნალობის გზები შედეგს არ იძლევიან", - განაცხადა კურტანიძემ.

როგორც საქართველოს კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტმა, დერმატოლოგმა ლალი მეკოკიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმყოფებოდა რიგაში ტრენინგზე "რიგვირთან" დაკავშირებით.

"ეს პრეპარატი არის მელანომის სამკურნალოდ მოწოდებული, გახლავთ ძალიან საინტერესო კონცეფცია იმიტომ, რომ ვირუსი ანადგურებს ამორჩევითად სიმსივნის უჯრედებს. საქართველოში მელანომით დაავადებული პაციენტები უპირატესად გვიან სტადიებში ვლინდება. ეს გახლავთ ის სიმსივნე, რომელიც ძალიან ძნელად ექვემდებარება არსებულ ქიმიოთერაპიულ თუ რადიოთერაპიულ მეთოდებს, ამიტომ ნებისმიერი ახალი კონცეფცია არის ძალიან საინტერესო მითუმეტეს, როდესაც პრეპერატის მიღებას არ ახლავს გვერდითი მოვლენები. ჩვენ ქვეყანაში ამ წამლის გამოცდილება ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ჩვენი კოლეგების გადმოცემით, ეს არის პრეპარატი, რომლის მიღებას თან არ ახლავს გვერდითი მოვლენები, გარდა უმნიშვნელო ცხელებისა. ჩვენ ველოდებით შედეგებს, თუ რა გვექნება საქართველოში და როგორ გამოიყენებენ ამ წამალს ქართველი ექიმები", - განაცხადა მეკოკიშვილმა.

პრეპარატი "რიგვირი" ფარმაცევტული კომპანია ავერსის სააფთიაქო ქსელში, კონკრეტულად კი დავით აღმაშენებლის #148-ში მდებარე აფთიაქში იყიდება.

R

შენამდე და შენთან ერთად  ანუ  ნამდვილი სიყვარულის ამბები “მარილისში”

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები რესტორნებს არჩევენ

„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა