უსაფრთხოება - მთავარი ფაქტორი თანამედროვე ურბანული განვითარებისათვის

უსაფრთხოება - მთავარი ფაქტორი თანამედროვე ურბანული განვითარებისათვის

13-14 ივნისის ღამეს, საქართველოში საშინელი ბუნებრივი კატასტროფა მოხდა რამაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა და თბილისს დიდი ზიანი მიაყენა.ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ღვარცოფიდა მეწყერი გამოიწვია. მთის მდინარე ვერე ნაპირებიდან სწრაფად გადავიდა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დატბორა ზოოპარკი, ქუჩები და შენობები. ამის პარალელურად დაზიანდა ელექტროენერგიის მიწოდების სისტემაც.

დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს გაუმკლავდეს საგანგებო მდგომარეობის შედეგებს და ყურადღებით ჩაატარებს მომხდარის შესახებ გამოძიებას, რათა აღარ დაუშვას მსგავსი ტრაგედიის განმეორება. უძველესი თბილისის უნიკალურ სილამაზეს და საუკუნოვან ღირსებას სჭირდებაარამხოლოდ რესტავრაცია, არამედ ისეთიუსაფრთხოების სისტემის დანერგვაც, როგორსაც ურბანული განვითარების თანამედროვე ნორმები მოითხოვს ახალი სახლებისა და მიკრორაიონების მშენებლებისას.

ამ მხრივ საყურადღებოა ის, თუ რას გვთავაზობს უსაფრთხოების მხრივ საერთაშორისო სამშენებლო და დეველოპერული კომპანია AS GroupInvestment-ისაცხოვრებელი კომპლექსის ”დირსის” ადგილას, რომელიც ისნის რაიონში მდებარეობს.

დავიწყოთ ყოველდღიური, ერთი შეხედვით შიდა საკითხებით, რომლებიც ფაქტობრივად "X" საათში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

”დირსის” პირველი მშენებლობის ეტაპზე, რომელიც 2 500 საცხოვრებელ ბინას მოიცავს, მშენებელმა 1 677 მეტრის სიგრძის კანალიზაცია და 70 ჭა ააშენა. კოკისპირული წვიმა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, ვერ წარმოქმნის საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სერიოზულ გუბეებს.

კანალიზაციის შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ საკანალიზაციო სისტემა ქალაქის მთავარი საკანალიზაციო მაგისტრალის დაბლა მდებარეობს. თუმცა, ეს არ არის პრობლემა. კომპანია AS GroupInvestment-მა უზრუნველყო არამხოლოდ 2 285 მეტრის სიგრძის დაყოფილი საკანალიზაციო ქსელი 81 ჭით, არამედ არაერთი ძვირადღირებული პროექტი წარადგინა, რომელიც ობიექტის სანიტარულ უსაფრთხოებას ზრდის. სატუმბი სადგური შეუფერხებლად ქაჩავს კანალიზაციას ქალაქის მთავარი მაგისტრალის დონემდე, თუმცა საავარიო სიტუაციებში ავტომატურ და მექანიკურ რეჟიმში იწყებს მუშაობას სარეზერვო საკანალიზაციო გადატვირთვის სისტემები.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა წყლის მიწოდების სისტემა. დავიწყოთ მილებით, რომლებიც გამძლე მასალისგან არის დამზადებული და გრძელვადიანია. იგი არ იჟანგება და ბიოლოგიურად მავნე ნივთიერებების აკუმულაციას არ იწვევს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლში ადამიანები არასოდეს დარჩებიან წყლის გარეშე ყველაზე რთულ დროსაც კი. აქ ყოველთვის არის წყლის მუდმივი (საავარიო) მარაგები.

რაც შეეხება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს, კომპლექსში, ექვსი მიწისქვეშა სახანძრო ჰიდრანტია განთავსებული. თითოეული საცხოვრებელი სახლი დაკავშირებულია ხანძარსაწინააღმდეგო მაგისტრალურ სისტემასთან, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მიუერთდეს სახანძრო მანქანა, რომელიც წყალს ალტერნატიული წყაროდან ქაჩავს. . თითოეული სართულის კიბის გისოსში განთავსებულია კარადა, რომელშიც სახანძრო შლანგებია მოთავსებული. მცირე ზომის ხანძრის შემთხვევაშიც კი ირთვება სახანძრო სიგნალიზაციის და ხანძრის ავტომატური ჩაქრობის სისტემები, ასევე სპეციალური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კვამლის სპეციალური მილებიდან ავტომატურ გაქრობას.

ცნობილია რომ მთებში ღრუბლების აქტიურობა უფრო მაღალია. ამიტომაც, სამშენებლო კომპანიამ, რომელიც მაღალსართულიან სახლებს აშენებს, ”დირსიში” გაითვალისწინა მეხსაწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟება. დღეისთვის, ხუთივე სისტემა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რაც უზრუნველყოფს მთელი საცხოვრებელი ტერიტორიის დაცვას.

იმისათვის რომ დაიზოგოს ოჯახის ბიუჯეტი, ყველა საცხოვრებელ ბინაში არის დამონტაჟებული გაზის გამათბობლები. მისი გამოყენების უსაფრთხოება განპირობებულია იმით, რომ თითოეულ კორპუსში დამონტაჟებულია ბუნებრივი აირის წნევის დამოუკიდებელი მარეგულირებლები.

”დირსი” ამაყია იმით რომ ქალაქს მისი სახით პირველი ბულვარი შეემატა, რომელსაც რეკრეაციული დანიშნულება ექნება. აქ განსაკუთრებულისიმყუდროვედა კომფორტი იგრძნობა. მალე კომერციული ობიექტები - კაფე, რესტორნები, პატარა მაღაზიები, სილამაზის სალონები დაიწყებს მუშაობას. მდინარისკენ დაქანებული 350-მეტრიანი ფერდობი გამაგრებულია საყრდენი კედლით, რომელიც ზემოდან გალამაზებულია გრანიტით, სადაც დამონტაჟებულია მაქმანებიანი სანათები.

და ბოლოს შევეხებით ელექტროენერგიით მომარაგების საკითხს. ადამიანები ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩებიან. თითოეულ სახლს აქვს ელექტროენერგიის მიწოდების საგანგებო სისტემა, რომელიც ავტომატურად ირთვება და ნებისმიერ შემთხვევაში აწვდის კვების წყაროს იმ მოწყობილობას, რომელიც წყლის მიწოდებას, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ჩართვას და თითოეულ საცხოვრებელ კორპუსში მინიმუმ ერთი ლიფტის მუშაობას უზრუნველყოფს.

ახლა კი თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთ პრინციპულ ტექნოლოგიურ საკითხზე შევჩერდებით. ჰოლდინგმა AS GroupInvestment-მა საცხოვრებელი კომპლექსის ”დირსის” მშენებლობისას სეისმურად საშიში ზონისთვის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები გამოიყენა. შენობას შეუძლია 8-9 ბალამდე მიწისძვრას გაუძლოს. სწორედ ეს სიმძლავრე იწვევს შენობებში ბზარის გაჩენას, კარნიზების და საკვამური მილების ჩამონგრევას. ამასთან ის წარმოშობს მეწყერებს და ბზარებს.

”დირსის” უსაფრთხოების მიზეზს ტუნელური ყალიბის ტექნიკა განაპირობებს,რომელიც მონილითური რკინა-ბეტონის კარკასის საფუძველზე მშენებლობას გულისხმობს.აღნიშნული ტექნიკის საფუძველზე ვღებულობთ მაღალი გამძლეობის კონსტრუქციას რომლის ექსპლუატაციის ვადა 100 წელზე მეტია.სახლის მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასს არ გააჩნია შეერთებები და შედუღებები და თითოეული სართული მხოლოდ საკუთარ დატვირთვას ატარებს.შენობაზე 100-ზე მეტი სართულის აშენებაა შესაძლებელი.

კედლების აშენებისთვის გამოიყენება მსუბუქი სამშენებლო მასალები, რომლებიც თბოიზოლაციის სტანდარტებს პასუხობს, რაც მცხოვრებლებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას აძლევს.

მშენებლობა მოკლე დროში ხორციელდება და ეს განაპირობებს დირსის კომპლექსის სწრაფ ტემპებს.სარემონტო სამუშაოები და კომუნიკაციების მონტაჟი პირველ სართულებზე ხდება ზედა სართულების მშენებლობის პარალელურად.

არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, რომელიც მხოლოდ სპეციალისტების ვიწრო წრეს დააინტერესებს. ჩვენ მხოლოდ დავამატებთ, რომ ტექნოლოგია ტექნოლოგიაა, თუმცა, როგორც წამყვანი ინჟინრები და კონსტრუქტორები აღნიშნავენ, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია გამოყენებული მასალის ხარისხსა და მშენებლის გამოცდილებაზე. ამ მხრივ ჰოლდინგ AS GroupInvestment-ს საუკეთესოდ ახასიათებს 36-ზე მეტი რეალიზებული პროექტი, რომელიც საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების, საწარმოო და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას მოიცავს. გარდა ამისა, კომპანია ერთ-ერთი წამყვანია რეგიონში სხვადასხვა ტიპის ბეტონისა და რკინა-ბეტონის წარმოების მხრივ. ერთი სიტყვით, ეს არის მრავალპროფილური ჰოლდინგი, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საპროექტო და დეველოპერულ კომპანიებთან და მზად არის ნებისმიერ ქვეყანას მხოლოდ საუკეთესო თანამედროვე პროექტები შესთავაზოს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი